5 votes
0 comments
0 shares
Save
მხოლოდ ღამის ცვლის თანამშრომლები რჩებიან — სპარ ჯორჯია ღამით იძულებით მუშაობაზე ბრალდებებს პასუხობს
189 views
On.ge
Tbilisi · 3 months ago

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპარ საქართველოს ქსელში სპარის მაღაზიებს 21:00 საათამდე არ ხურავენ რის გამოც, კონსულტანტებს ღამე მაღაზიაში დარჩენა და დილის 6 საათამდე იქ ყოფნა უწევთ. სხვადასხვა პირი კონსულტანტებზე დაყრდნობით წერდა, რომ მათ ტაქსის ფული არ აქვთ, ამიტომ მაღაზიაში დარჩენას არჩევენ.

#სპარი #არამონობას #opinion

ღამის ცვლის თანამშრომლები რჩებიან — სპარი ღამით იძულებით მუშაობაზე ბრალდებებს პასუხობს
on.ge
On.ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სპარის თანამშრომლები სუპერმარკეტში 6:00 დან 21:00 ჩერდებიან
“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველებმა მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩვენი სამუშაო საათები 6:00-21:00-სთ მდე იქნეს გაზრდილი, რაც ჩვენს მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას სრულად ისარგებლონ არასაკომენდანტო დროით” ეს განცხადება სუპერმარკეტების ქსელ “სპარის” წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებამ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია და მომხმარებელი ძალიან გააღიზიანა. ერთ-ერთი მოქალაქე წერს სოცუალურ ქსელში რომ თანამშრომლები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე რჩებიან სუპერმარკეტში და კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ ანახლებენ მუშაობას.#სპარი #კორონავირუსი #კომენდანტისსაათი #Tbilisidayli
Primetime
Tbilisi · 2 months ago
ტირილი მინდება ამ ყველაფერზე – ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია ესპანეთიდან
ტირილი მინდება ამ ყველაფერზე - ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია ესპანეთიდან - Primetime
ტირილი მინდება ამ ყველაფერზე - ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია ესპანეთიდან - Primetime
ტირილი მინდება ამ ყველაფერზე - ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია ესპანეთიდან - Primetime
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
გაიგე ვინ ხარ და რას წარმოადგენ ეგვიპტური ჰოროსკოპის მიხედვით
ნილოსი: (1-7 იანვარი, 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი) ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგზნებარე და იმპულსურები არიან. მათი დევიზია - "უკეთესია გააკეთო და არ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანო". ისინი წარმატებულად ერგებიან ნებისმიერ პროფესიას, სადაც საჭირო არ არის მთელი დღე სამუშაო ადგილზე ჯდომა და ადვილადაა შესაძლებელი როგორც სწრაფი გადაადგილება, ასევე მოღვაწეობის სფეროს შეცვლა. ამ ნიშნის ვეშ დაბადებული ადამიანების ზებუნებრივ თვისებას წარმოადგენს მკურნალობის უნარი, მათ შეუძლიათ თავის ტკივილის მოხსნა, გათვალვისაგან და ნეგატიური ენერგეტიკისაგან დაცვა. მათ გვერდით ადამიანები თავს კარგად და მშვიდად გრძნობენ, მათი ბიოველი დადებითად იმუხტება. ხასიათის მიხედვით ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლის მოყვარულები და მომთმენები არიან, ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი გამჭრიახობით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომ მათი რჩევები ხშირად ამართლებს. ისინი ყოველთვის იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც მათი დახმარებაა საჭირო. ამ თვისების გამო მათ ხშირად იყენებენ, თუმცა ისინი ღალატს არ პატიობენ, გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით და იმპულსურად მოქმედებენ. ნილოსები თავგადადებული მეოჯახენი არიან. ისინი ახლობელ ადამიანებს განსაკუთრებული სინაზით ეპყრობიან, გვერდით უდგანან და ხელს უწყობენ წარმატების მიღწევაში. ამონ-რა (8-21 იანვარი, 1-11 თებერვალი) ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ბრძენი და მიზანმიმართული ნატურები არიან, მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, ჭარბი ოპტიმიზმია. კოლექტივში ისინი, როგორც წესი ლიდერის როლს თამაშობენ, ხოლო საქმიანობის სფეროდან ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელშიც ბოლომდე შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დიდებისკენ სწრაფვა მათ სისხლში აქვთ. შეაქეთ ამონ-რა და ის მთებს შეძრავს. მათ გააჩნიათ მომავლის პროგნოზირებისა და წინასწარ განჭვრეტის უნარიც. ხასიათის მიხედვით, ამონ-რას ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მამაცები და სიცოცხლისმოყვარულები არიან. მათ შესწევთ უნარი დაამშვიდონ ადამიანები, რომლებიც მის გვერდით თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობენ. ისინი ლიდერის აურას ფლობენ, არ არიან დიქტატორები. ამონ - რას ნიშნის მატარებლები კარგი დიპლომატები არიან, რისთვისაც საჭირო მომენტში ეშმაკობასაც არ ერიდებიან, აქვთ ორატორული ნიჭი, მიზანდასახულობა და ქარიზმა კი მათდამი ნდობასა და ყურადღებას იწვევს ადამიანებში. ისინი ისეთი პოპულარულები არიან მეგობრებისა და კოლეგების წრეში, რომ ზოგჯერ საყვარელი ადამიანისთვის დრო აღარ რჩებათ. პირად ურთიერთობებში საკვირველია, მაგრამ უჭირთ პარტნიორთან ბოლომდე გახსნა, მათ სულში წვდომა ძალიან ძნელია. ნუტი (22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი) ნუტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მომთხოვნები არიან როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მათგან შორსაა რომანტიკა, სამაგიეროდ მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ არა სიტყვით, არამედ საქმით. მათ შორის ძალიან ბევრი ექსპერიმენტატორები, გამომცდელები და პროგრესული ადამიანები არიან. ნუტები დიდი ფიზიკური ძალით, ჯანმრთელობით და ნებისმიერი უსიამოვნების წინასწარ განჭვრეტის უნარით გამოირჩევიან. ხასიათის მიხედვით ნუტები ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ მათ ხშირად აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ისინი ხშირად მწუხარებიდან მხიარულებაში (ან პირიქით) ძალიან ადვილად გადადიან. მათთვის თავის მოწონება ძალიან ძნელია, დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს ის, ვისაც ნუტისთვის თავის მოწონება სურს. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებისგან დისტანცია დაიჭირონ და საკუთარი მიზნები ისე განახორციელონ. ასე ისინი ნეგატიური ემოციებისგან თავის დაღწევას ცდილობენ. პირად ურთიერთობას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებული ემოციებისა და შიშების მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ სულიერ წონასწორობასა და მყარ კავშირს საკუთარ პარტნიორთან. გები (12-29 თებერვალი, 20-31 აგვისტო) გების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კეთილები და კარგი მრჩეველები არიან, მათ კარგად ესმით სხვა ადამიანების. მათ შორის ბევრი საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგი და ტექნიკის სფეროში მოღვაწე ადამიანია. რასაც ისინი ხელს მოკიდებენ, ყველაფერი ყვავის, რადგან რაც კი პლანეტაზე მწვანეა, მათ ძალითა და ენერგიით ავსებს. ისინი ფლეგმატურები არიან, რაც იმის მიზეზია, რომ არ შეუძლიათ აჩქარება და ფუსფუსი. გებები მგრძნობიარენი, შთაბეჭდილების მომხდენნი და კეთილშობილები არიან, ისინი მეგობრებში და კოლეგებში დიდი ნდობით სარგებლობენ, ამის გამო ისინი ესწრაფვიან გებებს საკუთარი პრობლემები გაუზიარონ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ გებების კეთილი რჩევა მათ ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. პირად ცხოვრებაში გებები მოკრძალებულები არიან და ეძებენ ისეთივე თვისებების ადამიანს, როგორებიც თავად არიან, მგრძნობიარეს, სანდოსა და ენერგიულს. ისიდა (11-31 მარტი, 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი) ისიდას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების (განსაკუთრებით ქალების) ძირითად არსი სიყვარულია, ისინი სითბოს და სიკეთეს ასხივებენ, თუმცა ამასთან ერთად ზუსტად იციან რა უნდათ ცხოვრებისგან, ვარსკვლავები მათ პედაგოგიკაში და ეკონომიკაში წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. ისიდებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიონ, ამაში მათ ვერანაირი უარყოფითი ძალა ხელს ვერ უშლის. ისინი სიცოცხლისმოყვარულები, გახსნილები და ამბიციურები არიან, უყვართ ექსპერიმენტები და ცხოვრობენ ყოველგვარი ცრურწმენებისა და სინდისის ქეჯნის გარეშე. ისიდები მშვიდები, მიმნდომები და გულუხვები არიან, უყვართ ადამიანები და თავადაც ენდობიან მათ. პირად ცხოვრებაში ისინი დიდი და ხანგრძლივი სიყვარულით გამოირჩევიან, ხელს უწყობენ ოჯახური ცხოვრების გახალისებას სასიამოვნო (ხანდახან არც ისე), სიურპრიზებით. თუმცა ისეთი იდეალისტები არიან, რომ ერთხელ, პარტნიორთან იმედგაცრუების შემთხვევაში, იმედი უცრუვდებათ და სხვა პარტნიორის ძებნას, მარტო ცხოვრებას არჩევენ ხოლმე. ოსირისი (1-10 მარტი, 27-30 ნოემბერი, 1-18 დეკემბერი) ოსირისის ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავი ორატორები და ორგანიზატორები არიან, ადამიანის შეცნობის დიდი ნიჭით არიან დაჯილდოებული, ზოგჯერ შესაძლებელია მათზე იფიქრონ, რომ აზრების გამოცნობა შეუძლიათ, რადგან მათგან რამის დამალვა თითქმის შეუძლებელია. ხასიათის მიხედვით ოსირისები ცნობისმოყვარენი არიან. უყვართ ახალი, უჩვეულო და მოულოდნელი ექსპერიმენტები. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, არ ეშინიათ, რომ მარცხს განიცდიან, რადგან ყოველთვის იტოვებენ სათადარიგო სვლას, რათა შეძლონ სიტუაციის გამოსწორება. თუმცა მათი ასეთი ენერგიულობა და ოპტიმიზმი გადაღლასაც იწვევს, რამაც შესაძლოა ზოგჯერ მსუბუქი დეპრესიაც კი გამოიწვიოს. ოსირისებს არ უყვართ, როცა რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მათ გარეშე ხდება. ისინი წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს ძალასა და სიფაქიზეს, მგზნებარებასა და ალტრუიზმს. პირად ცხოვრებაში ისინი სტაბილურები არიან, თუმცა ზოგჯერ მგზნებარე მეგობრობა უფრო შეუძლიათ, ვიდრე სიყვარული. თოტი (1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი) ტოტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარით გამოირჩევიან. მათ შორის გვხვდებიან განსაკუთრებული ნიჭით, ჰიპნოზის უნარით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პიროვნება ნებისმირ საკითხში მარტივად დაარწმუნონ. ამისათვის კი საკმარისია მოსაუბრეს თვალებში უყურონ. სიმართლის ტყუილისგან გარჩევა თოტებს რამოდენიმე წამში შეუძლიათ. ხასიათის მიხედვით თოტები გულუხვები და პატიოსნები არიან, მათ კარგად გამოდით პედაგოგობა და არ უჭირთ ცხოვრებაში ისეთი პროფესიის პოვნა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ და რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებიან თოტები ცნობისმოყვარენი არიან, ისინი მუდამ ახალის და შეუცნობელის შესწავლისაკენ მიისწრაფვიან. ამასთან ერთად თავმდაბლები რჩებიან და საკუთარ უპირატესობას არავის აგრძნობინებენ. ისინი წარმატებით უმკლავდებიან ყველა წინააღმდეგობას, რომლის წინაშეც ცხოვრება აყენებთ და ყოვეთვის ცდილობენ ჭეშმარიტების დადგენას. პირად ცხოვრებაში თოტები დელიკატურები და მოწესრიგებულები არიან, მათ შეუძლიათ პარტნიორს მისცენ ყველაფერი საუკეთესო, რაც გააჩნიათ, თუმცა ამავე დროს ოსტატურად შეუძლიათ შენიღბონ საკუთარი ნაკლი. ჰორი (ჰოროსი) 1-7 მაისი, 20-30 აპრილი, 12-19 აგვისტო - ჰორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შესანიშნავი ფანტაზია და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ, რის გამოც ისინი კარგად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას შემოქმედებით პროფესიებში. მათ შორის არიან კარგი მუსიკოსები, ბიოლოგები, ზოოლოგები. განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა ცხოველებთან, რომლებიც სიხარულით რეაგირებენ ჰორების ბრძანებებზე. ალერსით თუ სიმკაცრით, მათ ნებისმიერი მხეცის მოთვინიერება შეუძლიათ. ხასიათის მიხედვით, ჰორები სიცოცხლის სიყვარულით, კეთილშობილებით და ჯანმრთელი პრაგმატიზმით გამოირჩევიან. საკუთარ მიზნებს ისინი ნათლად უყურებენ, ამიტომ მათ მიღწევაში პრობლემები ნაკლებად ექმნებათ ხოლმე. გარდა ამისა არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, პირიქით, იზიდავთ კიდეც ის. უყვართ რისკი და არ გაურბიან პასუხისმგებლობას. ამავდროულად დარწმუნებული არიან საკუთარ თავში. უყვართ მართვა, ყველაფრის კონტროლი, ასეთ დროს ისინი ნაკლებად ტაქტიანები არიან, აკლიათ მოთმინება და დიპლომატია. პირად ცხოვრებაში ჰორებს თავისუფლად შეიძლება ერთი ნახვით შეუყვარდეთ, თუმცა მათი გრძნობა დროებითი და მყიფეა, სერიოზული გრძნობა გამოცდილების და ხანგრძლივი ურთიერთკავშირის შემდეგ მოდის. ანუბისი (8-27 მაისი, 29-30 ივნისი, 1-13 ივლისი) ანუბისის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხასიათდებიან შავი იუმორის გრძნობით, მათ შეუძლიათ ნებისმიერ, ურთულეს სიტუაციაშიც კი იუმორის მომენტები დაინახონ. ანუბისები ადამიანი "ბუები" არიან, მათ უყვართ გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება. ხმაურიან თავყრილობებს განმარტოებას ამჯობინებენ ხოლმე. სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ისინი პრობლემას მარტონი უფრო ართმევენ თავს, ვიდრე გუნდურად. ანუბისები სიმართლის მოყვარულები არიან, მათ სამართლის აღსრულების ნიჭი აქვთ. მათგან სიმართლის დამალვა ძნელია. ისინი ყოველთვის იცავენ სუსტებს და სჯიან დამნაშავეებს. ისინი სინათლეს - ჩრდილს, ხოლო პოპულარობას - მარტოობას ამჯობინებენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ანუბისებს იდუმალ პიროვნებებად მიიჩნევს, მაგრამ მიუხედავად ამისა ალღოს, გულახდილობისა და ერთგულების გამო, მათ აფასებენ. ანუბისები ცოტათი იდეალისტები და ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ დროდადრო დეპრესიაში ვარდებიან, თუმცა შეიძლება სწორედ ეს ეხმარება მათ გარკვეული პრობლემების გადაწყვეტაში. ისინი შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან, ამიტომ ის რაც სხვებისთვის გამოცანაა, მათთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ანუბისები შეუდრეკელები არიან და არ ცვლიან ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც პრობლემებს უქმნით პირად ურთიერთობებში. ამიტომ მათ პარტნიორის შერჩევა უჭირთ და ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებიან. სეთი (28-31 მაისი, 1-18 ივნისი, 28-30 სექტემბერი, 1-2 ოქტომბერი) სეთის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამბიციურები, საკუთარ თავში და სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები არიან. ისინი ხშირად გვევლინებიან პოლიტიკოსებად და გვხვდებიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. მათ განსაკუთრებულ ნიჭი აქვთ გამოიცნონ მომავალი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბედის ნიშნებს და მკითხავებს. სეთებს არ ეშინიათ წინააღმდეგობების, რადგან იციან, რომ მათი გადალახვა აუცილებელია და ამას აზარტით აკეთებენ. ისინი ვერ სწავლობენ წარსულ შეცდომებზე და ხშირად იმეორებენ მას. მუდამ აქვთ მოთხოვნილება წამოიწყონ რამე ახალი. შინაგან სიმშვიდეს კი შინაგან პარადოქსებთან ბრძოლით პოულობენ. სეთებს ხშირად ეჩვენებათ, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს. ვერ იტანენ შეზღუდვებს პროფესიულ, სოციალურ და სასიყვარულო სფეროებში. საკუთარი ეგოიზმით ისინი თავს იცავენ ისეთი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოთ. დროდადრო კი გაქცევასაც ამჯობინებენ, რათა არ დაკარგონ თავისუფლება. პირად ურთიერთობებში, სეთებს ძალიან უჭირთ საკუთარი ეჭვიანობის კონტროლი და შეგნებულად ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც თვალებს დახუჭავენ ასეთ თვისებაზე და მათ იმპულსურ მოქმედებას, მოწონებითაც კი შეხედავენ. ბასტეტი (14-28 ივლისი, 23-27 სექტემბერი, 3-17 ოქტომბერი) ბასტეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მიმზიდველები და მომხიბვლელები არიან, მათ შეუძლიათ რეალურად, ზუსტად შეაფასონ და შეიგრძნონ სიტუაცია. ბასტეტები იდეალური მეუღლეები და დედები არიან. ისინი ადვილად აღწევენ წარმატებას ქალურ პროფესიებში. მათგან გამოდიან შესანიშნავი მასწავლებლები, მედდები, ბუნებისდამცველები, ბუღალტერები და ა.შ, ისინი შესანიშნავად კერავენ, ქსოვენ, საუცხოო კულინარები არიან. ბასტეტებს ადამიანების დამშვიდებისა და სტრესის მოხსნის განსაკუთრებული უნარი აქვთ, გააცნიათ გასაოცარი, მყუდრო, ბიოველი, რომელიც ათბობს და ამშვიდებს გარშემომყოფთ, ხოლო დიპლომატია, შარმი, გრაცია და სიუხვე მიმზიდველს ხდის მათ პერსონას. ხასიათის მიხედვით ბასტეტები ყურადღებიანები და ფრთხილები არიან, მათ კარგად შეუძლიათ თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა გადაჭარბებული სიფხიზლე ზოგჯერ ხელს უშლით სიტუაციის სწორად შეფასებაში. ზედმეტი მოკრძალებულება კი არ აძლევთ საშუალებას, ბოლომდე გაეხსნან სამყაროს და ცხოვრება უფრო ნათელი და საინტერესო გახდეს. კარგად განვითარებული ინტუიციის და ტაქტის გრძნობის გამო მათ ხშირად მიმართავენ რჩევებისთვის და არც ცდებიან, რადგან ბასტეტებს ყველასთვის მოეძებნება საჭირო რჩევები. პირად ცხოვრებაში ბასტეტები ერთგულები და თავდადებულები არიან, ისინი ეძებენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც შეძლებენ მათი მგრძნობიარე ხასიათისა და ემოციურობის გათვალისწინებას სეხმეტი (29-31 ივლისი, 1-11 აგვისტო, 30 ოქტომბერი - 7 ნოემბერი) სეხმეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ადამიანები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, ისინი ძალიან მომთხოვნები არიან, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან მიმართებაში. ხასიათდებიან ერთნაირი ნიჭით ნებისმიერ პროფესიაში, სადაც უხდებათ ხალხთან ურთიერთობა და გადაწყვეტილებების მიღება. იღბალი მათი გამორჩეული იარაღია, ისინი ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე და რა საქმესაც არ უნდა მოკიდონ ხელი, წარმატება მათი მეგზურია. ისინი თმის ღერიდან ფრჩხილებამდე, მომავალი პერფექციონისტები არიან, ამიტომ დაუკმაყოფილებლოიბის გრძნობა მუდამ თან სდევთ, თუმცა მეტი მოქნილიობა, ფანტაზია და ნაკლები თვითკრიტიკა გაცილებით მარტივს გახდიდა მათთვის ცხოვრებას. ხასიათის მიხედვით სეხმეტები ამაყი, შეუდრეკელი და ტემპერამენტიანები არიან. მათ ბევრი მეგობრები ყავთ, თუმცა ყოველთვის არ არიან შემწყნარებლები მათ მიმართ. ისინი კარგად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ამიტომ ნაკლებად უშვებენ შეცდომებს. პირად ცხოვრებაში სეხმეტების გარეგნული სიამაყის მიღმა პატიოსანი და მგრძნობიარე ნატურა იმალება, ისინი ძალიან ფრთხილები არიან პარტნიორებთან ურთიერთობებში, განსაკუთრებულად უდგებიან და უფრთხილდებიან მათთან ურთიერთობას.#ასტროლოგია
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
EMC მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს სპარის ინსპექტირება
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტ სპარის გადაწყვეტილება, მთელი ღამით სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, ღირსეული შრომის უფლებას საფრთხეს უქმნის. EMC-ს ინფრომაციით, დასაქმებულები ღამეს შეუსაბამო პირობებში ათევენ, ისინი კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება არ ხდება, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასიური დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს. "მძიმე პრობლემად რჩება დაბალი ანაზღაურება (ჩვენი ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს), ისევე როგორც დაცვის სამსახურის არარსებობა. (შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სამუშაოს შესრულებისას მომხმარებლის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ „სპარის” კონსულტანტის სიცოცოხლე შეიწირა) „სპარის” განცხადება იმის შესახებ, რომ კონსულტანტების სამუშაო რეჟიმი „ნებაყოფლობითია,” მათ რეალურ სოციო-ეკონომიკურ და შრომით მდგომარეობას ნიღბავს. სერვისის სექტორში დასაქმებულებს არ აქვთ პროფკავშირი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავდა, უმუშევრობის დაზღვევისა და შემწეობის სისტემების არარსებობა კი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს. ეს ფაქტორები „სპარსა” და სხვა საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებულ კონსულტანტებს არჩევანის გარეშე ტოვებს მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დასაქმების ალტერნატიული წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს, აიძულებს დამსაქმებლის პირობებს დაემორჩილონ. სპარის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებსა და ანაზღაურებას შრომითი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი რეფორმირების აუცილებლობას. როგორც კონსულტანთა შრომასთან დაკავშირებული რისკები, ისე მისი დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა ისინი იმ მოქალაქეთა შორის აღმოჩნდნენ, ვისი შრომაც საგანგებო მდგომარეობის ვითარებაშიც კი გრძელდება." - აღნიშნულია განცხადებაში. EMC სპარის დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს: ჩაატაროს სისტემატიური მონიტორინგი სასურსათო მაღაზია „სპარის“ მიერ შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის გადამოწმებისა და მაღაზიაში შემქნილი შრომითი პირობების აღწერის მიზნით. აღწეროს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები იმაზე, თუ რამდენად დაცულია სასურსათო მაღაზია „სპარში“ თითოეული დასაქმებულის უფლება: უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებაზე, კერძოდ მაღაზიაში ღამე დარჩენის მოთხოვნაზე[1]. მოითხოვოს სამუშაო გრაფიკის მისადაგება საგანგებო მდგომარეობის ვადით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან. მოითხოვოს ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა, მინიმუმ 12 საათის ოდენობით.[2] უარი თქვას დამსაქმებლის შესაძლო მოთხოვნაზე, დღის ცვლის შემდეგ, დარჩეს მაღაზიის ტერიტორიაზე ღამის გასათევად. სასურსათო მაღაზიაში ღამის გათევა, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა მაღაზია, ჩაეთვალოს სამუშაო საათებად და ანაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად. შემოწმდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სუპერმარკეტის ქსელის ყველა ობიექტზე, მათ შორის ობიექტებში არსებული საწყობები და დასასვენებელი ადგილები. საზოგადოების მაღალი ინსტერესის გათვალისწინებით, მონიტორინგის შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო.
Natia Mikiashvili
Tbilisi · 3 months ago
აუცილებლად წასაკითხი! რამდენად უსაფრთხოა დისტანციური შეკვეთით სახლში მიტანილი პროდუქტი?
კორონავირუსის პანდემიის ფონზე სპეციალისტების უპირველესი მოთხოვნაა სოციალური დისტანციის დაცვა, რაც სახლში დარჩენას გულისხმობს. თუმცა აქ თავს იჩენს ისეთი ყოველდღიური და აუცილებელი მოთხოვნა, როგორიც არის საკვები. არადა, მთელი რიგი მიზეზების გამო, არც სუპერმარკეტში წასვლაა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ სურსათის ბევრმა მაღაზიამ პროდუქტების დისტანციური შეკვეთისა და სახლში მიტანის სერვისი აამოქმედა. საინტერესოა რამდენად უსაფრთხოა მომსახურების ეს ფორმა? შეიცავს თუ არა საკვები ან მისი შეფუთვა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის საფრთხეს? და მაინც, თუ თავად მსურს სასურველი პროდუქტის ადგილზე შერჩევა, როგორ უნდა მოვიქცე და რა წესები დავიცვა? არის თუ არა საკვები პროდუქტი თავისთავად უსაფრთხო? აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლის, დოქტორ იან უილიამსის განმარტებით, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი საკვებით არ გადადის. როგორც მან ერთ-ერთ ვებინარზე განაცხადა, ეს არის რესპირატორული დაავადება და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანს საკვებიდან შეიძლება გადაეცეს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმიანისტრაციამ კი თავის ვებგვერდზე განაცხადა, რომ COVID-19-ის საკვებით ან სურსათის შეფუთვით ადამიანზე გადაცემის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. თუმცა ვირუსის ბუნების გაშიფვრას ექსპერტები აქტიურად აგრძელებენ. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე სპეციალისტები პროდუქტებისა და მათი შეფუთვის მიმართ ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოგვიწოდებენ. სურსათი შეუკვეთეთ და კურიერმა სახლში მოგიტანათ. ეს უსაფრთხოა? ამერიკელი მეცნიერების შეფასებით, დაინფიცირების რისკი კიდევ უფრო მცირდება, თუ პროდუქტს ან მის შეფუთვას პირდაპირი კონტაქტის გარეშე მიიღებთ. კაროლინის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ბენჯამინ ჩეპმენი, რომელიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით პროფესორის ხარისხს ფლობს, აცხადებს, რომ საკვები ან მისი შეფუთვა შეიძლება ვირუსის მატარებელი იყოს, მაგრამ მისი გადაცემის რისკი ძალიან დაბალია. ამერიკელი მეცნიერის განმარტებით, ამის ალბათობა, ფაქტობრივად, მილიონში ერთია. მისი თქმით, ინფიცირების რისკი იზრდება, როდესაც მომუშავე პერსონალი საკვებს დაბინძურებული ხელით ანაწილებს. ამერიკელი მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ თქვენ ვირუსის შემცველი საკვებიც რომ მიიღოთ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არც ისე ბევრი რეცეპტორია, რომლებზეც მოჭიდება ვირუსს შეუძლია. ამიტომაც ვირუსის გადაყლაპვა სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ დაინფიცირდებით. მიუხედავად დაბალი რისკისა, ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში მეტი სიფრთხილეა საჭირო. ექსპერტები მათ ნებისმიერი შეფუთვის შეხებისას ხელთათმანების გამოყენებას ურჩევენ. მიკრობული რისკების სპეციალისტი დონ შაფნერი აცხადებს, რომ საკვებს გარეთა შეფუთვა უნდა მოშორდეს, ამის შემდეგ კი ხელთათმანები გადაყარეთ და ხელები კარგად დაიბანეთ. და თუ მაინც და მაინც მაღაზიაში წასვლა გინდათ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს თქვენთვის დახურულ სივრცეში მყოფი ადამიანები წარმოადგენენ და ამიტომაც მათგან, სულ ცოტა, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია. განსაკუთრებით ერიდეთ მათ, ვინც ახველებს, აცემინებს ან ავადმყოფურად გამოიყურება. რომელი დროა ყველაზე ოპტიმალური სუპერმარკეტში წასასვლელად? სხვადასხვა კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში ყველაზე გადატვირთული პერიოდია 15.00-დან 21.00-მდე. მეტ-ნაკლები სიხალვათე იგრძნობა დილის საათებში (09.00-მდე) და ღამე (23.00-ის მერე). როგორ უნდა ჩაიცვათ? ქუჩაში გასასვლელად უნდა შეარჩიოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მტვერს ნაკლებად იკრავს. სასურველია, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ მისი სველი ქსოვილით დამუშავება შეძლოთ. თუ ეს ვერ ხერხდება, უმჯობესია, გარეცხოთ. ამ ყველაფრის მერე არ დაგავიწყდეთ ხელების დაბანა და რაც ყველაზე მთავარია, უმჯობესია თმა მთლიანად დაიფაროთ ქუდით, კაპიუშონით და სხვ. უნდა გაიკეთოთ თუ არა ნიღაბი? რაც შეეხება ინდივიდუალურ დაცვას, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ სამედიცინო ნიღაბი ნაკლებად ეფექტიანია. თუმცა ფიზიოლოგიური ბარიერის შექმნა ზედმეტი არ იქნება. თუ ვერ იყიდეთ, ნიღაბი თავადაც შეგიძლიათ შეიკეროთ. რა პროდუქტები უნდა მოიმარაგოთ? ასაწონი პროდუქტები შეგიძლიათ იყიდოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თერმულ დამუშავებას ექვემდებარება (ხორცი, ზღვის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები). სხვა შემთხვევაში კი სასურველია, რომ შეფუთული სურსათი შეიძინოთ. იმისათვის, რომ მაღაზიაში ხშირად გასვლა არ მოგიწიოთ, შეგიძლიათ მოიმარაგოთ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ბურღულეული (წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი), მაკარონი, კონსერვები, ყავა და ჩაი, კარტოფილი, მარილი და შაქარი, მაიონეზი და სხვ. აუცილებელია დააკვირდეთ ვარგისიანობის ვადას. სასურველია, პლასტიკური ბარათით გადახდა, რადგან ნაღდი ანგარიშსწორების დროს დაბრუნებული ხურდა, შესაძლოა, ვირუსის დამატებითი წყარო იყოს. სახლში დაბრუნების შემდეგ კი აუცილებელია სახისა და ხელების დაბანა, ტანსაცმელი კი გარეცხეთ.
Roma Ratiani
Tbilisi · 3 months ago
კორონა ვირუსი და იმედის პატარა ნაპერწკლები
კორონავირუსი მსოფლიოს წინაშე მდგარი უდიდესი გამოწვევაა. ათასობით ადამიანი გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანმა სამუშაო დაკარგა, ქალაქები, ქვეყნები ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებენ. შფოთვის, წუხილისა და პანიკის ფონზე, მაინც არიან ადამიანები რომლებიც უარს არ ამბობენ ოპტიმიზმზე და კრიზისის ფონზეც დადებითზე კონცენტრირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის უარყოფით შედეგებს ვერავითარი დადებითი მოვლენა ვერ გადაწონის, ბიბისის ჟრნალისტებმა მაინც დაასახელეს რამდენიმე “იმედის ნაპერწკალი”. მსოფლიოს არაერთ რეგიონში ჰაერის დაბინძურებამ იკლო ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უმრავლესობა სახლიდან მუშაობს. დაიკეტა ქარხნები, ხალხი ნაკლებად გადაადგილდება ქალაქის შიგნით თუ მის გარეთ. ეკონომიკისთვის ეს ყველაფერი საზიანოა, თუმცა გარემოს დამცველების თქმით, კორონა ვირუსმა საშუალება მოგვცა ცოტა ხნით მაინც გვესუნთქა სუფთა ჰაერი. დასუფთავდა არხები ვენეციაში არხებში წყალი ათწლეულების მანძლზე პირველადაა გამჭირვალე. წყალი, რომელიც როგორც წესი ამღვრეული და ტალახიანია, ახლა სუფთა და გამჭირვალეა. ვენეციას თევზებიც დაუბრუნდნენ. კორონა ვირუსი და სიკეთე კოვიდ 19-მა ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ და სხვების დახმარებით დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ნიუ-იორკში, ლონდონში, ტორონტოში ათასობით მოხალისე სრულიად უსასყიდლოდ მოხუცებსა და შმმ პირებს საჭმლითა და სასმელით ამარაგებს. სუპერმარკეტებმა ასევე დააწესეს “უფროსების დრო”, როცა მხოლოდ პენსიონრებს შეუძლიათ სარგებლობა და ხალხმრავლობისგან თავის არიდებით პროდუქტების შეძენა. ერთიანობა არაერთი ვიდეო გავრცელდა თუ როგორ ცდილობენ იტალიასა და ესპანეთში მეზობლები ერთმანეთის გამხნევებას აივნებიდან სიმღერითა და ცეკვით. მსგავს სიტუაციებში ადამიანები მაინც არ ირიყებიან და ცდილობენ სოციალური კონტაქტების შენარჩუნებას, თუნდაც თვითიზოლაციის ფონზე. იქმნება ერთიანობისა და თანადგომის განცდა, რაც კრიზისიდან გამოსვლაში გვეხმარება. კრეატიულობის ბუმი სოციალური დისტანცირების ფონზე, ადამიანებს სახლში დარჩენა და თავის გართობა სხვადასხვა მეთოდით უწევთ. სოციალურ ქსელებში არაერთი სახის ვიდეო იდება, რომლებიც კრეატიულობით გამოირჩევიან. მათ შორისაა ვიდეოები ქიმიურ, ფიზიკურ ექსპერიმენტებზე, გასართობი ვიდეოები, რომლებიც იდეებს გვაწვდიან თუ როგორ გავატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად დრო უფრო ხალისიანად. ათობით მუზეუმმა, მათ შორის ვატიკანისა და ლუვრის მუზეუმებმა, ონლაინ ტურები შემოგვთავაზეს, რომელთა საშუალებით სახლიდან გასუვლელად ვნახავთ ცნობილ ექსპონატებს. იდება ონლაინ ლექციები და ინსპირაციული მიმართვებიც. მოკლედ სოციალური დისტანცირების დრო მაქსიმალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ საკუთარი თავის განსავითარებლად და ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად.#კორონავირუსი #coronavirus #პანდემია #opinion
Sokhumi Daily
Sokhumi · 3 weeks ago
რატომ ჩავედი აფხაზეთში?
რამდენიმე კვირით ადრე სანამ ვირუსი საქართველომდეც მოაღწევდა, აფხაზეთში ვიმოგზაურე. ეს ის ადგილია, რომლის აღწერაც ცოტა რთულია ხოლმე ვინმეს დადანაშაულების გარეშე. არასოდეს ვყოფილვარ მანამდე ტერიტორიაზე, რომლის სტატუსიც “დე-ფაქტოა”, ამიტომ ჩემი თვალით მინდოდა მენახა. ამ მოგზაურობის დროს დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის ლეგენდარული სილამაზე სინამდვილე ყოფილა. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნამ რაღაცნაირი ტკბილ-მწარე შეგრძნებები დამიტოვა, თითქოს იქაურობა ერთდროულად იტევს ზღაპრულ სილამაზესაც და მარტოობის, ჩაკეტილობის განცდასაც. მაშინვე დავფიქრდი რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე იზოლაცია, თუმცა პასუხი ამ შეკითხვაზე დღესაც არ მაქვს. 2019 წლის ბოლოს საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. სიტყვა “აფხაზეთი” ბევრს არაფერს მეუბნებოდა. მასზე ჩემი წარმოდგენა გაჯერებული იყო ქართველების ძალიან შთამბეჭდავი მოგონებებით აფხაზეთზე. სწორედ ამან ამაღებინა მატარებლის ბილეთი ზუგდიდამდე, ბოლო სარკინიგზო სადგურამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. იანვარი იყო. ერთი ღამე დამჭირდა ჩასასვლელად, მატარებელში საშინლად ცხელოდა, მაგრამ როგორც გავჩერდით, გარედან შემოსულმა სიცივემ მაშინვე გამომაფხიზლა. ტაქსის მძღოლების უმეტესობა ცდილობდა პირდაპირ მესტიაში წავეყვანე, ცნობილ სათხილამურო კურორტზე სვანეთში. მაგრამ ჩემი ბოლო გაჩერება პოლიციის ბლოკ-პოსტი იყო, ენგურის ხიდთან ახლოს. ტაქსიდან რომ გადმოვედი, დილის 8 საათი იყო. ორი საათის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გავიარეთ და მე და მალაიზიელ ტურისტს ენგურის ხიდის გადაკვეთის ნებართვა მოგვცეს. ხიდზე გადასვლისას შევამჩნიე, რომ საქართველოსა და ევროპის დროშები გზადაგზა მწვანე, წითელი და თეთრი ფერის აფხაზეთის დროშით ნაცვლდებოდა. სანამ აფხაზეთში შევიდოდი, ჯერ რუსული და შემდეგ აფხაზეთის ბლოკ-პოსტი უნდა გამევლო. შეიძლება სხვა გზაც არის, არ ვიცი. არა რუსულენოვანი ტურისტისთვის ძნელი იყო გამერჩია ვინ ვინ იყო. ბევრი შეკითხვა არ დაუსვამთ სხვათაშორის, ალბათ იმიტომ, რომ საერთო ენაზე არ ვლაპარაკობდით. რუსულის არ ცოდნა, მოკლედ, დამეხმარა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი მოლოდინი თურმე. სასაზღვრო პოლიციის ორივე პოსტიდან ნებართვას ველოდებოდი, ველოდებოდი მგზავრებით როდის შეივსებოდა პირველი “მარშუტკა”რომ გალში მოვხვედრილიყავი, ველოდებოდი მეორე “მარშუტკას” რომელიც გალიდან გადამიყვანდა და საბოლოოდ სოხუმში ჩამიყვანდა. ქალაქისკენ მიმავალი გზა ნამდვილი საოცრება იყო. წარმოიდგინეთ დიდი სწორი მიწა დათოვლილი კავკასიონის მთების ფონზე და რამდენიმე ძალიან ლამაზი სახლი (უმეტესად, ცარიელი) გზაზე. 24 საათის შემდეგ, სოხუმში ჩასვლა დიდი შვება იყო ბოლოს. ზღვის სანაპირო მზის ჩასვლის ფონზე მომაჯადოებელი იყო; მშვიდი და წყნარი. ცოტა ნიავიც უბერავდა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგაც არ მომშორებია მარტოობის ძლიერი განცდა. რასაც ვუყურებდი და ვისმენდი, ამ გამოცდილებას მხოლოდ მრავალფეროვანს ხდიდა. არ ვიცი, შეიძლება ეს სეზონის ბრალი იყო. იანვარში ვიყავი სოხუმში, ეს დრო კი ნამდვილად არ არის იდეალური ზაფხულის კურორტზე სამოგზაუროდ. საოჯახო სასტუმროშიც კი ვერ გავჩერდი, დახურული დამხვდა არასეზონურობის გამო. სხვა გზა არ მქონდა, სოხუმის ცენტრში, შედარებით ძვირადღირებული სასტუმრო ავიღე. პირველი, რაც შესვლისთანავე შევამჩნიე, კედელზე ჩამოკიდებული საათები იყო. როგორც წესი, სასტუმროში საათები დასავლეთის დიდი ქალაქების დროს გვიჩვენებენ ხოლმე (ლონდონი, მადრიდი, პარიზი ა.შ.), მაგრამ აქ მხოლოდ მოსკოვის, მანაგუასა და კარაკასის დროებს ვხედავდი. თურმე, ეს იმ ქვეყნების დედაქალაქებია, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. მეორე დღეს სოხუმის უფრო სრულფასოვნად დათვალიერება გადავწყვიტე. პირველად ქალაქის სანაპირო ზოლში გავისეირნე. მოვლილი მომეჩვენა იქაურობა, შენობები ახალი გარემონტებულია, თანამედროვე სტილის ახალი რესტორნებიც შევამჩნიე, ქუჩები სუფთაა, ხეებითა და ნარგავებით სავსეა სანაპირო, მოკლედ, საუკეთესო საზაფხულო კურორტის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ერთ-ერთი კაფის ვერანდაზე ყავას ვსვამ მარტო და ვხედავ, ხიმინჯებთან კაცები იკრიბებიან სათევზაოდ. მზე ანათებს და თავს შესაშინავად ვგრძნობ, თითქოს ეს-ეს არის დაიწყო გაზაფხული. მეთევზეებისგან მოშორებით, ცარიელ ნავმისადგომს ვხედავ, რომლის გარშემოც ამაყად ჰკიდია ეროვნული დროშები. მოგვიანებით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მეუბნება, რომ ეს ნავსადგომი არც არასოდეს გამოუყენებიათ თავისი დანიშნულებით. საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში აშენდა, 1992-1993 წლების ომმა კი ეს პროექტი შეაჩერა. ცარიელი, გამოუყენებელი შენობები თითქოს მუდმივი შეხსენებაა იმის, რომ აფხაზეთი დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფილია. იგივე გრძნობა მქონდა როცა ქალაქის ქუჩებს ვათვალიერებდი, დაცარიელებული სახლები და მიტოვებული აგარაკები ლამაზ და შთამბეჭდავ შენობებს შორის დგას. ეს ურბანული გარემო ერთდროულად მომხიბვლელიც არის და სევდის მომგვრელიც. ბუნების ეს ხედი, მოშიშვლებულ სივრცეებს თითქოს ნელ-ნელა ახლადწარმოქმნილი ტყით ანაცვლებს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მართლაც მომხიბვლელია, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებები ისევ საშინელი სიცარიელის შეგრძნებებს ერევა და პერიოდულად თავბრუსხვევასაც კი ვგრძნობ. ძალადობრივი გარემოს ექო, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, ამ ნანგრევებს ფონად მოჰყვება. ცოტახანში რამდენიმე უცხოელს შევხვდი არასამთავრობო სექტორიდან, ისინი იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც 1992-1993 წლების ომში გაუჩინარდნენ. ადგილობრივებსაც ეხმარებიან ფსიქოლოგიურ ტრამვებს გაუმკლავდნენ. ომის ნარჩენები ყველგანაა, ამიტომ შეგრძნება მქონდა, რომ ეს ტრამვაც არსად წასულა, ისევ ზედაპირზეა. ომიც სულ გახსენებს თავს: მთლიანად შავებში შემოსილი, მგლოვიარე ქალი, რომელიც ომში დაკარგულ ბიჭებს მისტირის. აქ სხვა ადამიანებიც სულ ომზე მიგანიშნებენ. ცხადია, თბილისშიც არსებობს ომის მეხსიერება. თუმცა, შეგრძნებები თითქოს უფრო სუსტია. მაგალითად, ქართველები სულ ნოსტალგიით, სევდით ლაპარაკობენ აფხაზეთზე, ძველი მშობლიური სახლები ახსენდებათ სანაპიროზე, ეს განცდები უფრო სინანულს ჰგავს ძველი დიდების დაკარგვის გამო. აფხაზებს კი, ომი უფრო მძაფრად ახსოვთ. მათთვის ეს თითქოს ერთდროულად არის ეროვნული სიამაყის მიზეზიც და ტანჯვისაც მათ შორის. ომის შემდეგ შექმნილი რეალობა მათ ცხოვრებაზე ყოველდღიურად აისახება. აფხაზები აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ. აქ დღეს სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობს: მათ შორის რუსები, სომხები და ბერძნები. ეს მრავალფეროვნება სოხუმის ცენტრალურ ბაზარში ყველაზე კარგად იგრძნობა. ქალაქში ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ქალების ჯგუფი მახსოვს, ზოგი ყიდდა, ზოგი ჭამდა, ზოგიც ყიდულობდა. ერთმანეთს ძალიან ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. ძირითადად რუსული ენა მესმოდა. პროდუქტების უმრავლესობა ან ადგილობრივი წარმოებისაა ან თურქული. ბაზარი ხალხით იყო სავსე და ქალაქის ქუჩებიდან გამოყოლილი სიმარტოვის შემდეგ, ნაცნობი გრძნობები განმიახლდა. ალბათ ამიტომაც, სოხუმში ყოფნის ყოველ დილას ბაზარში მივდიოდი და ამ ხალხმრავლობას ვაკვირდებოდი. ჩემი იქ ყოფნაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ტურისტული სეზონიც აღარ იყო, ამიტომ უცხო სახემ მაშინვე მიიქცია ქალაქში ყურადღება. მეგობრულები იყვნენ და ცდილობდნენ ინგლისურად რამდენიმე სიტყვა მაინც ეთქვათ, ლექსიკონში ამოწმებდნენ. აინტერესებდათ, საიდან ვიყავი. საფრანგეთი რომ გაიგეს, პარიზი ახსენეს მაშინვე. J’aime Paris! მკითხეს საიდან და რატომ ჩავედი აფხაზეთში, ზუგდიდის გავლით? წარმოშობით ქართველი ხომ არ ვიყავი ან ქმარი ხომ არ მყავდა ქართველი? ვინმეს ხომ არ ვყავდი სპეციალურად გაგზავნილი თუ ჩემი ინიციატივით ავირჩიე აფხაზეთი. ცოტა უჭირდათ იმის წარმოდგენა, რატომ უნდა ჩასულიყავი სოხუმში საკუთარი ნებით. ამ ეჭვების მიუხედავად, მაინც თბილად მხვდებოდნენ, აშკარად უხაროდათ უცხოელის დანახვა, ეტყობა არც ისე ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც რუსულად ვერ ლაპარაკობენ. ერთ დღესაც სასეირნოდ ქალაქიდან მოშორებით წავედი და ცოტა უცნაური საცხოვრებელი კომპლექსი დავინახე. შესასვლელში საბჭოთა პერიოდის მოზაიკა იყო, სხვათაშორის კარგად შენარჩუნებული. შეიძლება ეს სიმბოლო იმ ნოსტალგიას გამოხატავდა, რაც აფხაზებს საბჭოთა კავშირის საუკეთესო წლებთან აკავშირებთ. შენობის გარშემო რუსულმა ბილბორდებმა მიმანიშნა რომ აქ ძველად, სამხედრო სანატორიუმი ყოფილა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს შენობა დღესაც რუსულ სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა შენობა მთლიანად ცარიელია. ფეხით სიარული გავაგრძელე და ხეივანს ბოლომდე ჩავუყევი, ორივე მხრიდან ხის აივნებიანი სახლებით იყო გარშემორტყმული. სულ ბოლოს დიდი ჭიშკარია, რომელსაც დაცარიელებულ სანაპიროზე გაყავხარ. ორი ბავშვი სილაში თამაშობდა, ყველაფერი ძალიან მშვიდი და ლამაზი ჩანდა აქედან. ეს განსაკუთრებული და ამაღლებული განწყობა, ალბათ, წელიწადის მხოლოდ ამ დროს, ზამთარშია, როცა ტურისტები უკვე წასულები არიან. იგივე შეგრძნებები გაგრამდე გამყვა, ისევ “მარშუტკით” ვიმგზავრე. როგორც ჩანს, ეს გადაადგილების ძირითადი საშუალებაა აფხაზეთში. ზამთარში გაგრა მოჩვნებების ქალაქს ჰგავდა, სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც მასზე ჩამოსვლამდე მომიყვნენ. მხოლოდ სანაპირო კი არ დამხვდა ცარიელი, ულამაზესი ვილებიც მთის ფერდობზე და ძველი სანატორიუმებიც. რესტორნები და კაფეები, რომლებიც სეზონზე რუსი ტურისტებით გადავსებულია თურმე, დაკეტილია. ამ გარემოში ისევ თავბრუსხვევა დამეწყო. მალევე “მარშუტკაში” ჩავჯექი და ახალი ათონისკენ გავემგზავრე. აღმოჩნდა, რომ მარტო ვზივარ მძოლთან ერთად. გზაში რადიოა ჩართული და რუსული მუსიკა მესმის, თან ზღვას გავყურებ. შავი ზღვა ძალიან ლამაზია, ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს. ვხვდები, რომ ამ მოგზაურობაში ემოციები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება: გაოცებასა და აღფრთოვანებას აუცილებლად რაღაცნაური შფოთი და შიში მოჰყვება ხოლმე. აფხაზეთში ყოფნის ბოლო დღე ოჩამჩირეში გავატარე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ სრულიად განსხვავებული აფხაზეთი აღმოვაჩინე. 1992-1993 წლების ომამდე, მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. დღეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და სევდიანი ქალაქია აფხაზეთის სანაპიროზე. ღამე ჩემი მეგობრის ოჯახში დავრჩი. დიანას დედა ქართველია. მას აფხაზური პასპორტი აქვს. დიანა 26 წლის არის და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს. ყველა იმ ენაზე უნდა ელაპარაკოს ხალხს, რომლებსაც ინტერნეტით სწავლობს. ინგლისურის გარდა, მას კომუნიკაცია თურქულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეუძლია. “ყველაზე მეტად მინდა პასპორტი ავიღო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დავიწყო,” მეუბნება დიანა. თუმცა, მემგონი ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა მისთვის. დიანა აფხაზების იმ 30%-შია, რომლებმაც რუსული პასპორტების აღება ვერ მოასწრეს. აფხაზური პასპორტით მოგზაურობა კი თითქმის შეუძლებელია, რადგან მის დამოუკიდებლობას მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღიარებს. უცხო ენების პრაქტიკას სამსახურში უცხოელებთან გადის. დიანა ტურისტულ გიდად მუშაობს სოხუმში. გამოწვევების მიუხედავად, მას სჯერა, რომ ერთ დღესაც აფხაზეთი ნამდვილად იქნება ძლიერი და მოგზაურობასაც შეძლებს. “ჩვენ პატარა და ლამაზი ქვეყანა ვართ, ძალიან ვცდილობთ ჩვენი უნიკალური კულტურა, ენა და ისტორია შევინარჩუნოთ. მინდა მსოფლიომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს. ხალხმაც მეტი გაიგოს ჩვენზე და უკეთ გაგვიცნოს.” ამ გოგომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი სიამაყის განცდა როცა აფხაზეთის მემკვიდრეობაზე მელაპარაკებოდა. კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე, რა გავლენა აქვს იძულებით იზოლაციას ადამიანის ცხოვრებაზე. მეორე დღეს, სანამ გრძელი გზით ისევ თბილისში დავბრუნდებოდი, ვიგრძენი, რომ ჩემი მოგზაურობა აფხაზეთში დასრულებული არ იყო. იანვარში იქ ჩასვლამ იზოლაცია მთელი სიმძაფრით მაგრძნობინა. ეს ალბათ, ჩემს ფოტოებშიც აისახა. როცა მათ ახლოდან ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი უფრო ცარიელი და ნაცრისფერია, ვიდრე ჩემი სხვა ნამუშევრები. მე მაინც ხალხით გადატვირთულ ადგილებში ცხოვრებას ვარ მიჩვეული და ეს სიცარიელის შეგრძნება ძალიან ახალი იყო ჩემთვის. ფოტოების გადაღებაც ერთგვარი ფორმაა აფხაზეთის გასაცნობად. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს აღმოსაჩენი. აფხაზეთის კულტურის, რიტუალებისა და ტრადიციების შესწავლას დრო დასჭირდება. იქ ყოფნის შემდეგ, თითქოს უკეთ გავიგე რას ნიშნავს იზოლაცია და მარტოობა. რამდენიმე კვირაში, ვირუსის პრევენციის მიზნით, მთელი რეგიონი ჩაიკეტა. ორ თვეზე მეტი აფხაზები და ქართველები თვითიზოლაციაში იყვნენ ისევე როგორც, მთელი დანარჩენი მსოფლიო. გულწრფელად რომ ვთქვა, მარტოობას და იზოლაციას სულაც არ განვიცდი, ვიცი, რომ დროებითია და ადრე თუ გვიან ისევ დავუბრუნდები დატვირთულ და ხმაურიან დღის რეჟიმს. ალბათ, სულ სხვანაირი განცდაა, როცა არ იცი როდის სრულდება იზოლაცია. დღევანდელი სიტუაცია ემპათიისკენ გვიბიძგებს. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე გვაფიქრებს, ვისთვისაც იზოლაცია ყოველდღიურობაა. წყარო: CHAI KHANA ავტორი: მარი ოდინეტი#აფხაზეთი #სოხუმი #გაგრა #ოკუპაცია #sokhumidaily
On.ge
Tbilisi · 2 months ago
მაღაზიებს ვკეტავთ, თანამშრომლები 10 კმ-ს ფეხით დადიან — ზოომარტი
მაღაზიებს ვკეტავთ, თანამშრომლები 10 კმ-ს ფეხით დადიან — ზოომარტი
მაღაზიებს ვკეტავთ, თანამშრომლები 10 კმ-ს ფეხით დადიან — ზოომარტი
მაღაზიებს ვკეტავთ, თანამშრომლები 10 კმ-ს ფეხით დადიან — ზოომარტი
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
ჯოშუა კუცერა: „ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს ქართული ოპოზიციის გარდა, სერიოზულად არავინ აღიქვავს
ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს, რომელთაც საქართველოს ოპოზიციის გარდა, მთელი სერიოზულობით არავინ აღიქვამს, კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისმა შეწყვიტა კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან, - ამის შესახებ eurasianet-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა სტატიაში „ამერიკელი კანონმდებლები რუსეთთან საქართველოს მთავრობის კავშირების გამოძიებას ითხოვენ“ წერს. მისი თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟის დავა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ვერ შეასრულა მის წინაშე დაყენებული მკაცრი მოთხოვნები, საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა, რასაც კომპანიის მხარდამჭერი კონგრესმენების მხრიდან მოჰყვა თბილისის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში. „15 მაისს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის სახელზე გაგზავნილ წერილში ოთხმა სენატორმა (მათ შორის სენატორი ტედ კრუზი) მოითხოვა „ამერიკის წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილ მოწინააღმდეგეებსა და მტრებთან საქართველოს კავშირების გამოძიება, რადგან ეს კავშირები ძირს უთხრის ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნესინტერესებს“. კერძოდ, წერილის თანახმად, [საქართველოს] მთავრობას ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არასათანადო სიმკაცრით გატარებაში, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს - რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებში“, - წერს ჯოშუა კუცერა. მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან ივანიშვილზე გავლენასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელთა უტყუარობაში საქართველოს მთავრობის მოწინააღმდეგეებს ეჭვი არ ეპარებათ, დაუსაბუთებელია და, როგორც წესი, უარყოფილი თბილისთან ურთიერთობებში ჩართული დიპლომატების მიერ. ჟურნალისტის განცხადებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ ხელმძღვანელობდა, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც ქვეყნის სათავეში 2012 წელს მოვიდა, არ გამოირჩევა აშკარად ანტირუსული განწყობით. „მეორე მხრივ, საკმარისია ვახსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ქვეყნის სათავეში ყოფნის პერიოდში გააძლიერა საქართველოს კავშირები ამერიკასთან - გაფართოვდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციაში ოფიციალურად აისახა საქართველოს მისწრაფებები ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის მარიონეტობის შეთქმულების თეორიებმა კვლავ წამოყო თავი ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც თბილისმა გადაწყვიტა, სარჩელი შეეტანა ენერგეტიკული კომპანიის Frontera Resources წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს (სათავო ოფისით ტეხასში). დეკემბერში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა „ფრონტერას“ წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. აპრილში მთავრობამ განაცხადა, რომ არბიტრაჟით დავა მის სასარგებლოდ გადაწყდა და გაწყვიტა კონტრაქტი „ფრონტერასთან“, მიუხედავად იმისა, რომ „ფრონტერამ“ მაინც გაასაჩივრა არბიტრაჟის გადაწყვეტილების მთავრობისეული ინტერპრეტაცია. ამ პერიოდის განმავლობაში „ფრონტერა“ თვეობით არ უხდიდა გასამრჯელოს თავის თანამშრომლებს. პასუხად, „ფრონტერამ“ და მისმა მხარდამჭერმა კონგრესმენებმა დაადანაშაულეს თბილისი კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებაში უბრალოდ იმიტომ, რომ „ფრონტერა“ ამერიკული ფირმაა. იანვარში პიტ ოლსონმა (წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ტეხასის შტატიდან) ივანიშვილს ,,რუსეთის მარიონეტი" უწოდა და ცნობილი სატელევიზიო სერიალის (Sesame Street) ერთ-ერთ პერსონაჟს (Oscar the Grouch) შეადარა, რადგან „ორივე მარიონეტია და ორივე ნაგავს ახვავებს საკუთარ სახლში“. ამისთვის „ფრონტერამ“ გულუხვად დააფინანსა ოლსონის კამპანია, რის გამოც საინფორმაციო ვებგვერდმა Texas Monthly ოლსონი იმავე სერიალის კიდევ ერთ პერსონაჟს (Big Bird) შეადარა, რადგან „ორივემ იცის, ვის უნდა უკმიოს გუნდრუკი“. ხსენებული წერილის ოთხი ავტორიდან სამმა ასევე მიიღო კამპანიის დაფინანსება „ფრონტერასგან“. წერილს, რომელშიც ასახულია უპრეცედენტო სიმძიმის გეოპოლიტიკური ბრალდებები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, წონას ჰმატებს მის ხელმომწერთა შორის 2016 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის, ტედ კრუზის ყოფნა, ასევე ამ პროცესში პომპეოს და მნუჩინის ჩართვის მცდელობა. წერილის ავტორები ცდილობენ, ერთმანეთს დაუკავშირონ საქართველოში მიმდინარე სხვა მოვლენებიც - მაგალითად, შარშან გაუქმებული ხელშეკრულება ანაკლიის მასშტაბური შავიზღვისპირა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყველაზე მძიმე ბრალდებები მაინც რუსეთს ეხება. წერილის ავტორები მოუწოდებენ ადმინისტრაციას, წარუდგინოს კონგრესს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენადაა „ჩართული „ქართული ოცნება“ ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესის გაძევების მცდელობებში“, ჯერ არ არის ცნობილი, მოახდენენ თუ არა პომპეო და მნუჩინი ამ მოწოდებაზე რეაგირებას. პირველ რიგში, ბრალდებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა. მეორე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ყოველთვის ცდილობს, გამოვიდეს სამართლიანი შუამავლის როლში საქართველოს უკიდურესად გათიშულ შიდა პოლიტიკაში, ხოლო ამ მხრივ კითხვების დასმა და ჩაძიება ხსენებულ როლს კითხვის ქვეშ დააყენებს - შესაბამისად, ამის ალბათობა ამერიკის სტანდარტებით მცირე კომპანიის გამო ძალიან დაბალია“,- წერს ჯოშუა კუცერა. #news #ფრონტერა #ჯოშუაკუცერა #tbilisidaily #dailynews
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სანამ ჩვენ ვრჩებით შინ, ისინი რჩებიან გარეთ
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უხილავ მტერს, კორონავირუსს ებრძვის, საზოგადოების ნაწილმა ბრძოლა არარსებულ მტერს - შინაურ ცხოველებს გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსით ცხოველის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გახშირდა მიუსაფარი ცხოველების სასტიკად მოპყრობისა და შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები. ადამიანთა გარკვეული ნაწილი პანიკამ მოიცვა, ისინი უარს ამბობენ ოთხფეხა მეგობრებზე, წყვეტენ მათზე ზრუნვას, ყრიან სახლიდან, აგდებენ ქუჩაში და ამით ისხნიან ყოველგვარ მზრუნველობით თუ სოციალურ პასუხიმსგებლობას. სპეციალისტებისა და ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, საგრძნობლად გაიზარდა ძაღლებისა და კატების თავშესაფრებში ჩაბარების მსურველთა რიცხვიც - ადამიანთა ნაწილი მიზეზად კორონავირუსის გავრცელებით პროვოცირებულ შიშს ასახელებს, მეორე ნაწილი კი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ უსახსრობასა და შინაური ცხოველის შენახვის უუნარობას. ჩნდება კითხვა, რატომ შეიქნა მსგავსი აჟიოტაჟი, თუკი ცხოველების გზით დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს? უპირველეს ყოვლისა, ეს ყალბი, გადაუმოწმებელი და არასრული ინფორმაციის გავრცელდებას უკავშირდება. მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშე დგას, ადამიანების ემოციური წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ამ ვითარებაში კი სიცრუისა და ცრურწმენების გავრცელებისთვის ერთგვარად სასათბურე პირობებიც იქმნება - შიშის დომინანტობის დროს ადამიანების დიდი ნაწილი კარგავს რაციონალური განსჯის უნარს, ყვება პანიკას და მარტივად იჯერებს ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას. ცხოველებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დამახინჯდა რეალობა, რამაც გავლენა მოახდინა ცალკეული ინდივიდების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია ჰონკ-კონგში ძაღლის, ბელგიაში კატისა და ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკის ვეფხვის დაინფიცირების შესახებ. საგულისხმოა, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული ფაქტი საბოლოოდ გამოკვლეული და დადასტურებული არ არის. არსებობს ჰიპოთეზები, მიმდინარეობს კვლევები, თუმცა დღემდე არ არსებობს არანაირი მეცნიერული დასკვნა იმის შესახებ, რომ ეს ცხოველები ნამდვილად დაავადდნენ კორონავირუსით. მიუხედავად ამისა, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა აღნიშნული შემთხვევები უკვე დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინეს. საგულისხმოა, რომ შესაძლოა კორონავირუსი ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის სხეულის ზედაპირზე აღმოჩნდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მათ მიერ ვირუსის მატერებლობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კოვიდ 19 სხვადასხვა ზედაპირზე რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ცოცხლობს, ამ მხრივ გამონაკლისი კი არც ცხოველები არიან. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ძაღლები ვირუსის გავრცელებისთვის იგივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც კარის სახელურები ან ჩვენივე მობილური ტელეფონები, თუკი არ დავიცვათ რეკომენდაციებს. რაც შეეხება ჰიგიენას, პანდემიის პირობებში პრობლემები წარმოიშვა ცხოველთა მოვლა-დეზინფექციის კუთხითაც. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცხოველებს ამუშავებს ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებებითა და ძლიერი ქიმიკატებით, რაც რეალურად აზიანებს მათ ბალანსა და კანს, საფრთხეს უქმნის ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. უფლებადამცველი ორგანიზაციები და ვეტერინარები მოგვიწოდებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დეზინფექციის მიზნით არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რომლითაც თავად ვიცავთ თავს - უარი ვთქვათ სპირტის შემცველ სითხეებზე და გამოვიყენოთ ქლორჰექსიდინის 1%-იანი ხსნარი, რომელიც უსაფრთხოა და არ შეიცავს ცხოველის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ყოფა განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი - შეიზღუდა ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ამასთანავე დაიხურა საკვები ობიექტები და კაფე-რესტორნები, რამაც მიუსაფარი ცხოველები საკვების გარეშე დატოვა. გარდა ამისა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გაცილებით სწრაფად იცლება ნაგვის ბუნკერებიც, რომელთა მეშვეობითაც ძაღლები და კატები ნაწილობრივ მაინც ახერხებდნენ გამოკვებას. დამძიმდა ტრასებსა და გზებზე მყოფი ცხოველების ყოფაც, რომლებიც ძირითადად, გამვლელებისა და საკვები ობიექტების თანამშრომლების მიერ პურდებოდნენ. მიუხედავად შექმნილი კრიტიკული ვითარებისა, მაინც მოიძებნენ ადამიანები, რომლებთაც უყვართ ცხოველები და გული შესტკივათ მათზე. სწორედ პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებისთვის ფეისბუქში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სახელად - „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“, რომლის მიზანსაც პანდემიის პერიოდში მიუსაფარი ცხოველების გამოკვება და მათ ფიზიკურ გადარჩანაზე ზრუნვა წარმოადგენს. გაიხსნა სპეციალური ანგარიშიც. შემოსული თანხით ჯგუფის აქტივისტები ცხოველებისთვის ყიდულობენ საკვებს, რომელსაც შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ანაწილებენ. ნებისმიერი პირი, რომელიც უვლის და პატრონობს შინაურ ბინადარს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ოთხფეხა მეგობრის ყოლა გულისხმობს მისთვის ყურადღების, მზრუნველობისა თუ სიყვარულის გაზიარებას და არა სასტიკ, არაჰუმანურ მოპყრობას. თუკი ვამბობთ, რომ „ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია“, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეგობრობა პირველ რიგში სწორედ პასუხისმგებლობას, ზრუნვასა და ერთმანეთის დაცვას, ჭირში ერთად ყოფნას გულისხმობს, მათ შორის ისეთ გლობალურ ჭირშიც კი, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა.#ცხოველები #კორონავირუსი #tbilisidaily