ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში – ანდრია ჯაღმაიძე

0
მორწმუნემ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებიდან და ჯანდაცვის მესვეურთაგან მოდის. ეს ხალხი ნდობას იმსახურებს იმიტომ, რომ მათი მუშაობა ეფექტურია და შეგვიძლია, ვენდოთ მას, -ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. „ჩვენ სააღდგომოდ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შევძლებთ მსახურება სრულფასოვნად, მრევლთან ერთად აღესრულოს და ამავდროულად არ დაირღვეს კომენდანტის საათი. მორწმუნემ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებიდან და ჯანდაცვის მესვეურთაგან მოდის. ეს ხალხი ნდობას იმსახურებს იმიტომ, რომ მათი მუშაობა ეფექტურია და შეგვიძლია, ვენდოთ მას. ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება. უნდა შევხედოთ, რა ვითარება იქნება იმ დროისათვის. ჩვენ ხელისუფლებასთან ამაზე აუცილებლად გვექნება საუბარი – რა შეიძლება, შევთავაზოთ ხელისუფლებას და რას შეიძლება, ველოდოთ მათგან სიტუაციის მიხედვით“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
0