ზაზა გაბუნია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კრიტიკით მიმართავს

0
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ხელისუფლების კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ „სავალალო და სამწუხარო სანახავია პოლიტიკას და ოპოზიციონერის სტატუსს შეფარებული ზოგიერთი უსაქმური, რომელმაც ახლა, ამ დროს საბრძოლო ფრონტი გახსნა მთავრობის და ხელისუფლების წინააღმდეგ, ქედმაღლურად გასცემენ სრულიად უსარგებლო დირექტივებს და არ ერიდებიან ცილისმწამებლურ განცხადებებს. "კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების მიზნით ქვეყნის ხელისუფლება, ქართული ოცნების გუნდი ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგებისთვის მუშაობს და უმნიშვნელოვანესი შედეგები სახეზეა, როგორც ჯანდაცვის სტრატეგიის, ისე ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკის, მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით.
#politics
#news
#opinion
#სიახლე
#covid19
#coronavirus
#ოპოზიცია
#კორონავირუსი
#პოლიტიკა
0