ამერიკელი სენატორი ჯანმოს დირექტორის გადადგომას ითხოვს

0
არიზონის შტატის რესპუბლიკელი სენატორი, მართა მაქსალი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის გადადგომას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. მისი განცხადებით, ჯანმოს გენერალური დირექტორი ხელს უწყობდა იმას, რომ ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების შესახებ რეალური მონაცემები დაემალა. „არასდროს ვენდობოდი კომუნისტებს. ისინი მალავდნენ ვირუსს, რის გამოც აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმომ უნდა შეწყვიტოს ჩინეთისთვის ხელის დაფარება. ტედროს ადანომ გებრეისუსი უნდა გადადგეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად რაღაც უნდა ვიღონოთ. მათი საქციელი უპასუხისმგებლო და უსინდისოა, ვინაიდან მთელ მსოფლიოში ათობით ათასი ადამიანი იხოცება“, - განაცხადა სენატორმა.
#foxnews
#who
#covid19
#stopcovid19
0