ნუ მიხვალთ ეკლესიაში, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია - პაატა იმნაძე

0
ეკლესიის კარგი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მან მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. იმნაძის შეფასებით, სახლში დარჩენით დავიცავთ როგორც ერთმანეთს, ასევე ეკლესიასა და მღვდელმთავრებსაც. , , ნუ მიხვალთ ეკლესიაში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა და რჩევა იყოს საფრთხის ადექვატური. ამავე დროს მინდა კარგად გავითავისოთ ყველამ, რომ ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით ყველა, იმის დაცვა ან არ დაცვა ჩნდება დღეს. დღეს ჩვენ რა რჩევებსაც ვიძლევით და რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ. ჩვენ ყოველთვის დროს უნდა ვუსწრებდეთ წინ ჩვენი აკრძალვებით თუ რჩევებით. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით, " განაცხადა პაატა იმნაძემ.
#ეკლესია
#კორონავირუსი
#პაატაიმნაძე
#tbilisidaily
y
0