პაატა იმნაძე - ეკლესიაში ნუ წახვალთ, სახლში ილოცეთ

ByM.m.m.Georgia
0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მიმართა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სახლიდან არ გავიდნენ და ეკლესიის ნაცვლად, სახლებში ილოცონ. იმნაძის თქმით, ამით ადამიანები როგორც საკუთარ თავს, ისე მღვდლებს დაიცავენ. "მრევლს მინდა მივმართო, მორწმუნე ქრისტიანებს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი მღვდელმსახურები. ეკლესიაში არმისვლით და სახლში დარჩენით. ეკლესიაში ნუ მიხვალთ, სახლში ილოცეთ. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ მამაოები იქნებიან და ისინი ჩვენთვის ილოცებენ, ხოლო ჩვენ საქართველოსთვის და ეკლესიისთვის სახლში ვილოცებთ", - განაცხადა იმნაძემ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#იმნაძე
#ეკლესია
#საქართველო
#coronavirus
#pandemic
#imnadze
#georgia
ByM.m.m.Georgia
0