მარნეულში 55 წლის ქალს კორონოვირუსი დაუდასტურდა

0
მარნეულში, ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში 55 წლის ქალს კორონოვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ჯეო-ჰოსპიტალს"-ის კლინიკურმა დირექტორმა თათა შენგელიამ რადიო "მარნეული"-ისთან საუბრის დროს გამოაცხადა . ინფორმაციის თანახმად , 4-5 აპრილს კლინიკაში კორონოვირუსის სიმპტომებით 6 პაციენტი შემოიყვანეს. მათი ანალიზების პასუხი დღეს მივიღეთ. " მარნეულის რაიონიდან ერთ მოქალაქეს - 55 წლის ქალს კორონოვირუსი დაუდასტურდა. ის უკვე წაიყვანეს თბილისში. დანარჩენი პაციენტების პასუხები უარყოფითი იყო"- აცხადებს თათა შენგელია შეგახსენებთ, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა. 31 მარტიდან კი მთელ საქართველოში გამოაცხადდა კომენდანტის საათი და გამკაცრებული წესები.
#მარნეული
#კორონავირუსი
#marneulidaily
0