კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140807 worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში დღითი დღე იკლებს კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა. თუკი 3 აპრილს, მსოფლიოში კორონავირუსის 101 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 აპრილს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 71 418 შეადგინა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ანუ პირველი აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით, გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 5 აპრილს და მან 4737 ადამიანი შეადგინა. თითქმის 1000 გარდაცვლილით ნაკლები, ვიდრე 4 აპრილს. რაც შეეხება ამერიკას, ესპანეთსა და იტალიას, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით 208 ქვეყნისა და ტერიტორიისგან შემდგარ სიას სათავეში უდგანან, ბოლო დღეების განმავლობაში, სამივე ქვეყანაში მკვეთრადაა შემცირებული ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები. 6 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 288 319 ადამიანი. გარდაცვლილია 70 567. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 272 024-ს მიაღწია. "რადიო თავისუფლება"
0