იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილმა მომსახურება განაახლა

0
იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილმა მომსახურება განაახლა, ნაწილი კი ელექტრონულ მომსახურებას კვირის ბოლომდე დაიწყებს. ამის შესახებ მთავრობის ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეიდან მუშაობას ანახლებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც გამოსახლების პროცედურის გარდა მოქალაქეებს ყველა მომსახურებას დისტანციურად, ელ-ფოსტის საშუალებით მიაწვდის. ასევე, განახლდა ნოტარიუსთა მომსახურება. თეა წულუკიანმა თქვა, რომ თბილისში, მოქალაქეები სანოტარო მომსახურების მიღებას შეძლებენ უზნაძის
#2
ნომერში მდებარე ქორწინების სახლში, ეროვნული არქივის შენობაში, საბურთალოზე და ქორწინების სახლში, რომელიც იუსტიციის სახლშია განთავსებული. თითო ნოტარიუსის ბიურო მუშაობას ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. "ჩვენ იმისდა მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად და ზედმიწევნით დაცვას, ამის მიხედვით, გაიცემა სამინისტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გაჩნდეს საქართველოში სანოტარო ბიუროების სახით", — განაცხადა თეა წულუკიანმა. წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ხვალიდან მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაახლებს ეროვნული არქივი, ხოლო ოთხშაბათიდან სამოქალაქო და საჯარო რეესტრი. მინისტრის განმარტებით იგეგმება, რომ კვირის ბოლომდე საჯარო სერვისების გაცემა მთლიანად დისტანციური რეჟიმით განახლდეს.
#იუსტიცია
#აღდგენილისერვისები
#თეაწულუკიანი
#tbilisidaily
0