მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ

0
ბორის ჯონსონს სიძლიერესა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმედი მაქვს, საავადმყოფოს მალე დატოვებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სწრაფი გამოჯანრთელება უსურვა საფრანგეთის პრეზედენტმა ემანუელ მაკრონმაც. „ჩემი მხარდაჭერა ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ დროს. ვუსურვებ მას, მალე გადალახოს ეს გამოცდა“, – წერს მაკრონი „ტვიტერში“. მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც. „ჩემი ფიქრები ბორის ჯონსონსა და მის ოჯახთან არის. მე მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, “- წერს კონტე. ბორის ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეც. „ჰოლანდიის მინისტრთა კაბინეტის სახელით ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ პერიოდში სიძლიერეს ვუსურვებ. იმედი მაქვს, მალე მექნება მასთან საუბრის შესაძლებლობა, “- წერს რუტე „ტვიტერში“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს „სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს“ კანადელი კოლეგა ჯასტინ ტრუდო. საავადმყოფოში მყოფ ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი. „გამძლეობას გისურვებ, იმედი მაქვს მალე სრულიად გამოჯანმრთელებული დატოვებ საავადმყოფის, “- აღნიშნულია მოდის „ტვიტერის“ პოსტში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვან დერ ლეიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელიც. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
#news
#opinion
#politics
#health
#coronavirus
#corona
#covid19
#covid
#სიახლე
#სიახლეები
#პოლიტიკა
#ჯანმრთელობა
#კორონავირუსი
#კორონა
#კოვიდ19
0