კორონავირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, სადაც ბოლო დღეებია ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს

0
მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 მსოფ­ლი­ოს 209 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 347 473 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რის, 285 090 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 74 779 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა აშშ-ში, ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ირან­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და თურ­ქეთ­ში, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ჩა­მოთ­ვლილ ქვე­ყა­ნა­ში უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბის დი­ნა­მი­კა, რაც ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს აფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ ვირუ­სის პიკ­მა გა­და­ი­ა­რა. მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნეთ­ში ბოლო ხუთი დღეა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს. აქ ბოლო ხუთი დღის სტა­ტის­ტი­კა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 2 აპ­რი­ლი - 7 947 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 3 აპ­რი­ლი - 7 134 ახა­ლი შემ­თხვე­ვა 4 აპ­რი­ლი - 6 969 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 5 აპ­რი­ლი - 5 478 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 6 აპ­რი­ლი - 5 029 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. ბოლო სამი დღეა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს იტა­ლი­ა­შიც. იტა­ლი­ის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია: 4 აპ­რი­ლი - 4 805 ახა­ლი შემ­თხვე­ვა 5 აპ­რი­ლი - 4 316 ახა­ლი შემ­თხვე­ვა 6 აპ­რი­ლი - 3 599 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
#კორონავირუსი
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
Spain
Italy
France
0