კომენდატის საათის დროს ქუთაისში ქურდობა მოხდა

0
ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს, ასათიანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის წინ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. ფაქტი თანამშრომლებმა დილით აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ვიდეოკამერების ჩანაწერები შეამოწმეს. როგორც კადრებზე ჩანს, აპარატი რამენიმე პირმა ხელის ურიკით წაიღო. top.news.com.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის ოთხ საათზე მოხდა.
#ქურდობა
#აპარატი
#კორონავირუსი
#kutaisidaily
0