UFC-ს მებრძოლმა სახლში შეპარულ მძარცველს სცემა

ByM.m.m.Georgia
0
UFC-ის ამერიკელი მებრძოლი, ენტონი სმიტი, მის სახლში შეპარულ მძარცველს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული ფაქტი გასულ კვირას მოხდა ქალაქ ომაჰაში მოხდა. სპორტსმენის სახლში მძარცველი ღამით შეიპარა. პოლიციის მოლოდინში სმიტი მას დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სცემდა და ეჭიდავებოდა. ადგილზე მოსულმა სამართალდამცავებმა ის უმალვე დააკავეს. "ცოლმა გამაღვიძა და მითხრა, რომ სახლში უცხო მამაკაცია. მე მხოლოდ ჩემი ოჯახის დაცვა მსურდა. ჩემმა მეუღლემ ბავშვები შეკრიბა, საძინებელში წაიყანა და კარი დაკეტა. ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული ბრძოლა იყო, რადგან ამ არ ვიცოდი, ცოცხალი გადავრჩებოდი თუ არა. არც ის ვიცოდი, ჰქონდა თუ არა მას იარაღი. მან ყველა დარტყმა აიტანა, თუმცა ბრძოლას მაინც არ წყვეტდა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა", - თქვა სმიტმა. შეგახსენებთ, ენტონი სმიტი ოქტაგონზე 46-ჯერ გამოვიდა. მის ანგარიშზეა 32 მოგება და 14 მარცხი.
#UFC
#სპორტი
#ენტონისმიტი
#ძარცვა
#დანაშაული
#პოლიცია
#აშშ
#სიახლე
#sport
#crime
#police
#usa
#news
ByM.m.m.Georgia
0