პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი - დავით ზალკალიანი

0
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას უაღრესად პოზიტიური შეფასებები აქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან. , , პრემიერ-მინისტრმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში. უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა, კოორდინირებული იყოს, რადგანაც პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, " - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებსაც, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტის ჩატარების ზუსტი დრო უცნობია, საქართველო უკვე ემზადება, რომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. , , აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციაციის პრინციპის - „მეტი მეტისთვის“ კიდევ უფრო აქტიურად გამოყენება. ამ სიტუაციაში ჭირს საუბარი, როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტი. როგორც ცნობილია, სამიტი ივნისშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ სიტუაციაზე, რაც უახლოეს პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით განვითარდება. მიუხედავად თარიღისა, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი, " - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
#დავითზალკალიანი
#ევროპა
#ევროკავშირი
#ოკუპირებული
#ტერიტორია
#პარტნიორობა
#მთავრობა
#tbilisidaily
0