6 votes
0 comments
1 shares
Save
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
854 views
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 86 წლის იყო.

“დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით გარდაცვალების რიგით მე-3 შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. 2 კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და გადარჩენა ვერ მოხერხდა”, - განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

#კორონავირუსი #გარდაცვლილი #ინფიცირებული #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Kutaisi · 3 months ago
ქუთაისის ცხელების ცენტრიდან გაწერილ პაციენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა
ქუთაისის ცხელების ცენტრს მეორად მიმართა მამაკაცმა, რომელმაც ეს კლინიკა რამდემი დღის წინ დატოვა. მას ამჯერად კორონავირუსი დაუდგინა. პირველ ჯერზე კი პაციენტის კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონია, რის გამოც ტესტი არ ჩაუტარეს. "პირველად როცა იყო მოსული, ჩივილები არ ჰქონია. ჩვენ მიერ გაშვებული იქნა კონკრეტული მითითებებით და თვითიზოლაციაში ყოფნისკენ მოვუწოდეთ",- ამბობს ცხელების ცენტრის მთავარი ექიმი. პიროვნება ამის შემდეგ ბაღდათში წავიდა და იქედან დაბრუნებული თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც კლინიკას კვლავ მიმართა და ამჯერად მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს. შედეგი დადებითია. მისი ბაღდათის კონტაქტები დადგენილია, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ ბაღდათი კორონავირუსის გავრცელების ახალ წყაროდ იქცეს. #კორონავირუსი #ცხელებისცენტრი #kutaisideily
Headline
Tbilisi · 3 months ago
ებოლა კონგოში
ბენი, კონგო - ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა აღმოსავლეთ კონგოში, სულ რაღაც სამი დღით ადრე, ვიდრე ქვეყანა ელოდება ეპიდემიის დასრულებას, ამის შესახებ განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. ახალი შემთხვევა დადასტურდა ბენიში, საზოგადოებაში, რომელიც ისტორიაში მეორე ყველაზე მომაკვდინებელი ემბოლას ეპიცენტრი იყო. ”ჩვენ ვემზადებოდით და ველოდებით უფრო მეტ შემთხვევებს,” - თქვა WHO ხელმძღვანელმა. Ebola- ს ვირუსის შედეგად დაიღუპა 2,260-ზე მეტი სიცოცხლე - დასავლეთ აფრიკაში 2014-2016 წლებში.#Comgo #ebola #headline #კონგო #ებოლ
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 months ago
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოფოში 1 პაციენტი მიიყვანეს
ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოფოში კარანტინიდან კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამჟამად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოფოში ვირუსს 24 ადამიანი ებრძვის, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა. #კორონავირუსი #ქუთაისისინფექციურისაავადმყოფო #kutaisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლევან რატიანი
რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის კრიტიკული. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განცხადა. მისი თქმით, კლინიკა დატოვა 24 კვირის ორსულმა, ხოლო მეორე ფეხმძიმის მდგომარეობა სტაბილურია. რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული სამი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია. „რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობა მძიმეა, ხოლო სამი კრიტიკული რჩება. ასევე მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩვენგან 24 კვირის ორსული ქალბატონი გაეწერა. მეორე, 9 კვირის ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი 14 დღის გავლას ელოდება, რომ პროტოკოლის მიხედვით, ტესტირება ჩაუტარდეს. ასევე, იცით, რომ კლინიკაში გვყავს სამი მოზარდი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“,- განაცხადა რატიანმა.#კორონავირუსი #პაციენტები #ლევანრატიანი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
აპრილის ბოლო კვირები და მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის განხადებით, საქართველოში აპრილის ბოლო კვირები და მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და რთული. მისი თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ქვეყანაში გაიზრდება. ,,ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება, ჯერჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის 22-23 რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული. შემთხვევების ზრდა დიდი ალბათობით გვექნება, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ეს არის სოციალური დისტანცირება, სხვა ამას ვერაფერი აჩერებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.#პანდემია #კორონავირუსი #ამირანგამყრელიძე #პიკი #tbilisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 3 months ago
ბაღდათში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბარათის სოფელ შუბანშის 33 წლის მკვიდრს კორონავირუსსი დაუდგინდა. მამაკაცს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ის გარკვეული დროით ქობულეთში მუშაობდა და სავარაუდოდ, წყარო ე.წ. "ქობულეთის კლასტერია". სოფელში თვითიზოლაციას 16 პირი , ორი კი კარანტინში გადაიყვანეს შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოფოში კორონავირუსზე 17 პირი მკურნალობს. მათ შორის არიან ხანდაზმული ქალბატონი და მისი 5 წლის შვილიშვილი, რომლებიც აქ ქობულეთიდან გადმოიყვანეს. #ბაღდათი #კორონავირუსი #kutaisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, გამოჯანმრთელდა
თსსუ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და ის სახლში გაეწერებ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტს დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა. მისი გადარჩენა და გამოჯანმრთელება ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებაა. „ამ ეტაპზე კლნიკაში 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იწვა, ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. ყველას მინდა განვუმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ფიქსირდება. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს ქალბატონი, მას შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია, აღნიშნულ პაციენტს ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინაიდან ძალიან უჭირდა სუნთქვა, იყო ძილიანი. მინდა გითრათ, რომ ეს ქალბატონი ბინაზე ეწერება. ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ის კოვიდრუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გუნდში არიან და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ. არსებობს რაღაც შკალები, ასეთი შკალების შეფასებით ასეთი შემთხვევა 97% -ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა. ეს პაციენტი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა და ამის შემდეგ გაარძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა“, - განაცხადა რატიანმა.#კორონავირუსი #თსსუკლინიკა #ლევანრატიანი #გამოჯანმრთელებული #tbilisidaily
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
მეორე გარდაცვლილი კორონა ვირუსით საქართველოში!
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია. "ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილი იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 რიცხვში მისი მდგომაროება თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამზნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე იმფაქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მკურნალობა მიდიოდა პროტოკოლისა და გაიდლაინების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი",-განაცხადა რატიანმა. ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილი მეორე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მკურნალობა გაიდლაინების მიხედვით მიმდიანრეობდა, თუმცა დაფიქსირდა ბილოგიური სიკვდილი. „ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტია , კოვიდ ინფიცირებული გვყავდა 41, რეანიმაციაში გვყავდა 5 პაციენტი, 4 აპარატზე. გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური, ქალბატონი რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტლისგან, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნოლი, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიომის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური , მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“-განაცხადა ლევან რატიანმა.
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 months ago
ხვალიდან ქუთაისის დატოვება იკრძალება - საკარანტინე შეზღუდვები გამკაცრდა
მთავრობამ კარანტინი ათ მაისამდე გაახანგრძლივა და შეზღუდვები გაამკაცრა. ხვალიდან შესვლა-გამოსვლა იკრძალება საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში. ესენია - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. შემდეგი ათი დღე დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით ქალაქგარეთ გასვლა. ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილება ნებადართულია. ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრითინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა: "რა თქმა უნდა, აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს, 144", — განაცხადა მან.#გახარია #კარანტინი #kutaisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თსსუ- ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო. პაციენტი სუნთქვის მწავევე უკმარისობით შემოიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. ,,ჩვენთან აპარატურულ სუნთქვაზე იყო უკვე კარგა ხანია. ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 აპარატზეა. სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ასეთი სახის გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს. ძალიან ბერვი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, თუმცა შედეგი ვერ დადგა კარგი. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო 2 კვირის განმავლობაში“,- განაცახადა ტურძელაძემ.#კორონავირუსი #ინფიცირებული #გარდაცვლილი #tbilisidaily