COVID-19 პაციენტთა მკურნალობის 700-ზე მეტი ადგილის მომზადება შესაძლებელია აფხაზეთში.

0
საგანგებო მდგომარეობის დროს, 46 პირმა გაიარა გამოკვლევა კორონავირუსზე, მაგრამ არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ჯამში, აფხაზეთში სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან უზრუნველჰყონ 730-მდე საწოლი კორონავირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების განლაგების მიზნით, განაცხადა ე.წ რესპუბლიკის "ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა" თამაზ წახნაკიამ. "ჩვენ დავადგინეთ მინიმალური მოთხოვნილება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თუ სიტუაცია გაუარესდება. ახლა გუდაუთის საავადმყოფოში 70 საწოლია ინფექციის განყოფილებაში. საჭიროების შემთხვევაში, იგი გაიზრდება 350-მდე." - აღნიშნა მან. წახნაკიამ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის ე.წ აფხაზური დიასპორის მიერ აფხაზეთში სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო დახმარებისთვის დაფინანსებული თანხით შეიძინა 21 სავენტილაციო მოწყობილობა. ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
#კორონავირუსი
#ჯანდაცვა
#SokhumiDaily
0