კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის მარნეულელის ყველა კონტაქტი ცნობილია - ზაურ დარგალი

0
6 აპრილს მარნეულში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევის ყველა კონტაქტი ცნობილია. მარნეულის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ 55 წლის მარნეულელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში დაუდასტურდა, ბოლო 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „დაინფიცირებული ქალის ყველა კონტაქტი ცნობილია. მას კავშირი სულ 47 ადამიანთან ჰქონა. ქალი მარნეულის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში ცხოვრობს, აზერბაიჯანთან, და ის ხშირად მოძრაობდა აზერბაიჯანში“ - განაცხადა ზაურ დარგალმა მარნეულის მერმა აღნიშნა, რომ 6 მარტს დეზინფექცია ჩაუტარდა ინფიცირებული ქალის საცხოვრებელ სახლს.
#კორონავირუსი
#მარნეული
#MarneuliDaily
0