16 votes
1 comments
2 shares
Save
175 views
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 3 months ago

ძალიან საინტერესო სტატიაა, ხათუნა ფერაძის კედლიდან წამოვიღე❤❤❤❤

პროვოკაციული ნახატი "პეკინი 2008", ჩინელი მხატვრის Liu Yi-ს მიერ. ამ ნახატმა დიდი გამოხაურება მოიპოვა. ტილოზე გამოსახულია 4 მოთამაშე ქალი, რომლებიც თამაშობენ ჩინურ თამაშს "mahjong"-ს. ნახატი სიმბოლოებით არის სავსე და მისი იდეა მდგომარეობს შემდეგში:

ქალი ტატუთი, რომელიც ზურგით ზის, გახლავთ ჩინეთი. მის მარცხნივ მსხდომი ქალი, რომელიც ფოკუსირებულია თამაშზე - განასახიერებს იაპონიას. თავაწეული ქალი, რომელსაც პერანგი აცვია - ამერიკაა. იატაკზე პროვოკაციულად მწოლი მოთამაშე - რუსეთია. მოთამაშეებისაგან ოდნავ მოშორებით მდგომი პატარა გოგონა განასახიერებს ტაივანს.

ჩინეთის მიერ მაგიდაზე დალაგებულ ქვების მწკრივს - "აღმოსავლეთის ქარი" აქვს ორმაგი მნიშვნელობა, პირველ რიგში ის აღნიშნავს ჩინეთის "მსოფლიო ლიდერობას. და მეორე მხრივ ჩინეთის სამხედრო ძალასა და იარაღს. ერთი მხრივ, ჩინეთი კარგ პოზიციაზეა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მის ხელებს. ასევე, დამატებით, მას აქვს მაგიდის ქვეშ, სხვა ქვები დამალული.

ამერიკა მშვიდად გამოიყურება , მაგრამ ის ცდილობს ტაივანის გამომეტყველებიდან ამოიკითხოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამავე დროს, რაღაც მინიშნებას აძლევს ტაივანს.

ერთი შეხედვით, რუსეთი თამაშისადმი გულგრილია, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებით. ერთი ფეხით ფარისევლურად ეფერება ამერიკას, მაშინ როცა ჩინეთთან ჩუმად ცვლის ქვას. შესაძლოა ითქვას, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისგან იღებს სარგებელს. იაპონია სერიოზულია ... ის უყურებს მხოლოდ თავისი ქვების მწკრივს.

ტაივანი ატარებს ტრადიციულ წითელ ზედატანს, რაც სიმბოლურად აღნიშნავს, რომ ტაივანი ჩინური კულტურის და ცივილიზაციის მემკვიდრეა. ერთ ხელში მას ხილით სავსე თასი აქვს, მეორე ხელში - დანა. ჩინეთზე ყურების დროს მას სახეზე აქვს ბრაზი, სევდა, სიძულვილი. მაგრამ ამაოდ - მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს თამაშში, მას ერთი ბედი აქვს - ხილით მოემსახუროს გამარჯვებულს.

ნაცრისფერი ცა აღნიშნავს 2 ქვეყანას შორის დაძაბულობისა და მოსალოდნელ საფრთხეზე მიუთითებს. ნახატი კედელზე, ასევე სიმბოლურია: მაო ძედუნის სახე ჩიან კაი-შეკის მელოტი თავითა და სუნ იატსენის ულვაშით.

4-ვე ქალის სიშიშვლე 4-ვე ქვეყნის მდგომარეობის გამომხატველია. ჩინეთს ზედატანი არ აცვია, აცვია კაბა და საცვალი. ამერიკა წელს ქვემოთ შიშველია. რუსეთს მხოლოდ ქვედასაცვალი აცვია. იაპონია მთლიანად შიშველია.

ერთი შეხედვით, ამერიკა ყველაზე კარგ მდგომარეობაშია - ნაკლებად გაშიშვლებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და რუსეთი მეტად არიან შიშვლები, მათი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილები ჯერ კიდევ დაფარულია.

თუ ამ თამაშში დამარცხებული იხდის ტანსაცმლის ნაწილს და ჩინეთი წააგებს, მაშინ ის ისეთივე მდგომარეობაში აღმომჩნდება, როგორც რუსეთი. თუ ამერიკა წააგებს, ისიც რუსეთის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუ რუსეთი წააგებს ამ თამაშს, ის წააგებს ყველაფერს. იაპონიას უკვე დაკარგული აქვს ყველაფერი (მთლიანად შიშველია).

რუსეთი თითქოს ერთ-ერთი რიგითი მოთამაშეა...უმნიშვნელო, მაგრამ ის ქვებს ცვლის ჩინეთთან. რეალურად, თამაშგარე მდგომარებაში და თამაშის "უბრალოდ შემავსებელი" მონაწილე არის იაპონია. იაპონიას არაფერი დარჩა დასაკარგი, ერთი წაგება და დატოვებს თამაშს.

შესაძლოა, ერთი შეხედვით ამერიკა საუკეთესო პოზიციაზეა, მაგრამ რეალურად ის დიდ საფრთხეშია: თუ წააგებს, ის დაკარგავს მსოფლიო ლიდერის სტატუსს.

რუსეთი ყველაზე საშიში მოთამაშეა- ორმაგ თამაშს თამაშობს. მას არა აქვს საკუთარი თავის დამოუკიდებლად გადარჩენის შესაძლებლობა, მას კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე ქვეყანასთან, რომ გადარჩეს და განვითარდეს.

ჩინეთს აქვს ბევრი დამალული ქვა, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ასევე ჩინეთი ქვებს ცვლის რუსეთთან, მაშინ როცა ამერიკა მხოლოდ ტაივანის გამომეტყველებით ხვდება რა ქმედებები მიმდინარეობს რუსეთსა და ჩინეთს შორის. მეორე მხრივ იაპონია ისევ ფოკუსირებულია თავის ქვებზე.

ტაივანი ცივად ადევნებს თამაშს თვალს. ის ხედავს ყველაფერს - რას აკეთებენ მაგიდაზე მოთამაშეები, მას ესმის ყველაფერი რაც ხდება, მაგრამ მას არა აქვს უფლება შეუერთდეს თამაშს. მას ხმის ამოღების უფლებაც არა აქვს. ერთადერთი, რაც შეუძლია, არის ის, რომ იყოს კარგი გოგო და გამარჯვებულს მიართვას ხილი.

საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდება ჩინეთსა და ამერიკას შორის. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ნახატს: ისინი თამაშობენ არა პოკერს, არამედ ჩინურ თამაშს "mahjong"-ს...თამაშობენ ჩინური წესების თანახმად...გამარჯვების რამდენი შანსი აქვს რეალურად ამერიკას?

#goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 3 months ago
Similar Posts
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 5 months ago
ძალიან დილა მშვიდობის!!! ბოლო დროს საკუთარ თავს ვატყობ, რომ ძალიან გავფეხბურთდი და თვალიც მეპარება ხოლმე ანდრიას ბურთისკენ... აბა, სხვა რა გზა მაქვს, როდესაც ვიგონებ ჩვენს საოცარ ფეხბურთელებს, იმდენ ლამაზ თვისებას ვპოულობ მათში, რომ მეც მინდა ცხოვრებაში ერთი ლამაზი თერტმეტმეტრიანი შევაგდო ან გავიტანო))) სწორედ დღეს კი, 1915 წლის 3 თებერვალს, ჩოხატაურის სოფელ ონჭიკეთში დაიბადა „ფეხბურთის კარუზო“, როგორც მას ეძახდნენ, საქართველოში ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად აღიარებული, ბორის პაიჭაძე... ბორისმა, ფეხბურთის თამაში დაიწყო 15 წლის ასაკში, როდესაც სწავლობდა ფოთის საზღვაო ტექნიკუმში... იმ დროს, ფოთის ნევსადგურში ჩერდებოდნენ გემები ინგლისიდან და მეზღვაურები, შესვენების დროს, თამაშობდნენ ფეხბურთს ფოთის ახალგაზრდებთან... ინგლისელები მიდიოდნენ, ფოთელი ბიჭები კი ფეხბურთს მაინც თამაშობდნენ, ნაჭრებისგან შეკოწიწებული ბურთებით...ბორისიც გაიტაცა ამ ახალმა თამშმა... კარგად გამოსდიოდა და ცოტა ხანში ფოთის გუნდის თავდამსხმელი გახდა... ამ დროისთვის მან დაამთავრა ტექნიკუმი, II კლასის მექანიკოსის დიპლომით და სამსახური დაიწყო გემზე „ტენდა“, შემდეგ კი, ტანკერ „მეტალისტზე“. ერთხელაც, ინგლისში მივლინების წინ, ბორისს მოუვიდა დეპეშა ფოთიდან, რომელიც იუწყებოდა, რომ მამა მძიმედ დაავადდა... ბორისიც ინგლისის ნაცვლად, გაემგზავრა ფოთში და დახვდა სრულიად ჯანმრთელი მამა. აღმოჩნდა, რომ დეპეშა გაუგზავნა მისი საფეხბურთო გუნდის წევრმა, რადგანაც იგეგმებოდა ფოთის ნაკრების შეხვედრა ბათუმის ნაკრებთან და ბორისის გარეშე, მისი გუნდი ვერ მოიგებდა... ფოთელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშით - 2:1... ორივე გოლი შეაგდო ბორის პაიჭაძემ... და მაშინ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდა... დიდი ხნის განმავლობაში არავინ არ იცოდა, ვინ იყო ამ დეპეშის ავტორი. ის გამოტყდა მოგვიანებით. თურმე ეს დეპეშა ბორიასთვის მის თანაგუნდელ კაკო (კალისტრატე ) იმნაძეს გაუგზავნია... სპორტში წარმატებებისთვის, ფოთის ნაკრები, ბორისის თამადობით, ჩარიცხეს ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში... 1935 წელს უკვე „გასტუდენტებული“ ფოთელი ფეხბურთელები ჩავიდნენ მოსკოვში და გახდნენ საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასწავლებლების საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებულები. სხვათაშორის, მოუგეს იმ დროისთვის ყველაზე ძლიერ - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს. თურმე, ყოველი თაამშის დროს, მათ გასახდელში შემოდიოდა სერგო ორჯონიკიძე და გამარჯვების შემდეგ, ფოთელებს ველოსიპედები აჩუქა... ბატონი ბორისი იხსენებდა იმდროინდელ სასაცილო ეპიზოდს... ერთხელ ფოთის გუნდს მოუხდა თურქეთის დროშის ეგიდით თამაში, თანაც უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ... თურმე, იმ დროს თურქეთის ნამდვილი ნაკრები იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში და მოლაპარაკების მიხედვით, მოსკოვის თამაშის შემდეგ, უნდა ჩასულიყო ოდესაში, მაგრამ ვერ მოასწრო. ფოთელი ფეხბურთელები კი იქვე, სევასტოპოლში იყვნენ და მათ თხოევეს ეთამაშათ „თურქი ფეხბურთელების“ როლი... ისინი დათანმხდნენ, მაგრამ რას წარმოიდგენდნენ, რომ ოდესის სტადიონის ტრიბუნებზე იქნებოდნენ ფოთელი მეზღვაურები, რომლებიც მათ კარგად იცნობდნენ. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ტრიბუნებიდან გაისმა გაკვირვებული ფოთელების ხმები - „ეფრემ, ვის დაუტოვე ფოთში ცოლ-შვილი, თუ ისინიც გაათურქე“? „ლადო, ჩემი ვალი გაქვს - 20 რუბლი, ლირებში დამიბრუნებ,თურუბლებში?“ ოდესის გამჭრიახე მაყურებელი უცებ მიხვდა, რაში იყო საქმე... ჯერ გაბრაზდნენ, მერე სიცილი აუტყდათ და როცა „ფოთელმა თურქებმა“ წააგეა - 2:3, - აპატიეს. ფეხბურთში საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის ზღურბლზე, ბორის პაიჭაძე მიიღეს თბილისის „დინამოში“. 1936 წლიდან დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა ფეხბურთის მწვანე მოედნებზე... თავისი კარიერის 15 წლის განმავლობაში, ბორის პაიჭაძემ ჩაატარა 181 თამში, გაიტანა 105 ბურთი... ის ცხოვრობდა ფეხბურთით... თანაც წყნარად და ნიჭიერად, ყოველგვარი პოზიორობის გარეშე, ასრულებდა თავის საყვარელ როლს... აღსანიშნავია, რომ მის ქებაში იყვნენ არა მხოლოდ მისი მწვრთნელები და ურიცხვი თაყვანისმცემლები, არამედ მოწინააღმდეგეებიც... საფეხბურთო ჟურნალისტიკის მეტრი, ლევ ფილატოვი იხსენებდა - „ ბორისს ენდობოდნენ, რადგანაც ის მართლა სანდო ოყო. ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებდა, იყო გააზრებული და მიზანდასახული. მისი „დრებლინგი“ ემსახურებოდა მხოლოდ შეტევას და არა პირად სიამოვნებას და ამით ის წინ უსწრებდა თავის დროს. მის სახელთან არის დაკავშირებული ახალი ამპლუა - „მოხეტიალე ფორვარდი“;. ანუ ის, ვინც თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ მოედანზე... ბორის პაიჭაძე იყო მოხდენილი, სწრაფი და დაჯილდოვებული ძლიერი და ზუსტი დარტყმით. მაგრამ მთავარი იყო მისი კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება - ის არა მხოლოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო - ის იყო ნამდვილი ჯენტლმენი, პატიოსანი, კორექტული, კეთილშობილი, თანაც იმდენად, რომ სირცხვილი იყო მის წინააღმდეგ გეთამაშა უხეშად ან უპატივისცემოდ... იშვიათად, მაგრამ როცა ასეთი რაღაც მაინც ხდებოდა, ბორისი არასდროს არ აძლევდა თავს უფლებას, უხეშობაზე უხეშობით ეპასუხა“. სწორედ ასეთმა უხეშობამ დაასრულა ბორის პაიჭაძის საფეხბურთო კარიერა. მოწინააღმდეგემ მას მიაყენა ფეხის ტრავმა და 35 წლის ასაკში ბორისმა დატოვა დიდი ფეხბურთი... მაგრამ ფეხბურთი ადამიანს არასდროს არ ტოვებს, როგორც სიყვარულის ვირუსი... ბატონი ბორისი ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტკომიტეტს... შემდეგ კი თბილისის „დინამოს“ სტადიონის დირექტორი იყო, რომელსაც დღეს მისი ქანდაკება ამშვენებს და მისი სახელი... სხვათაშორის, როდესაც თბილისის „დინამოს“ მწვრთნელობა შესთავაზეს, თავიდან დათანხმდა, მაგრამ #goodplaces
Lotto.ge
Tbilisi, Georgia · 1 week ago
ლოტო 5/35-ის 618-ე გათამაშება
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 2 months ago
აფხაზეთის ტერიოტორიაზე მდებარე უძველესი ქრისტიუანული ტაძრები
აფხაზეთის ტერიოტორიაზე მდებარე უძველესი ქრისტიუანული ტაძრები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ აფხაზეთი - საქართველოა! ვინაიდან აფხაზეთი ქართველების უძველესი ქრისტიანული კერაა, აქ მრავლადაა ტაძრები და მონასტრები, რომლებსაც დღეს ნაწილობრივ გაგაცნობთ: მოქვის საკათედრო ტაძარი მდებარეობს სოფელ მოქვში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. იგი ერთადერთია აფხაზეთის ტაძართა შორის, რომლის აგების შესახებაც წერილობითი ინფორმაცია მოიპოვება. იგი ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ X საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, სადაც ამრავლებდნენ ხელნაწერებს, აახლებდნენ ძველ ნუსხებს. დღეს რუსეთის ხელისუფლება ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციით ნიღბავს ქართული კვალის წაშლას აფხაზეთში. ბედიის სამონასტრო კომპლექსი - იგი ოჩამჩირეში, სოფელ ბედიაში X საუკუნის მიწურულს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ ააგო. სწორედ აქაა დასაფლავებული ბაგრატ III და დედამისი - დედოფალი გურანდუხტი. ამასთან, ამ ცენტრშიც ძველ ქართულ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის ახალი წიგნებით შევსება მიმდინარეობდა. დღეს ტაძარი პირქუშად გამოიყურება. მისი მოპირკეთებული ნაწილი დაიმსხვრა, კედლები გაშავდა, დაზიანებულია ფრესკები, გუმბათი დიდი ხანია გაქრა. შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები. ბიჭვინთის ტაძარი - X საუკუნის საკათედრო ტაძარია, რომელიც არქიტექტურულად ბიზანტიურ ნაგებობას ემსგავსება. საეკლესიო გადმოცემით, ბიჭვინთის სანახებში I საუკუნეში წმ. ანდრია მოციქულს უქადაგია და ამიტომაც ბიჭვინთის საეპისკოპოსო კათედრას „წმ. ანდრიას საყდრად” მოიხსენიებენ. დღევანდელი გუმბათიანი საკათედრო ტაძარი X-XI საუკუნეებშია აგებული. III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში, ბიჭვინთა მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრად იქცა, რასაც მოწმობს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა 325 წელს ქ. ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. საუკუნეების განმავლობაში ბიჭვინთაში მდებარეობდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი, რომელიც XVI საუკუნის შუა ხანებში, ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შემოსევების შემდეგ, გელათში გადმოვიდა. XVII საუკუნეში ბიჭვინთის ტაძარი მიტოვებული იყო და არ ფუნქციონირებდა. XVIII საუკუნეში ტაძარს მეხი დაეცა და ძლიერ დაზიანდა. დღეს პიცუნდას ტაძრის მრავალი ძვირფასი ექსპონატი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. მათ შორისაა მოზაიკის იატაკი, მოოქროვილი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი. მე-6 წელს, ბიჭვინთის ტაძრის ტერიტორიაზე, გათხრილი იქნა საპატრიარქო სასახლის საძირკველი და კედლები. ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია საქარელოს ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. ის მდებარეობს ქალაქ ოჩამჩირის აღმოსავლეთით, პატარა სოფელ ილორში. ილორის წმინდა გიორგის ტაძარში წირვა-ლოცვა 90-იან წლებში შეწყდა მაშინ, როდესაც იქ ქართული მღვდელთმსახურება კომუნისტებმაც კი ვერ შეწყვიტეს. ისტორიული მონაცემებით, ეკლესია აშენდა XI საუკუნეში. ამის შესახებ ლეგენდაც არსებობს, რომლის თანახმადაც, ადგილობრივმა უფლისწულმა ტყეში ნადირობის დროს ირემი დაჭრა. დაჭრილი ირემი, მონადირეს გაექცა და ბარდებში იმალებოდა. უფლისწული აგრძელებდა გაქცეული ირმის დევნას და კვალმა ის მიიყვანა ძველი საკურთხეველის ნანგრევებთან. აქ მან დაინახა რაღაც უჩვეულო. დაჭრილ ირემს თავი ედო საკურთხეველათან, სადაც აღმართული იყო მაღალი ჯვარი. ის მიხვდა, რომ ცხოველი იყო წმინდანი და ირემი ცოცხალი დატოვა. შემდეგ კი ბრძანა იმ ადგილას ეკლესია აეშენებინათ. ილორის ეკლესია გარშემორტყმულია გალავნით, რომელსაც აქვს კარიბჭე. ეს ტაძარი დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო აფხაზეთში, არამედ საზღვარგარეთაც.#სოხუმი #ტაძრები #ეკლესია #ლეგენდა #ისტორია #SokhumiDaily
Artists Voyage
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ლევან აბაშიძე და მისი უკანასკნელი სიყვარული
გასული საუკუნის 90-იანი წლები. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდი. 1992 წელს ერთდროულად სამ ფილმში იღებენ, მაგრამ გული ვერ დაუდო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს, ახლა არ ''ეკინოება''. ერთ-ერთი გადაღება ბათუმში დაინიშნა. თბილისში 5 სექტემბერს დაბრუნდა და მეორე დღეს უკვე თბილისი დატოვა. შუადღე რამდენიმე საათის გადასული იყო, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე საღამოს გავიდნენ პოზიციაზე და 7 სექტემბერსაც ბრძოლის ველზე ერთად არიან: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ''ლიმონკას'' გია გადაეფარა, რომ მეგობრების სიცოცხლე ეხსნა, მაგრამ საბედისწერო შემთხვევამ იმ დღეს სამი ბიჭი იმსხვერპლა, მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი... ლევან აბაშიძე 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა. ლევან აბაშიძის მშობლები, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე, თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ლევან აბაშიძე ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო- თეკლა ბატონიშვილის შტოდან. 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა... ''გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, ''ნაცნობობით''. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ''რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''. ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინდა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ''ჩვენი პატარა ქალაქი''... ''ჩვენი პატარა ქალაქი'' 1983 წელს დაიდგა, მიხეილ თუმანიშვილის თანაშემწე გოგი გეგეჭკორი იყო. სპექტაკლში ნესტან გელოვანის როლს ნინო ბურდული ასრულებდა, ხოლო გიორგი ალავიძისას- ლევან აბაშიძე. თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა. მოუსვენარ ნატურას გული ყოველთვის უფრო მეტად კინოსკენ მიუწევდა. სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. რამდენიმე თვეში იმ სამიდან მხოლოდ ერთის დასრულება მოხერხდა. ''არა, მეგობარო'', გიო მგელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის. დრამამ არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა. ''არა, მეგობარო'' ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი გამოდის, სადაც გიო მგელაძის სცენარის მიხედვით შექმნილ ფილმში ლევანის პერსონაჟი იღუპებოდა... მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იყო და პროფესიული თვალსაზრისით დიდი გამოცდილების მიღების საშუალება არ მიეცა, პირველიდან ბოლო როლამდე მისი თითოეული პერსონაჟი საოცრად ნატურალურია და ხელოვნურობის ნიშნებს ვერ იპოვით. რთულია გამოყო, რომელი ფილმით დაამახსოვრდა ყველაზე მეტად საზოგადოებას, თუმცა ორ სურათს ალბათ ყველა დაასახელებს. ''ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა'' გიორგი შენგელაიას ის ფილმია, რომელშიც ლევან აბაშიძე 21 წლისაა, ხოლო მოგვიანებით ეკრანებზე გამოდის გუგული მგელაძის ''ფესვები''. ფილმი საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტების ოჯახის ცხოვრებაზე უპირველესად დოდო აბაშიძისა და ლევან აბაძიშის დუეტითაა გამორჩეული. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით შექმნილ სურათს განსაკუთრებით დრამატულს ალექსანდრე რაქვიაშვილის მუსიკა ხდის და ალბათ, ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ''ფესვების'' ფინალურ კადრზე ერთხელ მაინც არ ეტიროს. თავაზიანი იყო, მაშინ ასეთებზე იცოდნენ თქმა: ''კარგი ოჯახის შვილიაო'' და გამორჩეული ხასიათისა და გარეგნობის კაცი ქალების ყურადღებით იყო განებივრებული. ბევრ გოგოს მოსწონდა უბანში, სამეგობრო წრეში, სანაცნობოსა და თეატრალურში. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, რომ მისი თაობის მანდილოსნებში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი და ქუჩაში გავლისას არასოდეს რჩებოდა ყურადღების გარეშე. რომანიც მრავლად იყო, ზოგი ხანმოკლე, ზოგიც- გრძელი. ყველაზე დიდხანს მისმა ბოლო რომანმა გასტანა, რომელიც მოლდაველ გოგონასთან აკავშირებდა. მიკა შემთხვევით გაიცნო, ერთ წვიმიან დღეს, ქუჩაში. მათი სიყვარულის ამბავი სწრაფად განვითარდა. 18 წლის მიკა თბილისში სწავლობდა, თეატრალურში. 26 წლის ლევანი უკვე გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში და ერთ-ორად ჰქონდა გაზრდილი პოპულარობა. ერთ დღესაც ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა და დატოვა. წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. რომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ასე მიილია ბედნიერების ოთხი წელი. აფხაზეთში რომ წავიდა, იმ დროს მიკა კიშინიოვში იყო. მათ ერთმანეთის ვერც ნახვა შეძლეს და ვერც დამშვიდობება. ლევანი თბილისში ჩამოასვენეს, პანაშვიდებს ჩამოუსწრო და დაკრძალვის შემდეგ, მიკა თბილისში აღარ დარჩენილა. სამშობლოში დაბრუნდა. დღემდე თავისი პროფესიით მუშაობს, ფოტოსესიებში მონაწილეობს...#ლევანაბშიძე #უკანასკნელისიყვარული
+3
My Vision
Tbilisi, Georgia · 5 days ago
ცურვის რომელი სახეობაა???
ფაქტია რომ გრილდებიან... #funny #nature
მარიამ კაჭკაჭაშვილი
Tbilisi, Georgia · 1 week ago
"როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს"
სულთმოფენობის წინა დღეა, შაბათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და განსაკუთრებით - ლეჩხუმი, „ხვამლობის“ დღესასწაულს აღნიშნავს. ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს. „როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“, “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – „ქართლის ცხოვრებიდან“ მასზე საინტერესო ცნობები შემოგვრჩა. ამ მისტიკურ ადგილზე ბევრი მითი თუ ლეგენდა არსებობს. ბევრ იდუმალებას ინახავს და სწორედ ამაშია მისი ხიბლიც. მე და ჩემი მეგობრები 7 საათზე სურსათ-სანოვაგით დატვირთულები გზას დავადექით. მანქანაში მუსიკების ხმას ჩვენი სიცილის ხმა ფარავს. წინ 16 კილომეტრია. სპიდომეტრი 120 კმ/სთ-ს აჩვენებს. ხეთა ჯარს და ცხენისწყლის ხეობას უკან ვიტოვებთ. სულ მალე გამოჩნდა აბრა - „სოფელი ოყურეში“. გადასახვევთან პოლიცია დგას და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებს. „ბევრი მანქანაა ზემოთ და ფრთხილად იარეთ“ - გვესმის მათი ხმა. მადლობის ნიშნად ვუღიმით და აღმართის ავლას ვიწყებთ. წელს გზა კეთილმოწყობილია. „საუკუნო პროექტის“ დასრულებამ სტუმრების ნაკადის ზრდაც გამოიწვია. რაც უფრო ზევით ავდივართ, ჰაერი მით უფრო გამჭირვალე ხდება და ყოვლისმომცველ სიჩუმეში, სიმწვანეში ჩაკარგული კირქვის კლდეები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. „ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელსაც ყორანი გულ-ღვიძლს უკორტნიდა მანამ, სანამ ჰერაკლემ არ დაიხსნა“ - გავიფიქრე და ამ მითებში ჩავიკარგე... გზაში საცობია და მოგვიწია, მანქანების გრძელ რიგში ჩავმდგარიყავით. ადგილზე კვლავ პოლიცია შევნიშნეთ. „ზემოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, სანამ არ ჩამოვლენ ვერ გაგიშვებთ“ - ასეთი იყო მათი ბრძანება. დავიგვიანეთ. როგორც წესი, „ხვამლობისთვის“ წინა ღამით ადიან და გათენებასაც იქ ელოდებიან. ნისლში გახვეული ხვამლის მთა მიმზიდველია. მზის ამოსვლასაც იქ თუ შეხვდი, გონებიდან ვერასდროს ამოიგდებ. მეგობრების უკმაყოფილო საახებს გავხედე. 2 საათი აქ მოცდას სჯობდა, ფეხით წავსულიყავით. „მე დაველოდები, თუ მალე გაგვიშვეს, გზაში დაგეწევით“ - საჭესთან მჯდომმა შეწუხებულმა ამოილაპარაკა. როგორც აღმოჩნდა, ხუთი კილომეტრი სამანქანო გზაზე უნდა გვევლო და ერთიც ტყეში. „სალოცავზე ფეხით ასვლას აქვს მადლი“ - გავიფიქრე გულში. მზე აცხუნებდა. აღმართი იმატებდა. ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა ზურგი და სახე. დროდადრო ვისვენებდით. ცხენებით მომავალ ბავშვებს ვუცქერდით, ღამენათევ ნაცნობებს ვესალმებოდით და დღესასწაულს ვულოცავდით. რამდენი საათი ვიარეთ, უცნობია. როგორც იქნა საკარვე ადგილს მივაღწიეთ. სწორედ აქ ბანაკდებიან მოლაშქრეები, როცა ხვამლზე ღამისთევით მიდიან. ცოტაც და სამანქანო გზა დასრულდა. თავი ტყეს შევაფარეთ. საცალფეხო ბილიკს უამრავი ადამიანი მიუყვება. ჩამომსვლელი და ამსვლელი ერთმანეთს გზას უთმობს. წირვის დამთავრებამდე ცოტა იყო დარჩენილი. პოლიცია მართალი აღმოჩნდა, სალოცავზე ათასზე მეტი მანქანა იქნებოდა. ერთი მთავარი აღმართი დარჩა და ხვამლის მისტიკური მთაც გამოჩნდა. ამოვისუნთქეთ. დაღლილობის მიუხედავად ტემპს ვუმატეთ და აი ისიც... ხვამლის მთა თავისი იდუმალი სილამაზით შემოგვეგება. ტაძრის ირგვლივ მოფუსფუსე ხალხი შორიდანვე შევნიშნეთ. გორაზე ავედით თუ არა ბალახზე წამოვწექით და ცას ავხედეთ. არ გაგვიმართლა, მოწმენდილია. ღრუბლები არ სჩანან. არადა ღრუბლიან ამინდში აქედან გახედვას არაფერი სჯობს. უყურებ შენს დაბლა მოძრავ ღრუბლებს და 2002 მეტრზე სამყაროც სხვაგვარი გეჩვენება. ცასთან ყველაზე ახლოს ვართ. ყველაფერი ხელისგულივითაა გადაშლილი. ერთმანეთში შერეული თოვლი და ნაადრევად გაშლილი ყვავილები საოცარი სანახავია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ხვამლის მთა მომლოცველებს ვერ იტევს. „სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი და საოცრებაა“, „პირველად ვარ, ემოციების დამალვა მიჭირს“, „ამ ადგილს ყოველ წელს ვსტუმრობ“, „მისით მონუსხული ვარ“... გახარებული ადამიანების ხმები აქა-იქ ჩამესმის. წირვას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე უძღვება. სტიქაროსნები და მამაოებიც გვერდით უდგანან. სვანეთის მგალობელთა გუნდი მთელი გულით საგალობელს ასრულებს. მათ ხმას ცხვრების ბღავილი ერწყმის. ბაწარშებმული, ტაძართან ძალით რომ ამოჰყავთ. ქარია. სანთელი ძლივს ავანთეთ. მეუფემაც დაასრულა პარაკლისის გადახდა და თავზე ხელის დადებით დაგვლოცა. ახალგაზრდებმა ფანდური აახმაურეს და ლეჩხუმური სიმღერები გააცოცხლეს. ირგვლივ ჰარმონია სუფევს. ყველა გრძნობს, რომ უფალი ახლოსაა. ფოტოების გადაღებას და ამ დღის კადრებში გაცოცხლებას მოვრჩით. მოგონებები ჩვენს სკივრში გამოვკეტეთ. ქართველებს ხომ ყოველი დღესასწაულის აღნიშვნა გვჩვევია, გამონაკლისი არც ეს დღეა. დაღმართზე დაშვებისას დამწვარი მუხრუჭების სუნმა შეგვაშინა. სიცხისგან მანქანებს ბოლო ასდით. მზე ხვამლის მთის წვერზე მოქცეულიყო და სხივებს არ იშურებდა. თავი მდინარე ჯონოულს შევაფარეთ. მისმა ცივმა და ანკარა წყალმა დაღლილობა გადაგვავიწყა. ლეჩხუმური სუფრა მალევე გავაწყვეთ. საღამომდე ენაცვლებოდა ერთამენთს სადღეგრძელოები, ლექსები, სიმღერები... არც ხვამლის მთის ლეგენდები დაგვვიწყებია. „ეს ხომ მეფეთა განძთსაცავია“, „არგონავტების მოგზაურობის არეალია“, „უძველესი ობსერვატორიის ადგილია“, „მითებისა და რეალობის გზაგასაყარია“ - ვიხსენებთ ამ ყველაფერს და ჯერაც უცნობ, იდუმალ ხვამლის მთას გავყურებთ... საათი 11:00-ს უჩვენებს. სახლში დაბრუნებამდე ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს. ხან დედა ეწერა და ხან - მამა. სასმელმა თავისი ქნა და ჩვენს კარგ გუნება-განწყობაზე იზრუნა. შინისაკენ დავიძარით. დღევანდელმა მოგზაურობამ საოცარი წუთები და წამები დაგვიტოვა. დაგვანახა, რომ “ხვამლობა“ წელს განსაკუთრებულია. თითქოს ექიმები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები კი არა, ბუნება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის... თუ ხვამლის მთაზე ერთხელ მაინც ფეხს დადგამთ მიხვდებით, რომ ვირუსის ადგილი აქ არ არის. ეს ხომ სუფთა ჰაერის, ემოციებისა და უშიშარი, იმედით სავსე ადამიანების სამყოფელია. აქ, წამით მაინც, საერთო გასაჭირი დავიწყებას ეძლევა და საერთო რწმენა ბატონობს.##მოგზაურობა ##რეპორტაჟი ##კულტურა ##მისტიკა ##ნახელეჩხუმი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 1 week ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
გიორგი სამხარაძე
Tbilisi, Georgia · 1 month ago
გაგრძელება: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ჰეის მიწერიდან Seen-ამდე
აქვე, შესავალში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაზები არ ეხებათ მაჩო და ექსტრავერტ ბიჭებს, რომლების აღშფოთებაც გამოიწვია წინა სტატიამ და ლამის თავიანთი ექსელის ფაილები გამოაქვეყნეს, რამდენი გოგოსთვის მიუწერიათ და უფრო მეტიც - რამდენი გოგო წერს მათ თავისი ინიციატივით. ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ ცხოვრება. ვიდრე ახალ 7 ფაზაზე გადავალთ, გავიხსენოთ რა მოხდა წინა სერიაში. ე.ი. 7 მტანჯველი ფაზის შემდეგ, როგორც იქნა, მივწერეთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. შემდეგ, როგორც ნამდვილ დრამას შეეფერება დავტოვეთ ე.წ. "კლიფჰანგერი" და მკითხველს მივეცით საშუალება გამოეთქვა თავისი ვარაუდები. ამ პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გოგო უბრალოდ დაგვსინავდა (აქვე აღვნიშნავ, რომ პირველი პირის მრავლობითში ზოგადად ინტროვერტი ბიჭებს ვგულისხმობ და არა ჩემს თავს. ინტროვერტ ბიჭებს განდიდების მანია არ გვახასიათებს). რაც შეეხება დასინვას, საქმე ისაა, რომ დასინვამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და მთელი 7 ფაზაა გასავლელი. აი, მესენჯერში Seen-ის დაწერის შემდეგ კი, ცალკე ფაზები იწყება. მაშ ასე, მომდევნო 7 ფაზა ანუ რა ჯანდაბა ხდება, "ჰეის" მიწერიდან - Seen-ის ანთებამდე. I ფაზა: მოზღვავებული ადრენალინი დრო მიწერიდან: მაშინვედან - 2 წუთამდე. როგორც გახსოვთ, წინა 7 ფაზაში არსებობდა სუნთქვის სრულიად ახლებური მეთოდი, ე.წ. ჰუ-ჰუ-ჰუური. აქ ეს სუნთქვა აღარ გამოდგება. აქ საჭიროა ერთი დიდი ჰუ. ამ დროს ორგანიზმიდან ჟანგბადის მთელი მარაგი გამოდის და: იწყება ტვინის ოდნავი შეშუპება ფილტვებს უჩნდება ბზარები სისხლი პანიკაშია თვალები გასაოცარ ფერებში ხედავენ სამყაროს სადღაც კუთხეში დგას ცელიანი შავოსანი მთელი ცხოვრება თვალ წინ ჩაგვივლის - განსაკუთრებით დეტალურად ის 7 ფაზა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიარეთ ხელები და ფეხები გვიბუჟდება ვეცემით ძირს და ვეგუებით სიკვდილს მაგრამ ამ დროს გული იწყებს ფართხალს და ტვინს ახსენებს, რომ არსებობს ფუნქცია სახელად ჩასუნთქვა. გადავრჩით! შესაბამისად, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გოგოსთვის მიწერით არ მოვკვდებით. ძალიან საინტერესო და სასარგებლო დასკვნაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი კოგნიტური ნაწილი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს. ამოსუნთქვის შემდეგ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია ლაგდება და კვლავ ადამიანებს ვემსგავსებით. II ფაზა: შროდინგერის გოგო დრო მიწერიდან: 2 წუთიდან - 4 წუთამდე ეს ფაზა პანიკის ერთგვარი ფორმაა, რომელიც გულისხმობს, იმას რომ უკვე დავიწყეთ გულწრფელი სინანული. ვრთავთ კომპიუტერს/ლეპტოპს, ტელეფონს ვაგდებთ სავარძელზე ან ტახტზე და გავდივართ გვერდით ოთახში, სადაც თავს ვიდებილებთ. ვცდილობთ არ ვიფიქროთ მომხდარზე. და თავს ვიმშვიდებთ რომ თუ: ამ მოგონებას ტვინიდან ამოვშლით ტელეფონს აღარასოდეს დავხედავთ კომპიუტერს არასოდეს ჩავრთავთ მეგობარს ვთხოვთ შევიდეს და ფეისბუქი ჩვენს მაგივრად გააუქმოს ქვეყნიდან წავალთ და აღარასოდეს დავბრუნდებით იუსტიციის სახლში გავივლით და სახელსა და გვარს შევიცვლით მივაკითხავთ პლასტიკური ქირურგიის ცენტრს და გარეგნობას შევიცვლით თვალებს ამოვითხრით და მაცივარში შევინახავთ და ა.შ. მაშინ ვერც ვერასოდეს ვნახავთ და გავიგებთ ამ გოგომ ნახა ჩვენი მიწერილი თუ არა. ანუ ერთ დროულად ნანახიც ექნება და თან არ ექნება ნანახი. ჩვენ დავიჯერებთ, რომ არ ექნება ნანახი და ვიქნებით მშვიდად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. III ფაზა: რაც მოხტა - მოხტა დრო მიწერიდან: 4 - 6 წუთი უკან დასახევი გზა არ არსებობს, უკვე მიწერილია, ყველა ხიდი დამწვარია, ფეისბუქის სათავო ოფისში ნაცნობი, რომელსაც ვთხოვთ, რომ ჩვენი მიწერილი ადრესატის ინბოქსიდან გააქროს, არ გვყავს და არც დროის მანქანა არ გვაქვს, რომ უკან გადავიდეთ და ჩვენი თავი დავარწმუნოთ, რომ არ ღირს ამის გაკეთება - ანუ მიწერა. ამიტომ დროა დავმშვიდდეთ, მაინც ვერაფერს შევცვლით და ტყუილად რატომ უნდა ავიშალოთ ნერვები? ახლა მთავარია კარგად მოვკალათდეთ, ვიყუროთ სივრცეში და ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე, ან პარალელურ სამყაროზე, რომელშიც არსებობს ალტერნატიული რეალობა და ჩვენს ალტერნატიულ თავს საერთოდ არ მიუწერია არავისთვის არაფერი, ხოლო მეორე ალტერნატიულ სამყაროში, საერთოდ ექსტრავერტები ვართ და გოგოები იქით გვწერენ, როგორც ფეისბუქზე ამ სტატიის შეარებზე დაფიქსირებულ მამაკაცთა აბსოლუტურ უმრავლესობას. ამ დროს სჭარბობს საკუთარი თავის მიმართ ნათქვამი შემდეგი ფრაზები: "კაი, შეჩემა არაუშავს!" "ნიჩიო, ეს არ იქნება სხვა იქნება!" "რა სხვა იქნება, შენ ხო არ გაგიჟდი?" "კაი, ნუ იქნება" "ჰოდა, ეგრე!" IV ფაზა: მოუთმენლობა დრო მიწერიდან: 7 - 10 წუთი ეს ფაზა სრული ტრანსფორმაციაა. ემოციებისგან დაცლილები ვართ, პარალელურ სამყაროში ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება. ვიცით, რომ აღარაფერი შეიცვლება და თან აღარც გვინდა, რომ შეიცვალოს. პირიქით! ძალიანაც კმაყოფილები ვართ საკუთარი თავით. მაგრამ მცირე პანიკა მაინც შეინიშნება. რა საჭიროა, XXI-ე საუკუნეში, მესიჯის სანახავად 7-10 წუთი. რა ზოზინია ეს? რა უპასუხისმგებლობაა? არ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანები ვიტანჯებით? რა გულქვობაა ეს? გამომივიდა ესეც ძალიან დაკავებული! ძალიან გვინდა, რომ ნახოს და ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რა მოხდება. რატომ არ ნახულობს ამდენ ხანს? არადა წეღან მწვანედ ენთო. და ვიწყებთ ვერსიების ჩამოყრას: უეჭველი, რომ ამოუხტა ჩეთი, წაიკითხა და დახურვას დააჭირა, რომ არ დავესინე ნწ, არაა სინგლი და თავის შეყვარებულთან ერთადაა უეჭველი დაქალებთან ერთად იქნება ახლა სადმე და მე რო ამოვუხტი დამცინიან შეიძლება ფიქრობს თავიდან როგორ მომიშოროს ამ ფაზის ბოლოს წარბებს ვკრავთ და ძააან "დასტოინად" ვისვრით ტელეფონს სავარძელში ან ტახტზე. V ფაზა: ნარცისიზმი დრო მიწერიდან: 10 - 12 წუთი ძაან სხვათა შორის, აი, ძაან ბუნებრივად და ძაან ღირსეულ-დასტოინად ჩავუვლით ტელეფონს ან ლეპტოპს. ვითომ ნოტიფიკაციების შემოწმება გვინდა ან ამინდის. კიდევ არ უნახავს. არ უნახავს და ნუ უნახავს! არ უნდა ჩვენნაირი კაი ტიპი და იყოს მასე. ამ დროს ვწერთ იმ მეგობარს, რომელთანაც კონსულტაციებს გავდიოდით: "აი, რას მიწუნებს ერთი? ძაან მაინტერესებს?" "ვისზე ნაკლები ვარ?" "არ უნდა და იყოს მასე" "აქეთ მომწეროს, რა!" "აი, რა ვერ ნახა?" და ა.შ. ჩვენი მეგობარი ამ დროს კიდევ უფრო ნერვებმოშლილია და მხოლოდ ერთ სიტყვას გვწერს: "აცადე!" VI ფაზა: ისტერიკა დრო მიწერიდან: 13 - 15 წუთი მორჩა, სამყარო თავზე ჩამოგვენგრა, ბოლო იმედი გადაგვეწურა, ვთვლით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა რაც ოდესმე დაგვიშვია ცხოვრებაში. რატო ღმერთო? რა მინდოდა? რატომ მივწერე? ვინ მექაჩებოდა კლავიატურაზე? რატომ ის დღე არ დაიწვა, როცა თვითშეფასება ოდნავ ამეწია! ნეტა ინტერნეტი გაითიშოს მთელს მსოფლიოში! ნეტა ზომბი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა ნებისმიერი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა მოვკვდე! VII ფაზა: ეჰ! მორჩა! ყველაფერი დამთავრდა. არაუშავს. მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და აწი შეგვიძლია გავაგრძელოთ მშვიდად ცხოვრება. სანერვიულო აღარაფერია, გასულ 15 წუთი ისე გვახსენდება, თითქოს 15 წელი გავიდა. ჰაჰ! ვიხსენებთ და გვეცინება რა სულელები ვიყავით 15 წუთის წინ. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, გავა დროს და გაგეცინება ყველაფერზეო. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ა.შ. თან ძალიან მაგარი მკურნალი ყოფილა 15 წუთში მოაგვარა ყველაფერი. ამ დროს ვიღებთ ტელეფონს, შევდივართ მესენჯერის აპში რომ მეგობარს მივწეროთ ემოციური როლერ-კოსტერის წარმატების დასრულების შესახებ და მივულოცოთ მას, რომ აწი ან აღარასდროს ან კიდევ დიდხანს აღარ შეწუხდება მსგავსი თავგადასავლით. და ამ დროს, თვალი გაგვირბის ჩვენს მინაწერზე და იქ, ბოლოში, მიწერის დროის ქვეშ, პატარა მრგვალი წერტილი მოსჩანს, რომელშიც მისი პროფილის ფოტოს მინი ვერსიაა - ანუ ნახა! შემდეგ სერიაში: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, Seen-დან - პასუხის მიღებამდე.
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება. ნაწილი III
კამანის დაკავების შემდეგ 7 ივლისს აფხაზთა და დაქირავებულთა დაჯგუფებამ (მათ შორის იყო ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ცხინვალიდან ჩასული ოსური დაჯგუფება ალან ჯიოევის ხელმძღვანელობით, ჩეჩური დაჯგუფება შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით და რუსი ინსტრუქტორები და მედესანტეები) სოფელ შრომას შეუტია. ქართულმა სარდლობამ კამანიდან მიღებული შემზარავი ინფორმაციის შემდეგ მოახერხა და შრომაში მცირე ძალები გაგზავნა, შუა დღისას ცხადი გახდა, რომ შრომაში არსებული ქართული ნაწილები შეტევას ვერ გაუძლებდნენ. მტერმა უკვე სოფლის ცენტრსაც კი მიაღწია, ამიტომ ქართულმა სარდლობამ მდინარე გუმისთის ფრონტიდან მოხსნა რამდენიმე ბატალიონი და შრომაში გადაისროლა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რუსულ-აფხაზურ მხარეს მოსკოვიდან მიღებული უახლესი კოსმოსური (აერო) ფოტოებით ზუსტი ინფორმაცია გააჩნდათ ჩვენი პოზიციების შესახებ, რაც ერთი ორად უადვილებდათ საქმეს. შრომაში დამხმარე ძალის გამოჩენით ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის გარკვეული ძალების განადგურება და ძირითადი ნაწილების განდევნა სოფლიდან. თუმცა ქართულ მხარეს სამწუხაროდ ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შრომასთან შეტაკებაში გამარჯვებული ნაწილები ადგილზე დაეტოვებინა, ამიტომ ისინი კვლავ გუმისთის ხაზზე დააბრუნა, სადაც აფხაზური შეტევის ერთ-ერთი მიმართულება ცნობილი სქემის მიხედვით კვლავ აქტიურ ფაზაში იყო და მუდმივად მასიური შეტევის დაწყების იმიტაციას ახდენდა, ხოლო შრომაში გამოუცდელი დაცვის პოლიციის ძალები ჩააყენა. აფხაზური ძალების რუსმა დაქირავებულმა მედესანტეებმა ჯერ სათანადოდ დაზვერეს შრომის დაცვის ხაზი, ხოლო მეორე ღამით დაგეგმეს ოპერაცია, რა დროსაც დაცვის პოლიციის სრულიად გაუმართლებელ ადგილებში განლაგებულ საგუშაგოებს დაესხნენ თავს, გუშაგები ამოხოცეს, ხოლო სოფელში მივლენილი დანარჩენი პოლიციელების დიდი ნაწილი ძილშივე ე.წ. „კოლუმბიური ჰალსტუხებით“ მოკლეს (ამ სისასტიკის ჩამდენი რუსეთის რამდენიმე მოქალაქე ქართულმა ნაწილებმა ტყვედ აიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს სოხუმის სიახლოვეს). 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა აფხაზი ე.წ. სახელმწიფო გმირის კიანუს ანგუხაას ვიდეო ინტერვიუ, სადაც იგი იხენებს ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შრომაში არსებული ქართული ძალების დასახმარებლად და ტყვია-წამლის მისაწოდებლად მსუბუქი მანქანით სოხუმიდან მიდიოდნენ, აფხაზი მებრძოლის მონაყოლით ირკვევა, რომ ქართველები შრომის მისადგომებთან აფხაზურ 400 კაციან დაჯგუფებას მათთვის მოულოდნელად შეეჩეხენ, რა დროსაც ისინი გადმოხტნენ მანქანიდან, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს და ორნი ოთხასის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ შეძახილებით გაუმარჯოს თბილისს, აფხაზებმა ტყვიამფრქვევების მასირებული და გაუთავებელი ჯერით მათგან ფაქტობრივად აღარაფერი დატოვეს (სწორედ ასე აღწერს აფხაზი დამნაშავე კიანუს ანგუხაა). სამწუხაროდ ამ ორი თავდადებული ქართველი მებრძოლის ვინაობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია. სოხუმის ჩრდილოეთით მიუხედავად ქართველთა არაერთი გმირობისა, საბოლოო ჯამში აფხაზებმა სოხუმიდან 9 კილომეტრში არსებული სოფელი შრომა მაინც დაიკავეს და 9-11 ივლისს სრულად გაწმინდეს, რითაც საბრძოლო ოპერაციის ძირითადი ამოცანა შეასრულეს. ტამიშის მიმართულებაზე განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლა საგზაო მაგისტრალის ჩრდილოეთით არსებული სიმაღლე ანუაარხუსთვის რამდენჯერმე გაიმართა, როგორც შემდგომში გაირკვა რუსეთის გენშტაბი დესანტის ძალებზე დიდი იმედებს არ ამყარებდა, თუმცა მათ საბოლოო ამოცანად სიმაღლის დაკავებას და მისი ტყვარჩელის დაჯგუფების კონტროლირებად სივრცესთან მიერთებას გეგმავდა. ანუაარხუზე ჩარჩენილი ბატალიონ „შავნაბადას“ მცირე ძალები და გვარდიის სხვადასხვა დანაყოფების ცაკლეული მებრძოლები სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ სიმაღლეს და აფხაზთა რამდენიმე შეტევას მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ. ოჩამჩირის მხრიდან მოქმედმა ქართულმა ძალებმა შექმნეს ერთიანი სამეთაურო შტაბი და დაიწყეს მოქმედება. ზღვის მხრიდან ლოთი ქობალიას ძალები უტევდნენ ორასი გამოცდილი მეომრით, ცენტრში ფრონტალურ შეტევას გუჯარ ყურაშვილი მძიმე ტექნიკით და „მხედრიონის“ შენაერთი ახორციელებდა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავაზას ნაწილები იყვნენ. ქართული ჯარების თავშეყრა უყურადღებოდ არ დარჩენია რუსულ მხარეს და ამ ოპერაციაში უკვე მესამედ გამოიყენა საკუთარი ავიაცია, ამჟამად უკვე მასშტაბური დაბომბვები განახორციელა ქართული სამეთაურო შტაბის მიდამოებში, თუმცა საკმაოდ არაზუსტად. ლოთი ქობალიას ძალებს სპეციფიური სიტუაცია შეექმნათ მრავალი თვის განმავლობაში მაყურებლის როლში აკვირდებოდნენ, როგორ ებრძოდა ქართული სახელმწიფო მტერს მათ გარეშე და გაუგებარი პოლიტიკური მიზეზებით მათი ჩართვა იკრძალებოდა. იღუპებოდნენ მათი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, თუმცა ისინი ზუგდიდში, ხობში, სენაკში და სხვა ადგილებში იდგნენ მშვიდად, თითქოს არც არაფერი ხდებოდა (იმ პერიოდისათვის დიდი შეიარაღებით), მაგრამ ერთი სურვილით დამდგარიყვნენ იქ სადაც იყო მათი ადგილი, შესაბამისად პირველივე შესაძლებლობის დროს მათ საოცარი ბრძოლისუნარი აჩვენეს ქართულ სახელმწიფოს, ისე რომ რამდენჯერმე საერთო სამეთაურო შტაბმა მათ წინსვლის შეჩერებაც კი უბრძანა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი არ დარღვეულიყო. მაიმუნთსაშენთან „მხედრიონის“ ნაწილებმა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე საათში გამოცდილმა რუსულმა დესანტის ნაწილებმა დატოვეს პოზიციები და ლაბრის მიმართულებით გაიქცნენ. მხოლოდ ბატალიონ „ავაზას“ ნაწილები (რომლის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშივლი იყო) გამოეთიშენ საბრძოლო ოპერაციას, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით. ასეთი გააზრებული და ორგანიზებული კონტრშეტევის პირობებში დესანტი და ტყვარჩელის დაჯგუფება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და 9 ივლისს გამთენიისას საბოლოოდ შეეცადა სიმაღლე ანუაარხუს დაკავებას, გააფთრებული ბრძოლები ექვსი საათი გრძელდებოდა, თუმცა საჭირო მომენტში ახალ კინდღში განლაგებულმა ქართულმა საარტილერიო ბატალიონმა ზუსტი ცეცხლი აწარმოა დესანტის მიმართულებით. დესანტმა და ტყვარჩელის დაჯგუფებამ ჯამში ორასამდე მებრძოლი დაკარგა ერთ დღეში, რაც ძალიან დიდ დანაკარგს წარმოადგენდა მათთვის. დესანტი კინდღის მიმართულებით შეეცადა გასვლას, თუმცა აქაც კასპის ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა, საბოლოოდ დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით დაიწყო ტყვარჩელის მიმართულებით გადასვლა, რითაც საბოლოოდ დაასრულა ოპერაცია. 11 ივლისს ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი გაიხსნა და ქართული ძალების კონტოროლის ქვეშ დაბრუნდა. სხვადასხვა ქართულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ე.წ. ტამიშის დესანტი სრულად იქნა განადგურებული, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, დესანტის მნიშვნელოვანი ძალები მართლაც განადგურდა თუმცა მათი ძირითადი ნაწილი გადარჩა და შემდგომში სოხუმის აღებისათვის წარმოებულ სექტემბრის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კონკრეტულად მდინარე კოდორის პიკეტში, ხოლო ის ოფიცრები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი რანგის იყვნენ და ჭირდებოდა რუსულ არმიას, მომდევნო სამშვიდობო შეთანხმების დროს გაიყვანეს ტყვარჩელიდან თავისმა დამკვეთებმა. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით აფხაზებმა სოფელი შრომის დაკავების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები 14 ივლისამდე ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს, შედეგად გარდა სოფლებისა კამანი, ახალშენი და შრომა მათ სტრატეგიული სიმაღლეები აპიანდა, იაშტუხარუ და ახბიუკიც დაიკავეს, რითაც ფაქტობრივად ჩრდილო-დასავლეთიდან რკალში მოაქციეს სოხუმი და ქართული ნაწილები, ეს უკვე მათ ძალიან უადვილებდათ საბოლოო საქმეს. ქართულმა მხარემ წინასწარ პროგნოზირებული, დაკარგული პოზიციების დაბრუნების ოპერაციისათვის მზადება დაიწყო, თუმცა დაგეგმილი გაერთიანებული ლაშქრის შეკრება ვერ მოხერხდა, ლოთი ქობალია დესანტის განადგურების, უფრო ზუსტად დესანტის გაფანტვის შემდეგ კი ჩავიდა სოხუმში, მაგრამ იმ მომენტისათვის მეათეხარისხოვან საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო განაცხადა, რომ მიცემული პირობა მან შეასრულა და თავისი საჯარისო ნაწილებით ისე დაიძრა უკან სამეგრელოში, თითქოს ფსოუმდე ჰყავდა გადარეკილი მტერი, ხოლო ზუგდიდში პომპეუსისეული ზარ-ზეიმით შევიდა. სამაგიეროდ აფხაზებმა საერთო ოპერაციის ფარგლებში წინასწარვე გათვალეს შრომის და ახბიუკის სიმაღლის მიდამოებში მათ მიერ დასაკავებელი პოზიციების გამაგრებისათვის საჭირო საინჟინრო სამუშაოები, ორ დღეში სამუშაოების აუცილებელი ნაწილიც ჩაატარეს და იარაღის მარაგებიც აიტანეს, რაც მათი მხრიდან ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათ ეს მოახერხეს და საერთოდ მათი სურვილი ქართველებისგან გაეწმინდათ ტერიტორია იმდენად დიდი იყო, რომ ბაგრამიანის ბატალიონის ფეხში მძიმედ დაჭრილმა სარდალმა გალუსტ ტრაპიზონიანმა (რომელიც დღესაც მაღალ თანამდებობას იკავებს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობაში), დაზიანებული ფეხი მოიკვეთა და რამდენიმე საათში საკაცით გააგრძელა გზა თავის რაზმთან ერთად (არსებობს ამ სიტუაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი). ქართულ ნაწილებს ფაქტობრივად ორი კვირა გამუდმებულ ბრძოლებში მოუწიათ ყოფნა შესვენების გარეშე და გამოფიტნენ. ტამიშის მიდამოებში დესანტის მიერ განადგურებული დაჯგუფებების სრული ჩანაცვლება-შევსებაც აუცილებელი გახდა, მინიმუმზე იყო უკვე საბრძოლო მასალების მარაგიც. შეთხელებულმა ქართულმა ნაწილებმა შრომა-კამანის დაბრუნების ოპერაცია 17 ივლისს დაიწყეს. ბრძოლაში ჩაება 23-ე ბრიგადა, ქუთაისის ბატალიონი, ბატალიონი „თეთრი არწივი“ და აფხაზეთის პოლიციის ნაწილები. თავდადებული ბრძოლების მიუხედავად ქართველებმა დაკარგული პოზიციები ვეღარ დაიბრუნეს. ბრძოლის ორივე მიმართულებაზე ქართულმა მხარემ 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 800-ადამიანამდე (მშვიდობიანი მოსახლეობა და შეიარაღებული პირები ერთად) დაკარგა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო არამარტო შეიარაღებული ძალებისათვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე იმ მომენტში ბევრად უფრო მომზადებული იყო და უფრო თანამედროვე სამხედრო საშუალებებით გააჩნდა, სულ რაღაც ოცდღიან მონაკვეთში თავად ქართულმა ძალებმა გაანადგურეს 500-მდე ბოევიკი და სეპარატისტი, ჩაძირეს სამი კატარღა, ერთი მცირე ზომის გემი, ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი, გაანადგურეს ათზე მეტი ჯავშანტექნიკა, ხელში ჩაიგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება, მაგრამ გამარჯვებულები საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდნენ! ქართველები ნაალაფარ ჯავშან.ტექნიკაზე რუსეთის გენშტაბმა ოპერაცია „ქარიშხალი 777“-ით დასახული ამოცანა მნიშვნელოვანწილად შეასრულა, ვინაიდან მათ შეძლეს სოხუმის ჩრდილოეთით სანატრელი პოზიციების დაკავება, რაც მათ სოხუმის საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებლად ჭირდებოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს სიმაღლე ანუაარხუს დაკავება და ტყვარჩელის დაჯგუფების სივრცესთან მიერთება, თუმცა ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა (რაც გვაჩვენა კიდევაც 1993 წლის 16 სექტემბერს დაწყებულმა სოხუმის შტურმმა). იმდროინდელი ქართული შეიარაღებული ძალების გარკვეული წარმომადგენლები „ტამიშის დესანტის“ ოპერაციის წარმატებულ ოპერაციად წარმოჩენის მიზნით აცხადებენ, რომ ივლისში აფხაზების ამოცანას წარმოადგენდა სოხუმის დაკავება, რაც არ შეესაბამება რეალობას. სოხუმის დაკავება თეორიულად კი განიხილებოდა აფხაზების შტაბში (სიმაღლე ანუაარხუს დაკავების შემთხვევაში) და რომელიმე აფხაზ საველე მეთაურს შესაძლებელია ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გენშტაბი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი სოსნალიევი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ გეგმავდნენ ზედმეტ რისკზე წასვლას, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას დადებდნენ ქართულ მხარესთან, რომელსაც სამხედროები სათანადოდ გამოიყენებდნენ მომავალი ოპერაციის დასაგეგმად და „შეთახნმების დარღვევის ეფექტით“ კვლავაც სამხედრო წარმატებას მიაღწევდნენ, როგორც ეს გაგრის შტურმის შემთხვევაში გააკეთეს მანამდე და საერთოდ სწორედ შეთანხმების დარღვევის ეფექტი/კომპონენტი განსაზღვრავდა მათ სამხედრო წარმატებებს ომის ყველა ეტაპზე, ამიტომაც მოყვა ვ. არძინბას მკაცრი პროტესტი კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ჩასვლას 1993 წლის ივლისში, რომელიც მათ რეალურ სახეს დაანახებდა მსოფლიოს. დღეისათვის უკვე გახსნილია ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა რუსების და სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, უწყვეტ რეჟიმში მომავალი საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-მომზადება, შემდეგ ნებისმიერი ფორმალური მიზეზის მოძებნა (ცოტა უცნაურია მაგრამ, რასაც აუცილებლად აკეთებდნენ რუსეთის გენშტაბის და არძინბას დავალებით) რათა ქართული მხარე დაედანაშაულებინათ შეთანხმების დარღვევაში და მოულოდნელი თავდასხმა. ცამეტთვიანი ომის განმავლობაში ფაქტობრივად რუსებს და აფხაზებს არც ერთი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევიათ სტანდარტულ საომარ პირობებში (რამდენიმე სტრატეგიულად უმნიშვნელო სოფელი დაიკავეს), მხოლოდ შეთანხმების დარღვევის ეფექტით დაიკავეს გაგრის ზონა, შრომა-კამანი და შემდგომში სოხუმი. ეს უღირსი ბრძოლის წარმოების მეთოდი საკმაოდ გამართულად ამუშავეს სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა კრემლში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ თვლის ქართული მხარე თავს ბრძოლაში დამარცხებულად და არ აღიარებს ომის შედეგებს და სავსებით სამართლიანადაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში მოწინააღმდეგე ახლად დაკავებულ ტერიტორიაზე ქართულ მოსახლეობას მანიაკალური სისასტიკით უსწორდებოდა, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიც არის ცოცხლად დამარხვა, ბენზინით დაწვა, ორგანოების ცოცხლად მოჭრა, „სკალპის“ ახდა, გაუპატიურება, ცხედრების წაბილწვა და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას წამების გარეშე დახვრეტაც კი სანატრელი გაუხდა. ქართული მოსახლეობის განადგურების შემდეგ აფხაზები მათ სახლებს (ქართველთა კომპაქტურ ჩასახლებებში) წვავდნენ და ანგრევდნენ, „რომ არღარა ეყივლა ქათამსა“ იმ არემარეში. ასეა სრულიად გაუკაცრიელებული დღეს 15-ზე მეტი წმინდა ქართული სოფელი აფხაზეთში (იგივე გააკეთეს მოგვიანებით ცხილვალის რეგიონში, ხელწერა ერთია!). ყველაზე სამწუხაროა, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული ჯარის, უფრო სწორი ტერმინი, რომ ვიხმაროთ მოხალისეთა ლაშქარის შემადგენლობიდანაც იყო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეროვნებით აფხაზების და სომხების (იყო ქართველები მიმართაც შემთხვევები) მიმართ, იყო სასტიკი მოპყრობის და სხვა სახის სამარცხვინო კრიმინალური შემთხვევები, აღნიშნული ფაქტების მასშტაბები და დეტალები ფართო ქართული საზოგადოებისათვის უცნობია და ფაქტობრივად ტაბუირებულია, თუმცა ამჟამად აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას საკმაოდ მწარედ ახსოვს ისინი, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ურთიერთობის აღდგენას კონფლიქტიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველი ადამიანი დღეს გაიგივებულია მკვლელთან, ფაშისტთან და მათთან კომუნიკაციის მცდელობისას პირველ რიგში სწორედ მსგავს ფაქტებს ასახელებენ და არ სურთ ამ მიზეზით ქართველთან არანაირი ურთიერთობა, ასევე სამწუხაროა, რომ დღემდე არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შედგენილი ურთიერთსანდო სია თუ რა დანაკარგებია ქართულ და აფხაზურ მხარეებზე. ასეთ ვითარებას სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ მზაკვრულად, მაგრამ ეფექტურად იყენებს ქართველთა მიმართ ზიზღის მიზანმიმართულად გასაღვივებლად. მაშინ როდესაც როგორც საქართველოს პროკურატურისათვის ისე სეპარატისტთა არც თუ მცირე წრისათვის, კარგად არის ცნობილი, რომ თუ აფხაზებმა დაკარგეს 1500-2000 უიარაღო მშვიდობიანი პირი, ქართული მხრიდან ყველაზე მცირე 6000 (არსებობს ინფორმაციები 15,000 პირზეც) უიარაღო მშვიდობიანი პირია განადგურებული. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ელემენტარული საკითხიც კი ვერ მოაგვარა ქართულმა სახელმწიფომ ამდენი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემდა ერთხელ და სამუდამოდ დაგვედუმებინა აფხაზები და მიგცევა მათთვის სინანულის გამოხატვის შანსი და საშუალება, რომლებმაც ქართველი მეზობლების სახლების დაუფლების მიზნით, საკუთარი ხელითაც კი დახოცეს ისინი, მიისაკუთრეს მათი კერა და ქართველი ბავშვების სათამაშოებით აღზარდეს საკუთარი შვილები. თუმცა ჩვენ ჩვენ ქმედებებზე და ცოდვებზე მოგვიწევს პასუხისგება და აბსოლუტურად ვერაფერი ნუგეშია ის ფაქტი, რომ მათ მეტი დააშავეს! გარდა ნორმალურ აფხაზებთან ურთიერთობის გაფუჭებისა, ამავე დროს ის ღირსეული და ნამდვილი მებრძოლი ქართველები, რომლებსაც არაერთი ენითაუწერელი გმირობა ჩაიდინეს, სამწუხაროდ სწორედ ზემოხსენებული ქართველი კრიმინალების გამო არ არიან დაფასებული საქართველოში, ისე როგორც ისინი ამას იმსახურებენ და ეს ფაქტი ჯაჭვური რეაქციით ძალიან ბევრ სახელმწიფო ფუნდამენტურ საკითხს აზიანებს. მომდევნო კაპიტულანტური შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს ქალაქ სოჭში გაფორმდა, ოფიციალური დასახელებით „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“, შეთანხმების გარანტად ისევ რუსეთი დარჩა, რაც თვენახევარში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კატასტროფის წინაპირობა გახდა. სტატიის ავტორი გიორგი გიგინეიშვილი 2020 წ.