ცხინვალში საგანგებო მდგომაეობის პერიოდი გაგრძელდება
734 Views
Gori Daily
Gori · 5 months ago

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ცხინვალის რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდმა 8 აპრილიდან 20 აპრილამდე გადაიწია. რაც აგრეთვე გულისხმობს, იმ თანამშრომლების ანაზღაურების შენარჩუნებას, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ იმუშავებენ.

ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია, იმ აუცილებელი ზომების გატარებისთვის, რაც გულისხმობს რეგიონის დაცვალს, ახალი კორონა ვირუსის ეპიდემიისგან. აღნიშნული განკარგულება არ ევრცელდება სამედიცინო დაწესებულებებზე, აფთიაქებზე, მუდმივად მოქმედ ორგანიზაციებზე და ისეთ სამსახურებზე, რომლებიც ასრულებენ გადაუდებელ სამუშაოებს საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის ეპიდემიური საფრთხის შემთხვევაში, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ გადაუდებელ სარემონტო და დატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციებს.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში შეზღუდვები 18 მარტიდან დაწესდა, ხოლო 28 მარტს იგი გამკაცრდა. ცხინალის ე.წ. ხელისუფლებას 5 აპრილამდე ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთის, გარდა რუსეთის ფედერაციისა საზღვარი დაკეტილი ჰქონდა, ხოლო საქართელოსთან ყველა გამშვებ პუნქტზე გადაადგილებ აკრძალა, 5 აპრილიდან კი მიმოსვლა რუსეთთანაც ჩაკეტა. ამ დრომდე ცხინვალის რეგიონში, ახალი კორონა ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

#ცხინვალისრეგიონი #სამაჩაბლო #კორონავირუსი #goridaily
Gori Daily
Gori · 5 months ago
8
Write a comment