საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო

0
დღეიდან საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხდა. „დღეიდან ჩვენი, ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუსვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, PSP-ზე და GPC-ზე. ეს 4 ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მიწოდება მოსახლეობისთვის. ყველაზე გვიან შაბათ დღეს ყველგან ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა“, - განაცხადა თურნავამ.
#პირბადე
#ნიღაბი
#საქართველო
#კორონავირუსი
#კარანტინი
0