დედა ყველაზე მეტად მენატრება – 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე
137 Views
Primetime
Tbilisi · 5 months ago

ყველაზე მეტად დედა მენატრება – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძემ განუცხადა.

გოგონა რომელიც მამასთან, ბიძასთან, ბებიასთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამიდასთან ერთად ცხოვრობს, ფეისბუქმომხმარებლებმა „ლუღი“ შეარქვეს.

გოგონა მამასთან ერთად წლები ქობულეთში ცხოვრობდა, სადაც ტარიელ ფანჩვიძე ციტრუსის მეურნეობაში მუშაობდა.

„ახლა რომ გაჭირდა ცხოვრება და კორონავირუსმა შემოგვიტია, ძირ სახლში დავბრუნდით…ხედავთ აქ რა პირობებში ვცხოვრობთ…

არც კარი აქვს ჩვენს სახლს და არც ფანჯარა… ქრისტინა დედამ მიატოვა, არც ბავშვს აქვს სურვილი უკვე 5 წლისაა რომ დედა ნახოს… არც მოგვიკითხავს მე და ჩემს შვილს…

მე არაფერს ვაკლებ ჩემს გოგონას, რაც შემიძლია. სამუშაოც არ არის რომ სადმე ფიზიკურად ვიმუშაო, ეზოც პატარა გვაქვს სულ 30 ძირი თხილი გვაქვს და სოციალური დახმარების იმედზე ვარ…


დედა ყველაზე მეტად მენატრება - 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 5 months ago
4
Write a comment
Similar Posts