0
დღეს ბოშათა საერთაშორისო დღეა!???? ანი ანდრონიკაშვილი. მინდა ერთ ბოშა ქალზე მოგითხროთ, რომელსაც ძალიან უყვარს ტფილისი ! "ჩემი სიძე ლორდების შთამომავალია. მის წინაპრებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ინგლისის სამეფო ოჯახთან", - გვეუბნება თბილისელი ბოშა, ლილი დარციმელია. იგი არ მალავს, რომ დღევანდელი მისი ცხოვ­რება ძალიან საამურია. თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ყოველთვის კარგი პირობები ჰქონდა, კარგ წრეშიც ტრიალებდა, თუმცა, მისი წარმოშობის გამო, არც გულისტკივილი დაჰკლებია... მიუხედავად იმისა, რომ უკვე 79 წლისაა, განსაკუთრებული იუმორითა და ეშხით გამოირჩევა... - ორი წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები დახოცეს და სხვა ბავშვებთან ერთად, საქართველოში ჩამომიყვანეს... თურმე, ჩემი მომავალი დედა მეგობართან ერთად მოვიდა საბავშვო სახლში, სადაც სულ სამი დღის მიყვანილი ვიყავი. ეს ქალბატონი და მისი მეუღლე 50 წლამდე იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ... ქალბატონი როგორც კი შემოსულა, კაბის კალთაზე ვტაცე თურმე ხელი და "დედა" ვუწოდე. ვეხვეწებოდი, შენთან წამიყვანე-მეთქი... საბავშვო ბაღის გამგეს უთქვამს: ბავშვმა დედა დაგიძახათ და იქნებ წაიყვანოთ, ცოდოაო. - თურმე, ძალიან შევეცოდე. პირველად რომ მოსულა, დამპირებია, - სამ დღეში მოვალ, ახალ კაბას მოგიტან და წაგიყვანო... ეს სამი დღე კარს ვერ მაშორებდნენ. ვიძახდი, - დედა მოვა-მეთქი. მესამე დღეს მართლა მოვიდა და წამიყვანა. ოჯახი ლაღად მზრდიდა. ვერცხლის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იმ დროს თბილისი ძალიან პატარა იყო და სულ სხვანაირი ცხოვრება ჩქეფდა. ჩვენი ეზო ინტერნაციონალური გახლდათ და ერთმანეთთან ყველა შეხმატკბილებულად ვიყავით. ჩემი მშობლები იმდენად არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მე კი არა, ჩემს მეუღლესაც სიგიჟემდე უყვარდა ორივე... ძალიან კარგ სკოლაში შემიყვანეს და ისე აღმზარდეს, რომ არაფერი დაუკლიათ. ერთადერთი, სულ ვსაყვედურობდი, მუსიკაზე რატომ არ შემიყვანეთ-მეთქი? პიანინო მთელ უბანში მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ერთხელ მოიყვანეს მუსიკის პედაგოგი და მან თქვა, - ბავშვს ისეთი სმენა აქვს, პედაგოგი აღარ სჭირდება, თავისით ისწავლისო. მართლაც, გიტარასა და პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. სულ ვმღეროდი, ვცეკვავდი, სტუმრებსაც მოწყენის საშუალებას არ ვაძლევდი. ალბათ, ჩემი გენების დამსახურებაა, ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს რომ არ შემიძლია. რაღაცას მოვიმიზეზებ და ბინა აუცილებლად უნდა გადავცვალო. ძალიან მიყვარს სიახლე. უცნაურია, მაგრამ ჩემი მეუღლეც ყოველთვის სიამოვნებით მიბამდა მხარს. ლამაზად გამოსდის ბარგის ჩალაგება, ავიკიდებდით ბარგს და ყველაფერი ახალ ბინაში მიგვქონდა. ერთხელ მახსოვს, ორი კაცი იდგა ქუჩაში და ბარგაკიდებულმა რომ გავიარე, მომაძახეს: "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"))) მინდა გითხრათ, რომ მეც თქვენზე არანაკლები ქართველი ვარ! არავისზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო! უკვე 79 წლის ვარ და განვლილი ცხოვრებით ბევრჯერ დავამტკიცე, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფიქრობდნენ... დღეს უფრო ხშირად, ლონდონში მიწევს ცხოვრება და იქ ბოშების მიმართ კარგი დამოკიდებულება იგრძნობა!" ახლა კი ჩემი მოგონებიდან, რამდენი კარგი რამ გაგახსენდებათ, ეს ხომ ჩვენი თბილი თბილის ქალაქი იყო ))) ჩემი თაობა დამიდასტურებს, რომ არ ვიყავით განებივრებული ბევრი რამით, რაც ევროპის ქვეყნებში იყიდებოდა , მაგრამ იმითაც ვკმაყოფილდებოდით, რაც გვქონდა, მარტო ცირკის "მამალო " და ბატიბუტი რად ღირდა, "ციგანკები" რომ ყიდდნენ ... "რეზინზე" დამაგრებულ ფერად ბურთებს იმდენ ხანს ვარჩევდი ხოლმე )) კამფეტები, რომელიც რუსთაველზე , "ნარგიზში" იყიდებოდა- დათუნია, გრილიაჟი, სუფლე , მარმელადი ... საღეჭი რეზინი არ იყიდებოდა, " ჟუვაჩკას"გაგიკვირდებათ და ვყიდულობდი ქურთებთან და არა მარტო მე, ალბათ მთელი პირველი სკოლის ბავშვები :)  ეს ოჯახი ცხოვრობდა ოპერის უკან მდებარე სახლის სარდაფში . რომ შევიდოდი , თავისებური სუნი იდგა, მაგრამ საკმარისი იყო, დიდი რკინის კოლოფისთვის თავი აეხადათ, ისეთი სუნი ამოვარდებოდა ხოლმე , ერთი სული მქონდა, როდის გავხსნიდი... რუსთაველზე რამდენი ბოშის ქალები დადიოდნენ ზურგზე მოგდებული ბავშვებით და გვთავაზობდნენ მკითხაობას ! ოღონდ თავი დაენებებინათ და ხურდებს ვუყრიდი ხელში :) ეს ამბები იმიტომ გავიხსენე, რომ დღეს ბოშათა საერთაშორისო დღეა ! ეს დღესასწაული აღინიშნება 1971 წლის 8 აპრილიდან, იმ დღიდან, როდესაც მსოფლიოს 39 ქვეყნის ბოშები შეკრებილან ლონდონში, დაუწესებიათ ბოშათა საერთაშორისო საბჭო, მიუღიათ საკუთარი ჰიმნი და გერბი ! ჰიმნი რომ მაგარი ექნებათ, ეჭვიც არ მეპარება :))) გერბი კი ასეთი აქვთ -ზევით- ლურჯი ცა, ქვევით- ხასხასა მწვანე ბალახი და შუაში- ფორთოხლისფერი ბორბალი, მიხვდებით რატომაც :) არ მეგულება ადამიანი ბოშურ "ჩავალეზე" მხრები არ აუთამაშდეს მისდაუნებურად და კარგ ხასიათზე არ დადგეს ! მე კი ბავშვობიდან მიყვარს ეს ამაყი ხალხი , ცხოვრების სიყვარულის ჟინით შეპყრობილი და მუდამ იმედიანი... მოსკოვში რომ ჩავიდოდით, მამა იმდღესვე ყიდულობდა ბილეთს "რომენის" თეატრში , სლიჩენკო კი მისი მეგობარი იყო!
0