ქართული პირბადეები აფთიაქში 50 თეთრად გაიყიდება, ერთ ადამიანზე მაქსიმუმ 3 ცალი — თურნავა

ByOn.geGeorgia
0
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევა და მისი გაყიდვა დაიწყება. ამ თემაზე მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. საწყის ეტაპზე სახელმწიფო აფთიაქებს 400 000 პირბადეს მიაწვდის, რომლის ფასიც 50 თეთრი იქნება. ერთ ადამიანს 3 ცალი პირბადის შეძენა შეეძლება.
#news
#politics
#Coronavirus
#Covid19
ByOn.geGeorgia
0