ვანში ინფიცირებული ქალბატონის მეუღლესა და სიძეს კორონავირუსი დაუდგინდათ

0
ვანში კოვიდ 19-ით დაინფიცირებული 75 წლის ქალის მეუღლეს, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია და მათ სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. თვითიზოლაციაშია კიდევ 30 ადამიანი, ვისაც 75 წლის ქალბატონთან ჰქონდა შეხება. მათ ექიმები აკვირდებიან. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვანში გამკაცრდა ზომები და ორი ბლოკ-პოსტი მოეწყო. სამართალდამცველები და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ მოქალაქეების გადაადგილებას. პუნქტებზე მოსახლეობას პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდება.
#ვანი
#კორონავირუსი
#kutaisidaily
0