ათასობით სკოლის მოსწავლე დღეს ვერ იღებს სრულყოფილ განათლებას და ვერ ესწრება გაკვეთილებს - საბა ბუაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141065 ათასობით სკოლის მოსწავლე დღეს ვერ იღებს სრულყოფილ განათლებას და ვერ ესწრება გაკვეთილებს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა. , , ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები. კრიზისმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ის სირთულეები, რომლებიც განათლების სისტემაში წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. დღეს დისტანციური სწავლების პროცესში წარმატება მხოლოდ გამონაკლისია და არა ფართოდ დამკვიდრებული შედეგი. ათასობით სკოლის მოსწავლე დღეს ვერ იღებს სრულყოფილ განათლებას, ვერ ესწრება გაკვეთილებს და არ აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ ჩაერთოს სასწავლო პროცესში. საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების აუცილებლობამ, შესაძლოა, გააღრმავოს სოციალური უთანასწორობა მოსწავლეთა შორის, რადგან საქართველოში კომპიუტერის ფლობა და გამოყენება ხშირად ფუფუნებაა. ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმისაწვდომობის პრობლემა მწვავედ დგას რეგიონებში, განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიან ნაწილში. სამწუხაროდ, განათლების მინისტრის ბრიფინგები შეზღუდულ ინფორმაციას იძლევა საგანმანათლებლო პროცესში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც სათანადოდ ვერ ახდენს საზოგადოების ინფორმირებას. მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესი უკვე მესამე კვირაა, ვირტუალურად მიმდინარეობს და ჯერ კიდევ უცნობია, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სოციალური დისტანცირების ღონისძიებები, მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული. იმისათვის, რომ დავგეგმოთ ჩვენი სამომავლო ნაბიჯები, აუცილებელია: ზუსტად დავადგინოთ, თუ რამდენ მოსწავლეს და მასწავლებელს მიუწვდება ხელი ისეთ ინტერნეტზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, დაუბრკოლებლად ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში. სამინისტრომ აღრიცხოს იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებსაც სახლში გააჩნიათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო კომპიუტერული მოწყობილობები; >შეფასდეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაკავშირებულია მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხრიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან; სამინისტრომ წარმოადგინოს ის ხედვები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უკავშირდება; სამინისტრომ საზოგადოებას მსჯელობისთვის შესთავაზოს ის ალტერნატივები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სწრაფად და ეფექტურად დავძლიოთ კრიზისით გამწვავებული პრობლემები; მისასალმებელია ის ინიციატივები, რომლებსაც განათლების სამინისტრო კრიზისთან გასამკლავებლად ახორციელებს. თუმცა, საგანმანათლებლო სფეროში მიღწეული რამდენიმე პოზიტიური შედეგის მიუხედავად, ეს არ არის საკმარისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, "ლელო საქართველოსთვის" მოუწოდებს განათლების სამინისტროს, დაიწყოს დისკუსია იმ გეგმის შესახებ, რომელიც არსებული საჭიროებების მოგვარებას შეეხება’’, - განაცხადა საბა ბუაძემ.
0