ოპელი, მართლა ვერ გევიგე, დარჩით სახლში, რომ ჩვენ ფული ვაკეთოთო?!-ჯაფარიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141070 ჩვენი ერთი ლარით გააკეთეს ჩვენი ფულით დაფინანსებულ საწარმოში ერთი პირბადე, მერე ამას დაუმატეს ჩვენი 50 თეთრი და ახლა უნდა მოგვყიდონ 50 თეთრად. ანუ ერთი პირბადე ჩვენ გვიჯდება 2 ლარი- წერს სოციალურ ქსელში დიპლომატი და ყოფილი ელჩი გია ჯაფარიძე. მისივე თქმით, იმპორტირებული პირბადეები ბევრად უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე საქართველოში წარმოებული. "არ არსებობს სახელმწიფოს ფული. სახელმწიფოს ფული ესაა ჩვენი გადახდილი გადასახადები, რომელსაც ხარჯავს მთავრობა, როგორც სურს ისე. ან არის მთავრობის აღებული ვალი, რომელიც მერე უნდა გადავიხადოთ ისევ ჩვენი შრომით. სახელმწიფო ბიუროკრატიასაც ხელფასს ვუხდით ჩვენი შრომით. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში უწარმოებიათ 400 000 ცალი პირბადე. ერთ პირზე სამ ცალზე მეტი არ გაიყიდებაო. ერთი პირი ორ აფთიაქში წავა რა პრობლემაა. ანუ არავის ეყოფა პირბადეების ეს რაოდენობა. პირბადე ეღირება 50 თეთრი, რადგან სახელმწიფო მოახდენს ფასის ნახევრის სუბსიდირებასო, ესე იგი ერთი პირბადის წარმოება ღირს 1 ლარი. ანუ ჩვენი ფულით ნაწარმოებ პროდუქტს ჩვენივე ფულით დამატებით დააფინანსებს სახელმწიფო, რომ მერე ჩვენი ფულით გაკეთებული პროდუქტი ჩვენვე მოგვყიდოს 50 თეთრად. კიდევ ერთხელ - ანუ ჩვენი ერთი ლარით გააკეთეს ჩვენი ფულით დაფინანსებულ საწარმოში ერთი პირბადე, მერე ამას დაუმატეს ჩვენი 50 თეთრი და ახლა უნდა მოგვყიდონ 50 თეთრად. ანუ ერთი პირბადე ჩვენ გვიჯდება 2 ლარი. და ამას გვტენიან წარმატებად. ესაა ეფექტური ხარჯვა ჩვენი ფულის. ამ დროს კრიზისამდე შემოტანილი, სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, პირბადე ღირდა 10 თეთრი. ახლა გაძვირდა მსოფლიოს ბაზარზე. მაგრამ გაძვირებულის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ. შემოტანილი შეიძლება დაჯდეს უფრო იაფი. ოპელი, მართლა ვერ გევიგე, დარჩით სახლში, რომ ჩვენ ფული ვაკეთოთო?! "მადლობა კორუპციისთვის" - ეს ფრეიმი დაიყენეთ და გავაზიარებთ ტყუილ სტატისტიკასთან ერთად", -წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
0