ყველასთვის ცნობილია, რომ მოდელი მკაცრ სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს, თუმცა საზოგადოებაში მოდელის სტანდარტებზე ბევრი მითი არსებობს. ყველაზე გავრცელებული მითი, რომელიც რეალობას არ შეესაბამება 90-60-90-ია. თითქმის არც ერთი წარმატებული სუპერმოდელი, არც დიდებული 90-იანი წლებიდან და არც ახლა, არ ჯდება საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ „იდეალურ 90-60-90“ სტანდარტში. მეტიც, წლების განმავლობაში, ამ პარამეტრების გამო, გოგონებს იწუნებდნენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ 90 მკერდი და თეძო მოდელის სტანდარტისთვის დაშვებულზე დიდია.
მოდელის სტანდარტებზე გავრცელებული ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, სიმაღლეს უკავშირდება, თუმცა საზოგადოების წარმოდგენა ტანდაბალ, კარგ, მაღალ სიმაღლესთან შედარებით მაინც განსხვავდება სამოდელო ბიზნესში არსებული სტანდარტებისგან.
თუ საზოგადოებაში მიღებულია, რომ 1.70 არის „ქალისთვის კარგი სიმაღლე“, ხოლო 1.75 მაღალი, მოდის ინდუსტრიაში, 1.70 სიმაღლის გოგონებს მოიხსენიებენ, როგორც „ტანდაბალ მოდელებს“, 1.75 - დამაკმაყოფილებელი, 1.80 - მაღალი.
წარმატებული მოდელების 90% მართლაც მაღალია. ჩვეულებრივ, ისინი 1.75 – 1.85 სიმაღლის არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, რომელთა სიმაღლე 1.68 – 1.72 -ია.
საშა პივოვაროვა
რუსი ტოპ მოდელი, რომელიც 2020 წლის სექტემბერში, გახდა მე-12 მოდელი, ვინც ვოგის 60 ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა. საშამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სიმაღლეში 1.70-1.71-ია, მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სააგენტოები ხშირად წარადგენენ, როგორც 1.75-ს.
საშა 1.76 სიმაღლის ნატაშა პოლის გვერდით.
სარა სამპაიო
პორტუგალიელი მოდელი, რომელმაც სახელი ვიქტორია სეკრეტთან თანამშრომლობით გაითქვა. სამპაიო ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებში ყველაზე ტანდაბალი მოდელია. მისი სიმაღლე 1.70-.172-ია.
სარა სხვა მოდელების გვერდით.
ჰალიმა ადენი
ვოგის პირველი ჰიჯაბიანი მოდელი, რომელიც შარშან Sports Illustrated - ის პირველი ჰიჯაბიანი სახეც გახდა. ჰალიმას სიმაღლეზე უტყუარი ინფორმაცია არ მოიძებნება, თუმცა პოდიუმზე, კულისებში, თუ წვეულებებში, სხვა მოდელებთან შედარებით, მისი სიმაღლე შესამჩნევია.
ანა ევერსი
ახალი თაობის საკულტო სახე, რომელიც გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. გერმანელ მოდელს სამოდელო სააგენტოები 1.75 სიმაღლით წარადგენენ, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, სიმაღლეში 1.71-ია.
ანა სხვა მოდელების გვერდით.
ქეით მოსი
ლეგენდარული სუპერმოდელი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. ბრიტანელი ყველაზე დროის ყველაზე წარმატებული ტანდაბალი მოდელია. ქეითი სიმაღლეში 1.68-1.70-ია.
ქეთი კრისტი ტორლინგრონის და კლაუდია შიფერის გვერდით.