ვის ჩაუტარედება აგრესიული ტესტირება?

0
ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. ცნობილი გახდა ის ჯგუფები, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებები, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები. დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი ასევე ჩაუტარდებათ თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებსა და მაღალი რისკის კონტინგენტსაც. „ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები; სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები; სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან; პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით). უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში, მათ შორის უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე (პჯრ არ ესაჭიროებათ) რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც აღენიშნება COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ: ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს; ჰოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით; ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება. ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. , , ცხელების კლინიკებში“ შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში პჯრ მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პჯრ მეთოდით კვლევისათვის. თუ პასუხი დადებითია, შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სავარაუდო შემთხვევის შესახებ; თუ პაციენტის მართვა შესაძლებელია სახლში, მას უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი; გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ პასუხი უარყოფითია, განმეორებით უტარდება ტესტირება ანტისხეულებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
#აგრესიულიტესტირება
#კორონავირუსი
#პანდემია
#tbilisidaily
0