ზუგდიდში პურის შეფუთვებზე წარწერები “ქუდოსკიდიყუდეს” მოათავსეს.

0
ზუგდიდში პურის შეფუთვებზე წარწერები “ქუდოსკიდიყუდეს” მოათავსეს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უამრავი კამპანია ხორციელდება, კამპანიაში მონაწილეობა მიიღო ასოციციაცია “ათინათმა” და გადაწყვიტა ეკო-პარკებზე შემდეგი წარწერის მოთავსება, მეგრულად
#ქუდოსკიდიყუდეს
ანუ
#დარჩისახლში
. ამის მიზანი კი მოსახლეობისთვის იმის შეხსენებაა, რომ სახლში დარჩენენ. ათინათის აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ყალიჩავა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: "გადავწყვიტეთ, რომ შევუერთდეთ კამპანიას "დარჩი სახლში". ვინაიდან სამეგრელოში ვართ, გადავწყვიტეთ წარწერა მეგრულად გაგვეკეთებინა, რომ ყოფილიყო მშობლიური, თბილი, გასაგები ყველასთვის. ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთებია, მოგეხსენებათ რომ "ათინათი" დიდი ხანია ცდილობს პლასტიკის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანოს. მეუნარგიას ქუჩაზე მდებარე "სპარის" და პურსაცხობი "ლეკოს" ადმინისტრაციამ დიდი ენთუზიაზმით გაიზიარა ჩვენი ეს ინიციატივა და საკუთარი წარმოების ძალიან გემრიელი პური დახლზე სწორედ ასეთი შეფუთვით დევს. იმედი მაქვს, ის ადამიანები, რომლებიც შეიძენენ პროდუქტს მსგავსი წარწერით, გაიზიარებენ ჩვენს იდეას, რომ შექმნილ ვითარებაში "ქუდოსკიდ ყუდეს" არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ვაკეთებთ."
#ზუგდიდი
#ათინათი
#დარჩისახლში
#ქუდოსკიდიყუდეს
#კამპანია
#კორონავირუსი
#პრევენცია
#zugdididaily
0