Freedom

0
"იყავით ყურადღებით, არ გაუშვათ მომენტი, იმიტომ, რომ ეს მომენტი არ გაგრძელდება, მხოლოდ ერთი წამით არის მოცემული. თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ ეს წამი, მხოლოდ ფიზიკურ სივრცესა და დროში კი არა, რაღაც შინაგან დროში და სივრცეში. როგორ გააფართოვოთ? - შრომით. მთელი თქვენი ძალების კონცენტრაციით, ყურადღებით, რაც მთავარია, შრომის არ გადადებით. არ უნდა გადადო! რაღაც მომეჩვენა, რაღაცამ გაიბრწყინა, შთაგონებაა, ან არ მცალია, არ მინდა მოვიცალო ამისთვის, რომ გავიგო, გავშიფრო, ან ვფიქრობ, რომ ხვალ უფრო ჯანზე ვიქნები და მოვჭკვიანდები და გავიგებ და მაშინ ვერაფერს ვერ გაიგებ, და სამუდამოდ არარაობაში წავა არსი და ყოფიერება. რადგან შენ არ იყავი შენს ადგილას, მთლიან კონცენტრაციაში, ყურადღებაში და ამით შენ შეიყვანდი იმას, რაც აკაკუნებდა არსებობის კარებზე, ამ კარზე აკაკუნებდა და ეს კარი დაკეტილი დახვდა, შენ ვერ შეიყვანე არსებობაში. აქ არის ნიშანი იმისა, და ეს მთავარი მომენტია - ადამიანის საკუთარი ძალისხმევა, როგორც რაღაცის არსებობაში შეყვანის კარი, ანუ გზა. თუ არ არის ეს ძალისხმევა, მაშინ - თავისთავად არაფერი არ არსებობს, არ არსებობს თვისთავად მოქმედი მექანიზმები, კანონები, გარანტიები. არაფერი არ სრულდება იმის გარეშე, თუ არ ხდება ჩართვა ჩვენი ძალისხმევისა."
#goodplaces
#opinion
#photo
#art
0