9 votes
0 comments
3 shares
Save
გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
99 views
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატების ერთობლივ ღია წერილს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში საქართველოს გვერდით დგომისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

#გიორგიგახარია #მადლობა #საერთაშორისოპარტნიორები #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს ქართველი ერი, რომელიც მტკიცედ ადგას თავისუფლების, დემოკრატიის განმტკიცების, ძლიერი ეკონომიკის მშენებლობის და თავისი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზას. „ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამ პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ მხარში უდგას საქართველოს. ჩვენ ერთად დავძლიეთ ბევრი გამოწვევა, მივაღწიეთ ბევრ მიზანს და ბევრი ერთობლივი წარმატების მომსწრენიც გავხდით. დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ამ ბრძოლიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ, როგორც სახელმწიფოები, როგორც პარტნიორები და მოკავშირეები“, – აცხადებს გიორგი გახარია. პრემიერის შეფასებით, საამაყოა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. „ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიზიდოს მეტი ამერიკული ინვესტიცია და კომპანია საქართველოში. უხილავ მტერთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის აშშ-ის ახალ ელჩ კელი დეგნანს და საელჩოს მთელს გუნდს. „წელს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი გვყავს. მადლობას ვუხდი გაწეული ძალისხმევისთვის ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ამერიკის საელჩოს მთელს გუნდს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენს ერებს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს გიორგი გახარია.
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 week ago
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრ
ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრ
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 weeks ago
გიორგი გახარია - საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა
საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა, – ასე ეხმაურება საქა
გიორგი გახარია - საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა
საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა, – ასე ეხმაურება საქა
Geo News Now
Gori · 2 months ago
გიორგი გახარია: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო
გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური მოქალაქეებს, ექიმებს, პოლიციას და ჯარს მადლობას უხდის. „გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ.მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ჩვენს პოლიციას და ჯარს, რომელიც ზრუნავს არამხოლოდ კანონის აღსრულებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს პირად ინტერესზე მაღლა, საზოგადოებრივ ინტერესს და კეთილდღეობას აყენებთ. წინ მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობით, შემართებით და ერთიანობით, ჩვენ ამ ურთულეს გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ. სწორედ ასე, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობით, კეთილგონიერებით და ერთობლივი ძალისხმევით შენდება წარმატებული სახელმწიფო! კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.#დარჩისახლში“, - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
გიორგი გახარია - საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს
საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მს
გიორგი გახარია - საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს
საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მს
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
გავუფრთხილდეთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, გმირ ექიმებს - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯანმრთელობის მს
გავუფრთხილდეთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, გმირ ექიმებს - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯანმრთელობის მს
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
გიორგი გახარიამ ექიმებს მიმართა - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედ
გიორგი გახარიამ ექიმებს მიმართა - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედ
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
პრემიერი- საქართველოს "მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა კიდევ ერთი მიღწევაა
საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკ
პრემიერი-  საქართველოს "მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა კიდევ ერთი მიღწევაა
საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 2 weeks ago
მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის მხარდაჭერისთვის - ზალკალიანი
„მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორე
„მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორე
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
გახარია: საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი
წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწ
გახარია: საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი
წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწ