სად დავემალოთ შიშს?

0
ჩვენ გამუდმებით გვასწავლიან ტელევიზორებიდან როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან რომელმაც მთელი მსოფლიოს გულის ცემა შეაჩერა, მაგრამ არავინ გვასწავლის როგორ გავექცეთ შიშს რომელიც ამავე ვირუსმა დათესა... მე მახსოვს ომი, მახსოვს ხილული მტერი და ხმა ტყვიების, ბევრი კადრი და ფილმი მინახავს მაგრამ ასეთი ჩუმი ომი არასდროს... როგორ ვებრძოლოთ მტერს რომელიც არ იცი სადაა ჩასაფრებული, როდის მოგეწებება და დაგანგრევს შიგნიდან, სახლში დავემალე მაგრამ რა ვუყო შიშს რომელიც სახლშიც შემომყვა, ჩემთან ერთად იძინებს და ჩემთან ერთად იღვიძებს... დედასთან ჩახუტების, მეგობრებთან მიახლოების, სიყვარულის შიშს სად დავემალო? რატომ არ გვასწავლით მეგობრებო ამ შიშთან ბრძოლას... ვირუსი არ ვიცი მაგრამ შიში ნამდვილად მკლავს თან ნელა და წამებით....
#კორონავირუსი
#შიში
#ომი
0