ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით - ლევან გოფოძე

0
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული გვიან მიმართვით, ამიტომ აც აუცილებელია ყველამ სიმტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს. გოფოძის თქმით, მის კლინიკაში ამ დროისთვის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ არის. „ჩვენთან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არც ერთი არ არის. ფაქტია, რომ საერთოდ ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული გვიან მიმართვით და არა მარტო ამ ვირუსის. ჩვენ გვყავს რეანიმაციაში პაციენტები მართვით სუნთქვაზე და მძიმე მდგომარებაში, რომელთაც ბაქტერიული პნევმონია აქვთ, მაგრამ არც ერთს კოვიდინფექცია არ აქვთ, თუმცა ბევრად უფრო მძიმეა მათი მდგომარეობა, ვიდრე კოვიდინფიცირებულების. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, როდესაც დაგვიანებით მივმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია, ” - განაცხადა გოფოძემ.
#კორონავირუსი
#პაციენტი
#სიმპტომი
#კლინიკა
#tbilisidaily
y
0