მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა

ByM.m.m.Georgia
0
ბრიტანელმა ვეტერანმა, ალბერტ ჩემბერსმა 3-კვირიანი ბრძოლის შემდეგ COVID-19 დაამარცხა და საავადმყოფო დატოვა. ის ქალაქ დონკასტერის კლინიკაში ხელის დაზიანების გამო მოხვდა, თუმცა მოგვიანებით მედიკოსებმა მას კორონავირუსის სიმპტომები ადრეულ სტადიაზე აღმოუჩინეს. საბედნიეროდ, ასაკოვანი მამაკაცი სახიფათო ვირუსისგან სრულიად განიკურნა. ამჟამად ჩემბერსი 99 წლისაა. სამედიცინო პერსონალმა ხნიერი პაციენტი კლინიკიდან ტაშის თანხლებით გააცილა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ალბერტმა 3 წელი ტყვეობაში გაატარა. მიუხედავად ამისა, დღეს ის თავს შესანიშნავად გრძნობს.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ბრიტანეთი
#სიახლე
#coronavirus
#pandemic
#UK
#news
ByM.m.m.Georgia
0