მსოფლიოში კორონავირუსს 97 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1 632 512 კი დაინფიცირდა

0
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 97 582-ს მიაღწია. ვირუსს ყველაზე ბევრი ადამიანი იტალიაში ემსხვერპლა (18 279). მეორე ადგილზეა აშშ (17 055), მესამე ადგილზე კი ესპანეთი (15 843). ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 632 512 ადამიანი დაინფიცირდა, 366 526 კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
#politics
#news
#opinion
#goodplaces
#photo
#coronavirus
Tbilisi
Kutaisi
Batumi
Sokhumi
0