კენი დალგლიშს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ByM.m.m.Georgia
0
ლივერპულის და სელტიკის ყოფილ ფეხბურთელს, კენი დალგლიშს კორონავირუსი დაუდგინდა. ლეგენდარულ ფეხბურთელს COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, დალგლიშმა ფეხბურთის თამაში შოტლანდიურ სელტიკში დაიწყო, სადაც მან 20-ზე მეტი ტიტული მოიგო. გარდა ამისა, დალგლიში ლივერპულის ღირსებას 1977-1980 წლებში იცავდა, სადაც მერსისაიდელ გულშემატკივარს თავი შეაყვარა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მან სამწვრთნელო საქმე წამოიწყო - 1985-1991 და 2011/2012 წლებში ის ლივერპულის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
#დალგლიში
#ლივერპული
#სელტიკი
#კორონავირუსი
#ფეხბურთი
#dalglish
#liverpool
#celtic
#UK
#Scotland
#England
#სპორტი
#sport
ByM.m.m.Georgia
0