ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლი იწვის.

0
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლი იწვის. ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს თაბუკაშვილის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სამედიცინო სამსახურის ბრიგადა. საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა მჭიდრო უბანში მდებარეობს, მაგრამ ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. თვითმხილველების თქმით ხანძარი სახურავს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრება სახლიდან გამოსვლა მოასწრეს. ამ წუთებში სამაშველო სამსახური ცდილობს ხანძრის ჩაქრობას.
#ზუგდიდი
#ხანძარი
#თაბუკაშვილი
#სამაშველო
#სახანძრო
#სამედიცინო
#zugdididaily
0