4 votes
0 comments
0 shares
Save
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
76 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

ლევან რატიანმა აღნიშნა, გამოჯანმრთელებული პაციენტები დღეს ან ხვალ გაეწერებიან კლინიკიდან.

მისივე თქმით, კლინიკაში იმყოფება სამი ბავშვი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია.

„კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით, არც ერთ მოზარდთან კორონავირუსის დამახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი“, – განაცხადა რატიანმა.

მისვე თქმით, კლინიკაში მყოფ 37 პაციენტთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონიის სურათი.

„რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, ბოლო 48 საათის წინ მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო, დასჭირვებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა, საბედნიეროდ, ამ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. მის ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია სტაბილურია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული ეტაპი გადავლახეთ. დღეს ველოდებით ხუთ ადამიანის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

#stopcovid #coronavirus #covid19 #კორონავირუსი


Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
ლევან რატიანმა აღნიშნა, გამოჯანმრთელებული პაციენტები დღეს ან ხვალ გაეწერებიან კლინიკიდან. მისივე თქმით, კლინიკაში იმყოფება სამი ბავშვი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. „კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით, არც ერთ მოზარდთან კორონავირუსის დამახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი“, – განაცხადა რატიანმა. მისვე თქმით, კლინიკაში მყოფ 37 პაციენტთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონიის სურათი. „რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, ბოლო 48 საათის წინ მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო, დასჭირვებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა, საბედნიეროდ, ამ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. მის ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია სტაბილურია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული ეტაპი გადავლახეთ. დღეს ველოდებით ხუთ ადამიანის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.#stopcovid #coronavirus #covid19 #კორონავირუსიი
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
დღეს ველოდებით 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას - ლევან რატიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან. მათ შორის ერთი 35 კვირის ორსულია. „იცით, რომ ჩვენს კლინიკაში 2 ორსულია. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების, სტაბილურია. ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს განმეორებით გაიგზავნება ანალიზი და თუ დღის ბოლომდე მოვიდა უარყოფითი პასუხი, ქალბატონი გაეწერება ბინაზე. დღეს ველოდებით უკვე 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას. ამასთანავე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთ მათგანთან კოვიდითვის დაახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი. იცით, რომ აქედან 37 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონიის სურათი. გრძელდება მკურნალობა და მოიტორინგი,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.#კორონავირუსი #ლევანრატიანი #გამოჯანმრთელება #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
კოვიდინფიცირებული 88 პაციენტიდან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. კლინიკაში მკურნალობას 88 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს. ამჟამად ლუგარის ლაბორატორიიდან 15-მდე პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან, რომლებიც საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული შემთხვევა. ერთ პაციენტთან მოგვივიდა პროტოკოლის გათვალისწინებით, უარყოფითი შედეგი და ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3 ნაზალურ სიპაპზეა, ასევე მძიმეა 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით, 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზი. ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ, სავარაუდოდ, ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხება 3 მოზარდ პაციენტს, მათი მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს. არანაირი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ყველა მედპერსონალის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაშია გადმოყვანილი, სტაბილურია, გართულებების გარეშეა ამ ეტაპზე. ბოლო 24 საათია არც ერთ მათგანთან, განსაკუთრებით 2 სტუდენტთან, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, არ დაფიქსირებულა კოვიდინფექციის არანაირი კლინიკური გამოვლინება. დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც მივიღეთ გუშინ, ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ერთ მათგანთან გამოვლინდა მწვავე პნევმონია და მკურნალობს სიმპტომურად,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.#კორონავირუსი #პანდემია #ინფიცირებული #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი, რაც ძალიან გვახარებს - რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია. მისი თქმით, დღეს კლინიკას 4 გამოჯანრთელებული პაციენტი დატოვებს. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი, რაც ძალიან გვახარებს - 28 კოვიდინფიცირებული. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ამ ეტაპზე წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკითაა. დანარჩენ პაციენტებთან, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ვაკვირდებით, ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხებს და იმედია, რამდენიმე დღეში ყველა დატოვებს კლინიკას. ბოლო 10 დღეა ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ ყოფილა. 28-დან მხოლოდ ერთი ითვლება მძიმედ, დანარჩენი 27-თან პრაქტიკულად არანაირი კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. გავწერეთ 4 და დღეს ველოდებით 11 პირველად პასუხს და იმედია, ესენიც დატოვებენ კლინიკას. მალე, სავარაუდოდ, ჩვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა რატიანმა.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
81 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია - ლევან რატიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, სამი პაციენტიდან, რომლებიც არიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „სამი პაციენტიდან, ვინც არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ფაქტობრივად ტერმინალურია. დანარჩენ 2 პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, მინდა გითხრათ, რომ კლინიკურად სახეზეა ფილტვის, გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს რომ არის უკვე მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ,“- განაცხადა ლევან რატიანმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 57 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, რეანიმაციაში იმყოფება 8, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა 3, ხუთი პაციენტი კი - სპონტანურ სუნთქვაზეა.#კორონავირუსი #პანდემია #ლევანრატიანი #პაციენტები #კრიტიკულიმდგომარეობა #tbilisidaily
Headline
Tbilisi · 3 months ago
ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მისივე თქმით, ასევე სტაბილურია იმ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი. „გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად საბედნიეროდ მხოლოდ და მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა მოვიდა, დანარჩენი კი - უარყოფითი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს პაციენტები, რომლებიც აქ არიან სამი ათეული დღეა, დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში. ახლგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი, ამ ეტაპზე სტაბილურია და იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხებ ორსულის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკური გამოვლინებები არ დგინდება. მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ არცერთი სიმპტომი არ გამოგვრჩეს“,-განაცხადა ლევან რატიანმა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოწვეყნებულია ipn.ge-ს მიერ. #news #headline #Covid19 #Feedc
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
რა წესები უნდა დაიცვან ონკოპაციენტებმა კორონავირუსის პანდემიის დროს
ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ხშირად იწვევს იმას, რომ პაციენტის იმუნური სისტემა სხვაგვარად მუშაობას იწყებს (როგორც წესი, უფრო ცუდად, მაგრამ ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდება, რაც ორგანიზმისთვის კარგი სულაც არ არის). ამიტომაც დიდ ბრიტანეთში ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით მკურნალობისას ადამიანებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიაკუთვნებენ. ამ კატეგორიაში შედიან ისინიც, ვინც იმუნოთერაპიის კურსს გადიან და მონოკლონალურ ანტისხეულებს, PARP ინჰიბიტორებს ან იმუნოდეპრესიულ საშუალებებს იღებენ. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ნიუანსები არსებობს. მაგალითად, უცნობია, სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება იქონიოს იმუნოთერაპიამ ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარებასა და მის მიმდინარეობაზე, მაგრამ გონივრულია მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ნამდვილად საშიში იყოს. ანალოგიურ საფრთხეში არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძვლის ტვინი ან ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს. იმუნური სისტემა ცუდად მუშაობს ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების დროსაც. მაგალითად, ეს არის ლეიკემია, ლიმფომა და მიელომა. ამ ყველაფრის შედეგად, ადამიანი ინფექციური დაავადებებისადმი მგრძნობიარე ხდება და (ან) მათ შემთხვევაში COVID-19 რთულად მიმდინარეობს. სხვათა შორის, თუ თქვენ ენდოკრინული თერაპიის კურსს იტარებთ, როგორც წესი, ამ დროს პრობლემები არ წარმოიქმნება. ეს პროცედურა იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე ცუდად არ მოქმედებს. თუ ონკოლოგიური დაავადება წარსულს ჩაბარდა და ადამიანი რემისიის პროცესშია, მაშინ იმუნური სისტემა თანდათან ნორმალურ დონეს უნდა დაუბრუნდეს. მაგალითად, სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში რისკი განსაკუთრებით მაღალია. თუ თქვენ COVID-19-ის სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს! თუ თქვენ ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები გამოგივლინდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. დაღლილობა და მომატებული ტემპერატურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ COVID-19- ის სიმპტომები, არამედ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შედეგი. თუმცა უმჯობესია, ეს საკითხი ონკოლოგთან განიხილოთ. ამ შემთხვევაში, ექიმთან დაუყოვნებლივ ჩაწერა და ვიზიტის დანიშვნა ნამდვილად არ ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობის შესახებ მას არ გააფრთხილებთ. სპეცილისტების განმარტებით, ყველაზე უსიამოვნო, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს არის ის, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი თავის სიმპტომებზე წინასწარ არაფერს იტყვის, ის მთელ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს დააინფიცირებს. ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენისას, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ ოჯახის წევრებისგან იზოლაცია დაგჭირდეთ. თუმცა ხანდახან ჰოსტიპალიზაციაც საჭირო ხდება. ამიტომაც უმჯობესია წინასწარ ჩაალაგოთ ყველაფერი, რაც შეიძლება საავადმყოფოში დაგჭირდეთ: - საგანგებო კომუნიკაციისთვის საჭირო კონტაქტების ჩამონათვალი; - იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც თქვენ იღებთ (აქვე უნდა მიუთითოთ მიღების სიხშირე და დოზა); - ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიც არის კბილის ჯაგრისი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მედიკამენტები. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შეჩერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა კიდევ უფრო ცუდად დაიწყებს მუშაობას და სერიოზული გართულებების რისკი მეტად გაიზრდება. როდის უნდა განახლდეს მკურნალობა, საკამათო საკითხია. ზოგიერთი ონკოლოგი COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან ორი კვირის გასვლას ელოდება, სხვებისთვის კი ახალი კორონავირუსის ტესტის ერთი უარყოფითი პასუხიც კი საკმარისია. უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვას ონკოლოგიურმა პაციენტმა? ონკოლოგიურმა პაციენტმა უსაფრთხოების უფრო გამკაცრებული ძირითადი ზომები უნდა დაიცვას: - ხელები სწორად დაიბანეთ და ფრჩხილები მოკლედ დაიჭერით (გრძელი ფრჩხილების პირობებში ხელის კარგად დაბანა უფრო რთულია); - დარჩით სახლში და თუ გარეთ გახვალთ, ხალხს მოერიდეთ. ორი მეტრის ან უფრო მეტი დისტანცია საუკეთესო ვარიანტია. სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ თქვენი ოჯახის წევრებმაც იგივე წესები უნდა დაიცვან. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, მათგან იზოლაციაში უნდა იყოთ. მაგალითად, საკუთარ თავს ერთი ოთახი გამოუყავით და შეეცადეთ, ოჯახის სხვა წევრებს არ მიუახლოვდეთ. ხშირად გაანიავეთ სახლი, ზედაპირებს დეზინფექცია ჩაუტარეთ და მხოლოდ თქვენთვის გამოყოფილი პირსახოცით ისარგებლეთ. - არ ეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები აქვთ. თუმცა შესაძლოა, ექიმმა სხვა რეკომენდაციაც გასცეს. მაგალითად, თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისედაც შეზღუდულია, შეიძლება დამატებითი შეზღუდვა მოიხსნას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს სპეციალური რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ თქვენ სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი უნდა ატაროთ, თუ გრიპის ან ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები არ გაქვთ. თუმცა ზოგიერთი ექიმი ასეთ რეკომენდაციასაც გასცემს. ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ და თუ შესაძლებელია, მკურნალობა გადადეთ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დღეს განსაკუთრებით საშიშია. აქ ადვილად შეიძლება დაინფიცირდეთ ახალი კორნავირუსით, რაც განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. ამიტომაც თუ სამედიცინო კონსულტაცია შეგიძლიათ დისტანციურად მიიღოთ, უმჯობესია ასე მოიქცეთ. როგორ მოვემზადო დისტანციური კონსულტაციისთვის? მოცემულ სიტუაციაში ექიმი მაქსიმალურად შეეცდება, თქვენი ვიზიტი უკეთესი დროისთვის გადადოს ან ისინი უფრო ხანმოკლე და იშვიათი გახადოს. ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ვიზიტი მაინც აუცილებელია, უმჯობესია სამედიცინო დაწესებულებაში თანმხლები პირების გარეშე მიხვიდეთ (მათ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ). თუმცა ექიმის დანიშნულების ან რეცეპტის მიღება თქვენ ნაცვლად თქვენ ჯანმრთელ ახლობელს ნამდვილად შეუძლია. ეს ეხება ნარკოტიკულ პრეპარატებსაც, მაგრამ თქვენს ჯანმრთელ ნათესავებს ხშირად შეუძლიათ მიიღონ რეცეპტები და მედიკამენტები თქვენთვის. ეს ასევე ეხება ნარკოტიკულ საშუალებებს. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ დიაგნოსტიკის გადადებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინასწარი გამოკვლევების დროს დადგინდება, რომ დაავადება სწრაფად არ პროგრესირებს. ასევე შეგიძლიათ მინიმალური დიაგნოსტიკური ტესტები ჩაიტაროთ. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მკურნალობა გადაიტანოთ იმ დროისთვის, როდესაც მისი ჩატარება გაცილებით უსაფრთხო იქნება. თუ მკურნალობა პალიატიურია, მისი გადადებაც შესაძლებელია, რადგან ამ დროს ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარების რისკები და ფატალური შედეგი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ამასთანავე, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვლება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ნათესავები არ დაიშვებიან. ხანდახან მკურნალობა შეიძლება კი არ გადაიდოს, არამედ შეიცვალოს ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ქირურგიული ჩარევა მართლაც საჭირო იყოს, მაგრამ პოსტოპერაციის პერიოდზე COVID–19-ის დართვამ მსუბუქი მდგომარეობა გაართულოს. ამიტომაც სპეციალისტები ცდილობენ, მსგავსი სიტუაციები მაქსიმალურად აირიდონ. ამ კატეგორიაში არიან ფილტვის, კუჭის, საყლაპავის, პანკრეასისა და კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტები. აქედან გამომდინარე, ექიმს ზოგჯერ შეუძლია ალტერნატივის სახით პაციენტს ქიმიოთერაპია შესთავაზოს, თუ ის მოცემულ სიტუაციაში ნაკლებად საშიში ჩანს, ოპერაცია კი მოგვიანებით დანიშნოს. ზოგჯერ შესაძლებელია პრეპარატების ინტრავენური შეყვანა ან მათი აბებით ჩანაცვლება. ჩვეულებრივ სიტუაციაში ზოგიერთ პაციენტს კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები ენიშნება. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იმუნურ სისტემას აღდგენასა და სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის გამო პაციენტს ინფექციის განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვს. დღეს უკვე კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოება გვთავაზობს ასეთი წამლების დანიშვნას იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ისინი რეკომენდაციას უწევენ ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნასაც (ანტიბიოტიკები ეფექტიანი არ არის კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისთვის, მაგრამ შეუძლია ბაქტერიულ გართულებებს გაუმკლავდეს). აქვე იცის უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანდო სამედიცინო ინფორმაციის მიღება.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
ლევან რატიანი -კრიტიკული მდგომარეობით შემოსული პაციენტი, დღის ბოლომდე შესაძლოა, აპარატიდან მოიხსნას
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე თქმით, ერთ-ერი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან შესაძლოა დღის ბოლომდე მოიხსნა, მეორე ინფიცირებულს კი უახლოეს დღეებში მოხსნიან ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. „იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავდა. დღის ბოლომდე შესაძლოა, პაციენტი მოიხსნას აპარატიდან. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის , რომელიც ასევე COVID19-ით ინფიცირებულია, აქვს გულისუკმარისობა და ასაკი, ამ ქალბატონთანაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დადებითია მიღწეული. სუნთქვის პარამეტრები შედარებით გამარტივდა. ჩვენი კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური(სასიცოცხლო) ფუნქციები ცოცხალია. იმედია, ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნება“, - განაცხადა რატიანმა. #კორონავირუსი #პანდემია #ლევანრატიანი #პაციენტი #დარჩისახლში #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 10 პაციენტის წყარო ბოლნისია, ხოლო ერთი პაციენტის წყარო ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, ამ ეტაპისთვის კლინიკაში 57 პაციენტიდან, 54-ს უდასტურდება კორონავირუსი. აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მძიმე პაციენტებიდან კი, როგორც ეზუგბაია აცხადებს ერთ-ერთის მდგომარეობის დასტაბილურება ჯერჯერბით ვერ ხერხდება. “ჩვენთან ამ ეტაპზე 57 პაციენტი მკურნალობს, აქედან 54 დადასტურებულია, 3 არის შესაძლო შემთხვევა. ჩვენთან არ შემოსულა გუშინ არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებუბული კვლევის დინამიკით, მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია და ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერჯერობით, კვლავ კრიტიკულია და მართვასა და დასტაბილურებას არ ექვემდებარება. დანარჩენი 7 მძიმე პნევმონიის მქომე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება უკვე გვეუბნება, რომ მათი მდგომარება გაუმჯობესდება და ისინი უკვე მძიმე ფორმებიდან გადავლენ საშუალო სიმძიმის ფორმებზე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პირველი კოვიდინფიცირებული უმძიმესი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა, რომლის მდგომარეობაც უმძიმესი იყო, შესაძლოა, საავადმყოფო ხვალ დატოვოს. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, პირველი კვლევით მასთან კოვიდინფექცია აღარ ვლინდება, განმეორებით ტესტს კი, 24 საათში ჩაუტარებენ. „პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი, სომატურად დამძიმებული, ეს ყველაზე მძიმე პაციენტი იყო ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, პირველადი ჩატარებული ტესტით, „პისიარ“ მეთოდით კოვვირუსით ინფიცირება არ ვლინდება. 24 საათში გავიმეორებთ და იმედია, ხვალ ეს ქალბატონი დატოვებს კლინიკას. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ კოვიდი არ არის მკვლელი, შემიძლია, ამ ქალბატონის მაგალითზე გითხრათ“, – განაცხადა რატიანმა. კლინიკის ხელმძღვანელმა განმარტა, კოვიდინფიცირების გარდა, რა გართულებებით იმყოფებოდა საავადმყოფოში აღნიშნული პაციენტი. „ქალბატონი იყო უმძიმესი, მწვავე რესპირატორული სინდრომით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენიით, ჭარბი წონით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული. სომატური პათოლოგიების გარდა, არანაირი გართულება არ ვლინდება. ხვალ მივიღებთ საბოლოო პასუხს და ხვალ გაეწერება პროტოკოლის დაცვით, თვითიზოლაციის პირობებში“, – განაცხადა ლევან რატიანმა. საუბარია ბელგიიდან ჩამოსულ მოქალაქეზე, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა. #covid19 #coronavirus