პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

0
ლევან რატიანმა აღნიშნა, გამოჯანმრთელებული პაციენტები დღეს ან ხვალ გაეწერებიან კლინიკიდან. მისივე თქმით, კლინიკაში იმყოფება სამი ბავშვი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. „კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით, არც ერთ მოზარდთან კორონავირუსის დამახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი“, – განაცხადა რატიანმა. მისვე თქმით, კლინიკაში მყოფ 37 პაციენტთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონიის სურათი. „რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, ბოლო 48 საათის წინ მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო, დასჭირვებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა, საბედნიეროდ, ამ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. მის ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია სტაბილურია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული ეტაპი გადავლახეთ. დღეს ველოდებით ხუთ ადამიანის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
#stopcovid
#coronavirus
#covid19
#კორონავირუსი
0