Drink wine be happy.

0
დღეს მინდა წითელი ღვინის სასარგებლო თვისებებზე გიამბოთ თუ რატომ უნდა მივიღოთ მცირე რაოდენობით ყოველდღე? წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები: წითელი ღვინო შეიცავს ვიტამინებს B2, B1, C, D, რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს, მანგანუმსა და ოქროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რაც მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს. ასევე შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს - ფლავანოიდებს. მას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და სამკურნალოდ იყენებენ. ღვინო სიმსივნური უჯრედების განვითარებას ორი მიზეზის გამო უშლის ხელს: პირველი - იგი იცავს ადამიანის სხეულს მავნე, ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, მეორე - იგი შეიცავს საპონინებს, კატეხინებს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დნმ-ის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან იცავს. იგი ზრდის სისხლში "კარგი" ქოლესტერინის დონეს, ხოლო "ცუდს" გამოდევნის. როგორც ცნობილია, წითელ ღვინოს აქვს დამამშვიდბელი თვისება. ის მოგიხსნით დაღლილობას. ასევე, მას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედებაც. დაიმახსოვრეთ, ღვინით მკურნალობის დროს ის რაოდენობა უნდა მიიღოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს თრობას
#news
#redwine
#photo
o
0