რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

0
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. „მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯერჯერობით რენტგენოლოგიურად პნევმონია არ ვლინდება, თუმცა ინფექცია არის და მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის პალატაში, მიმდინარეობს დანარჩენ პაციენტებთან ერთად მისი მკურნალობა. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პაციენტის შვილი, ანუ დედა-შვილს აქვს დადასტურებული. ის სრულწლოვანია”, - განაცხადა გოფოძემ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#ლევანგოფოძე
#tbilisidaily
0