აფხაზური ტრადიცია

0
ახლოვდება ჩაჩხადილის (აფხ.ჩხადილის) - დიდი ხუთშაბათის ტრადიციული დღესასწაული, რომელსაც აფხაზები აღნიშნავენ. "ჩაჩხადი" ანუ დიდი ხუთშაბათი, ამ დღეს აღავლენენ ლოცვას აგვისტოს მოსავლისთვის. მთავარი რიტუალი სამარხვო სუფრის გაშლაა, აქ აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო კერძი ახლუჩაპა, რომელიც მზადდება კეჟერაფხალის მწნილისა და ნიგვზისგან. ასევე, აფხაზი დიასახლისები ამ დღეს ამზადებენ სიმინდის კვერებს, აფხაზურად ლობიოს და ნიგვზიანი გულსართით აცხობენ ნამცხვრებს. ამ დღეს ხორცისა და ყველის კერძები სუფრაზე არ შეიძლება. ისინი ღომსაც კი არ მიირთმევენ ყველთან ერთად. ხალხური გადმოცემით დიდ ხუთშაბათს თუ დათესავ ბოსტნეულს აუცილებლად მიიღებ უხვ მოსავალს.
#აღდგომა
#ტრადიციები
#SokhumiDaily
0