ქობულეთში საეჭვო შემთხვევები შემოწმდა - კორონავირუსი დადასტურდა

0
ინფორმაცია განახლდა 20:20 - ყველა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ 5 პირის ტესტის პასუხი საეჭვოა და ისინი კორონავირუსზე კიდევ ერთხელ გადამოწმდებიან. ნიჟარაძემ ასევე თქვა, რომ ყველა შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. "პირველადი კვლევებით ამ 5 კვლევის პასუხი არის დადებითი, მაგრამ არ არის მკვეთრად დადებითი და სჭირდება განმეორებითი პასუხი, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პაციენტები" მოგვიანებით, მეორადი ტესტირების პასუხები დამოწმდა და ყველა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქობულეთის კლასტერის არსებობა უკავშირდება ერთ 54 წლის პაციენტს, რომლის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. ეს ნიშნავს რომ ქობულეთის ტერიტორიაზე შიდა გადაცემის შემთხვევებია. მოსახლეობას უკვე მიეცა რეკომენდაცია - დაიცვან მკაცრი თვითიზოლაცია. სამინისტროს განცხადებით, შემთხვევათა უმრავლესობა მოკვლეულია, საეჭვო შემთხვევათა გადამოწმება კი მიმდინარეობს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 240 შემთხვევაა დაფიქსირებული.
#საეჭვოშემთხვევა
#კორონავირუსი#BatumiDailyy
0