დადგება მომენტი, როცა ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს - ლევან რატიანი

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, თუმცა აგრესიულობის გარეშე. მისი თქმით, დადგება მომენტი, როდესაც ვირუსი შეწყვეტს ბობოქრობას და ადამიანი მას დაავადების გარეშე გადალახავს. „პანდემიას და ეპიდემიას ასეთი რაღაც ახასიათებს, ბუნების კანონია. აუცილებლად დაწყნარდება ვირუსი და დაწყნარდებიან ადამიანებიც. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ, ერთი პირობით, ასეთი აგრესიულობის გარეშე. როდესაც დგება პანდემიისა და ეპიდემიის საკითხი, ვინაიდან ახლად წარმოშობილია ეს ახალი უჯრედები ე.წ. ვირუსები, ბობოქრობენ, ასევევ ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმი. დადგება მომენტი შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ეპიდემია
#tbilisidaily
y
0