ქუთაისის ცხელების ცენტრიდან გაწერილ პაციენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა

0
ქუთაისის ცხელების ცენტრს მეორად მიმართა მამაკაცმა, რომელმაც ეს კლინიკა რამდემი დღის წინ დატოვა. მას ამჯერად კორონავირუსი დაუდგინა. პირველ ჯერზე კი პაციენტის კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონია, რის გამოც ტესტი არ ჩაუტარეს. "პირველად როცა იყო მოსული, ჩივილები არ ჰქონია. ჩვენ მიერ გაშვებული იქნა კონკრეტული მითითებებით და თვითიზოლაციაში ყოფნისკენ მოვუწოდეთ", - ამბობს ცხელების ცენტრის მთავარი ექიმი. პიროვნება ამის შემდეგ ბაღდათში წავიდა და იქედან დაბრუნებული თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც კლინიკას კვლავ მიმართა და ამჯერად მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს. შედეგი დადებითია. მისი ბაღდათის კონტაქტები დადგენილია, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ ბაღდათი კორონავირუსის გავრცელების ახალ წყაროდ იქცეს.
#კორონავირუსი
#ცხელებისცენტრი
#kutaisideily
0