ქობულეთის რამდენიმე სოფელში კარანტინი გამოცხადდა

0
ქობულეთის რამდენიმე სოფელში კარანტინი გამოცხადდა. სულ შვიდი სოფელი გადაიკეტა: გვარა, ქვედა კონდიდი, მუხაესტატე, წყავროკა, ლეღვა, სკურა და ცხრაფონა. კარანტინში მოექცა მიახლოებით 8, 000 მოქალაქე. სოფლებში მისასვლელი გზები უკვე გადაკეტილია და მათ პოლიცია უდარაჯებს. მთავრობის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს თერმოსკანინგი ჩაუტარდებათ. სოფელში შესვლას კი მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვინც ამ ტერიტორიაზე რეგისტრირებულია. კარანტინის აუცილებლობა ქობულეთის კლასტერის რაოდენობამ გამოიწვია. მხოლოდ ამ კლასტერში უკვე 17 ადამიანია დაინფიცირებული. სულ საქართველოში 252 ადამიანს აღენიშნება კორონავირუსი, თუმცა აქედან 63 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 186 აქტიური შემთხვევაა.
#ქობულეთი
#კორონავირუსი
#კარანტინი
#BatumiDaily
0