5 ფილმი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ სახლში ყოფნის დროს

0
რას ვუყუროთ კარანტინის დროს? წარმოგიდგენთ 5 ფილმს, რომელიც სახლში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა ნახოთ. ვეს ანდერსონი "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი" ფილმი არაორდინალური ვიზუალის, ორიგინალური სცენარისა და გამორჩეული სამსახიობო შესრულების ეფექტური თანხვედრაა. ფილმის ისტორია მთლიანად სიმბოლურია, ხოლო სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი, მსოფლიო ომამდე არსებული ევროპული ქვეყნების მინი მაკეტია. ეს არის საოცარი სიუჟეტი, რომელის მოქმედება 1932, 1968 და 1985 წელს მოიცავს. ჟან-პიერ ჟენე "ამელი" ეს არის რომანტიკული კომედია, რეჟისორი თავგადასავლებით სავსე სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ევროპული კინოსათვის დამახასიათებელი ელემენტებისა და მუსიკალური გაფორმების დამსახურებით თავს მომენტალურად იგრძნობთ პარიზის ერთ-ერთ ისტორიულ ქუჩაზე. საინტერესოა, რომ ეს კაფე 1889 წლიდან არსებობს. ოდითგანვე მასში თავს იმდროინდელი ბოჰემა იყრიდა და სასიამოვნოდ ატარებდა საღამოებს. ვან გოგის ერთ-ერთ ცნობილ ტილოზეც სწორედ ეს კაფეა ასახული. პაველ პავლიკოვსკის "ცივი ომი" გასული საუკუნის დაუნდობელი პოლიტიკისა და მსოფლიოს ორ ბანაკად დაყოფის პირობებში აღმოცენებული სიყვარულის ისტორიის ამსახველი შავ-თეთრი ფილმი კარგად გადმოსცემს იმ დროინდე სოციო-პოლიტიკურ ვითარებას. ფილმი 2018 წელს არაერთი პრიზით დაჯილდოვდა. მათ შორის, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპის კინოაკადემიამამ "ცივი ომი" 2018 წლის საუკეთესო ევროპულ ფილმად დაასახელა. ჟან-ლუკ გოდარის "აუცაიდერების ბანდა" ჟან-ლუკ გოდარი არის რეჟისორი, რომელმაც ფრანგული მესამე ტალღა შექმნა. ეს არის შავ-თეთრი ფილმი, რომელიც თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებზე მოგვითხრობს. განსაკუტრებით საინტერესოდ არის გადმოცემული დიალოგები, ადამიანური ურთიერთობები და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება. ამ ფილმში ყველაზე მნიშნველოვანი მომენტი ლუვრში ვითარდება. სამი ადამიანი შეეცდება დროის რეკორდულ მაჩვენებელში გაირბინოს ისტორიული მუზეუმი. აღსანიშნავია, რომ ეს სცენა არ იყო დაგეგმილი და მხოლოდ 1 კადრით ჩაიწერა. ხოლო რეკორდი კინომატოგრაფიის ისტორიაში შევიდა. ვუდი ალენი "შუაღამე პარიზში" 2011 წელს გამოშვებული რომანტიკული კომედია, რომელიც 2 ეპოქას ერთდროულად ასახავს. ფილმი დასაწყისშივე მოგხიბლავთ პარიზის ულამაზესი ხედითა და ისტორიით. მთავარი პერსონაჟი არის სცენარისტი, გილ პენდერი, იგი ყოველ საღამოს წარსულში მოგზაურობს და ხვდება 1920 წლის პარიზის ბოჰემას : ერნესტ ჰემინგუეი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, გერტრუდა სტაინი, პაბლო პიკასო, ლუის ბუნიუელი, სალვადორ დალი და სხვა.
#ფილმები
#რეკომენდაციები
#tbilisidaily
#movies
#დარჩისახლში
0