რა იწვევს ყელის ტკივილს?

0
ყელის ტკივილი ყველასთვის კარგად ნაცნობი შეგრძნებაა, ის ძალზე მომაბეზრებელია, როდესაც ქრონიკული ხდება და საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება, ხორხის შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მატება, მტკივნეული შეგრძნებანი, სუნთქვის გაძნელებაც კი – ამ სიმპტომებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზეზები აქვს.

ყელის ტკივილის სამედიცინო მიზეზები:

📍ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სეზონური ვირუსული დაავადებანი: მწვავე რესპირატორული ინფექციები, გრიპი, ინფექციური მონონუკლეოზი; 📍ბაქტერიული ინფექციები - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ჰემოფილია; 📍აპლასტიური ანემია - სწორედ ყელის ტკივილით იწყება; 📍ყელი ორგანიზმში ინფექციათა შეჭრის გზაჯვარედინზეა, ამიტომ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ ნებისმიერ დაავადებას დასაწყისში თითქმის ყოველთვის ყელის ტკივილი ახასიათებს.
#news #opinion
#healtcare
#forhealh
#health_
#behealthy
#healthylifestyle
Tbilisi
0