თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141293 თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 ნიმუშიდან ერთ პაციენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას თქმით, პაციენტი ასაკოვანია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „დღე-ღამის განმავლობაში 41 პაციენტი შემოვიდა ცხელების ცენტრში, 17 პაციენტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი“ , - განაცხადა მარეხი ბექაიამ. საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 266-ს შეადგენს, აქედან 67 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ვირუსისგან სამი ადამიანი არის გარდაცვლილი.
0