3 votes
0 comments
1 shares
Save
ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება
1746 views
Batumi Daily
Batumi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

13 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მარინე ეზუგბაიას თქმით, ახალ შემთხვევათა უმრავლესობა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

„14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევააა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში, ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია დაინფიცირებული. ამ ეტაპზე ქობულეთის კლასტერის კონტაქტების კვლევა გრძელდება. დღეს 65 მოქალაქის ტესტის პასუხები გახდება ცნობილი. გუშინ კი 1608 ადამიანს თერმოსრქინინგი ჩაუატარდა, ანუ მათ სიცხე გაუზომეს და მხოლოდ 13 პირის ტემპერატურა აღმოჩნდა საყურადღებო.

#კლასტერი #კორონავირუსი #დარჩისახლში #BatumiDaily
Batumi Daily
Batumi · 3 months ago
Similar Posts
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
კორონავირუსი: ერთი ინფიცირებული, 100 უარყოფითი პასუხი
25 აპრილის მონაცემებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაგზავნილი 100 ტესტიდან ყველა ნეგატიური აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები აჭარაში ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა დაფიქსირდა ერთი ახალი იმპორტული შემთხვევა, ანუ ინფიცირებული სხვა ქვეყნიდან შემოსული პირია. "დილის ინფორმაციით დაგვემატა ერთი დადასტურებული, იმპორტირებული შემთხვევა. პაციენტი სამი დღის წინ არის თურქეთიდან შემოსული, სარფის გავლით, ის იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში და შემხებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონდა" - განაცხადა დღეს ნინო ნიჟარაძემ. ასევე, ნიჟარაძის განცხადებით, 2 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ჯამში, რეგიონში 15 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, აქ ისევ 35 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოში კი საერთო შემთხვევების რაოდენობა 456-მდე გაიზარდა, აქედან 132 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილია.#კორონავირუსი #ბათუმი #უარყოფითი #ინფიცირება #batumidailyა
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
ნიჟარაძე: შესაძლოა, შემდეგი კვირა გვქონდეს კრიტიკული
აჭარის ჯანმდაცვის მინისტრის მოადგილე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შემდეგი კვირა შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მართვის თვალსაზრისით. "შემდგომი კვირა შესაძლოა გვქონდეს კრიტიკული, ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს ქცევაზე. ეს, რა თქმა უნდა, უკონტროლო ზრდასთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ თუ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ საკითხს, რომ ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ნაკლებად ექნებათ კომუნიკაცია, ზრდის ტემპი იქნება უფრო იშვიათი და მართვადი". ნიჟარაძემ თქვა, რომ ყოველდღიურად ასამდე ლაბორატორიული ნიმუში იგზავნება კორონავირუსზე გადასამოწმებლად. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში უკვე 41 ადამიანია გადის მკურნალობას. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, თუ მოქალაქეები მომავალ კვირას სახლში არ დარჩებიან, მათ შორის, წავლენ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიაზე, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღამის წირვა გადაიდო, თუმცა მრევლს დილის 7 საათიდან ლოცვაზე დასწრება მაინც შეეძლებათ. მეცნიერებისა და ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად ამბობს, რომ სახლში დარჩენა და ვირუსის გავრცელების შენელება ამ ეტაპზე კრიტიკულია.#დარჩისახლში #ჯანდაცვა #კორონავირუსი #Batumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი 10 პაციენტს დაუდასტურდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 74 პაციენტი. გუშინ გაგზავნილი ტესტებიდან, 10 მათგანზე პასუხი დადებითია. ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ათივესთან ორმხრივი პნევმონია აღინიშნება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 74 პაციენტი. გუშინდელი ტესტებიდან 10 პასუხი მოვიდა დადებითი. ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ჟანგბადდამოკიდებული არიან, ორმხრივი პნევმონიაა პრაქტიკულად ყველგან. ამ ეტაპზე გვყავს 21 პაციენტი კოვიდინფექციით. დღეს ვაპირებთ 30 ანალიზის გაგზავნას. სამწუხაროდ, მზარდი ტენდენციაა და ეს მაქსიმალურად მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ წესები, რომ თავიდან ავირიდოთ ძალიან არასასურველი შედეგები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პაციენტს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება და მზად ვართ ამისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს გონივრულ ჩარჩოებში და არ უნდა გასცდეს კატასტროფულ მდგომარეობას. ჩვენს მოსახლეობას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ ყველა კლინიკაში არის შედარებით მომატებული რაოდენობა და ეს ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ვიყოთ მობილიზებული და დავიცვათ ერთმანეთი“, - განაცხადა დევი ტაბიძემ. #კორონავირუსი #ინფიცირებული #რესპუბლიკური #tbilisidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
რესპუბლიკურმა საავამდყოფომ პაციენტების მიღება დაიწყო
ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება დაიწყო. ამ ეტაპზე, ის როგორც ცხელების ცენტრი იმუშავებს. დღეის მონაცემებით, რესპუბლიკურში 20-მდე პაციენტი მკურნალობს. ამ პაციენტებს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდათ და ისინი პასუხებს დღის ბოლომდე მიიღებენ. ამ ეტაპზე მობილიზებულია 65 საწოლი, თუმცა ახლო მომავალში საწოლთა საერთო რაოდენობის გაზრდა 170-მდე იგეგმება. მართალია, შენობის ნაწილი 9 აპრილს გაიხსნა პაციენტების მისაღებად, მაგრამ რესპუბლიკური კლინიკა სრულად აღჭურვილი არ აღმოჩნდა. კლინიკის დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ განაცხადა, რომ სავენტილაციო სისტემაში დამატებითი მოწყობილობების დამონტაჟება გახდა საჭირო. #news #რესპუბლიკური #ბათუმი #batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
კორონავირუსი: 21 აპრილის განახლებები
21 აპრილის მონაცემებით, აჭარაში ქობულეთის კლასტერის კვლევა გრძელდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტესტირება კიდევ 90 ადამიანს ჩაუტარდა. ყველას პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა. კიდევ 50 პირის პასუხი დღეს, გვიან საღამოს გახდება ცნობილი. კონტაქტების საერთო რაოდენობა ქობულეთის კლასტერში 520-მდე გაიზარდა. მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა და შემოწმება. 21 აპრილის მონაცემებით, კლინიკა "მედალფაში" მკურნალობს 37 პაციენტი. პაციენტების უმრავლესობას პნევმონია აქვს. ქვეყნის მასშტაბით კი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 408-მდე გაიზარდა. აქედან 95 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 კი გარდაიცვალა.#news #coronavirus #კორონავირუსი #batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
ბათუმში ჩამოსულ დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში ქობულეთის სოფელ ლეღვადან ჩამოსულ დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. დედა-შვილი ლეღვადან მანამ წამოვიდნენ, სანამ სოფელს კარანტინზე ჩაკეტავდნენ. ამ დროისთვის აღნიშნულ პირებს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში უმკურნალებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი 10-წლამდე ასაკისაა. დედა-შვილი ბათუმში მშობლების სახლში იმყოფებოდა, როცა მათ ინფექციონისტებმა მიაკითხეს. დედას ასევე მეორე შვილი ჰყავს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ბებია-ბაბუასთან ერთად თვითიზოლაციაში დარჩება იქიდან გამომდინარე, რომ დაინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა. სოფელ ლეღვაში 5 ინფიცირებული პირიდან 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ქობულეთის კლასტერში კი უკვე 29 პირი დაინფიცირდა. #news #coronavirus #Batumi #batumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ცნობისთვის, 385 ადამიანიდან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.#კორონავრუსი #პანდემია #გამოჯანმრთელებული #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, უმეტესი ქობულეთის კლასტერია -ეზუგბაია
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, უმეტესი ქობულეთის კლასტერია,აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს. მისივე განმარტებით, ერთი დაინფიცირებული პირი, მათთან არის ცენტრში განთავსბული და ეს შემთხვევა ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება. „14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2-3 შემთხვევააა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა და სამი გარდაიცვალა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული, ის მარნეულის კლასტერიდან არის. მისივე თქმით, ახალი ინიფიცერებულებიდან უმეტესი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურში მოთავსებულია 2 ძალიან მძიმე პაციენტი. ერთთან სტაბილიზაცია შეინიშება, მეორესთან კი ეს ვერ ხდება. „გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. 252 იყო და ახლა არის 266. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი, აქედან 45 ჩვენია. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური 2 პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ეს ვერ ხდება, დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არც ერთი კრიტიკული და მათთან დაიწყება გამოჯანმრთელება. ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ჩვენია, ეს არის მარნეულის კლასტერი. დანარჩენი ამ 14-დან ძირითადად როგორც ჩემთვის ცნობილია, რეგიონებია. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევაა, დანარჩენი არის რეგიონში. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთიც არის”, - განაცხადა ეზუგბაიამ.#კორონავირუსი #პანდემია #ინფიცირებული #მარინაეზუგბაია #tbilisidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 3 months ago
ქობულეთში საეჭვო შემთხვევები შემოწმდა - კორონავირუსი დადასტურდა
ინფორმაცია განახლდა 20:20 - ყველა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ 5 პირის ტესტის პასუხი საეჭვოა და ისინი კორონავირუსზე კიდევ ერთხელ გადამოწმდებიან. ნიჟარაძემ ასევე თქვა, რომ ყველა შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. "პირველადი კვლევებით ამ 5 კვლევის პასუხი არის დადებითი, მაგრამ არ არის მკვეთრად დადებითი და სჭირდება განმეორებითი პასუხი, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პაციენტები" მოგვიანებით, მეორადი ტესტირების პასუხები დამოწმდა და ყველა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქობულეთის კლასტერის არსებობა უკავშირდება ერთ 54 წლის პაციენტს, რომლის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. ეს ნიშნავს რომ ქობულეთის ტერიტორიაზე შიდა გადაცემის შემთხვევებია. მოსახლეობას უკვე მიეცა რეკომენდაცია - დაიცვან მკაცრი თვითიზოლაცია. სამინისტროს განცხადებით, შემთხვევათა უმრავლესობა მოკვლეულია, საეჭვო შემთხვევათა გადამოწმება კი მიმდინარეობს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 240 შემთხვევაა დაფიქსირებული.#საეჭვოშემთხვევა #კორონავირუსი#BatumiDailyy